გადაწყვეტილება №20093/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20093/2/2023
19 სექტემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 27.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20093/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №006-107 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11798 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 159 511,58 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 62 490
დღგ - 52 385
მოგების გადასახადი - 9 494
საშემოსავლო გადასახადი - 611
ჯარიმა - 62 490
საურავი - 34 531,58
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 26.02.2021 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.05.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 9.03.2021 წლის №006-74 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებები. კერძოდ, გაანგარიშების ფაილი, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შემოწმების პროცესში არასწორად იქნა განსაზღვრული ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვა, რომელიც გამოთვლილ იქნა გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის კონტრაქტით განსაზღვრული ჯამური ხარჯებიდან შესრულებულად მიჩნეულ იქნა სრული ღირებულების 98%, თუმცა დამატებით წარდგენილი დოკუმენტებით, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესაბამისი თარიღისთვის გაწეული ხარჯები შეადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებული მთლიანი ხარჯის 87%-ს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა დღგ 52 721 ლარი, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შემცირდა ჯარიმა 15 171 ლარის ოდენობით.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 24.03.2023 წლის №006-107 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია დამატებითი მტკიცებულებები, რაც შემმოწმებლის მიერ გათვალისწინებულია. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე გადაანგარიშდა ბარტერული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებული დარიცხვა და დაექვემდებარა შემცირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
დასკვნის ფარგლებში დადგენილია, რომ დაკორექტირდეს დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის ნაწილში 52 721 ლარი, ასევე საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ჯარიმა შემცირდა 15 171 ლარის ოდენობით, გაუგებარია თუ რას ეყრდნობა აღნიშნული გაანგარიშება, რაც გასაჩივრდა. სამწუხაროდ კვლავ უარია მიღებული!
აქტში დადასტურებულია, რომ სამუშაოები შესრულებული იყო 87%-ით, ანუ გაანგარიშებაში ვეყრდნობით ქვემოთ მოცემულ ცხრილს (რაც დოკუმენტურად დადასტურებულია):
#assignedTableId-1695194168629 {margin-left: 37.75pt; margin: 0 auto !important; }პერიოდი
მშენებლობის ღირებულებანაზარდი ჯამით
შესრულებული სამუშაოები(ფორმა-2) დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურით
სამუშაოთა შესრულების% მთლიანი განსაზღვრული ხარჯებთან მიმართებაში
ხვედრითი წილი ბარტერის(მიწის ფასი) გათვალისწინებით
2018
1 673 486
1 673 486
25%
20%
2019/03
1 951 208
277 722
30%
23%
2019/06
2 466 735
515 527
37%
30%
2019/09
2 789 068
322 333
42%
33%
2019/12
3 514 779
725 711
53%
42%
2019
3 514779
1 841 293
53%
42%
2020/03
5 731 149
2 216 370
87%
69%
2020
5 731 149
2 216 370
87%
69%
სრული ხარჯი
5 731 149
5 731 149
87%
69%
მთლიანი სახარჯთაღრიცხვოღირებულება
6 610 170
6 610 170
შესრულების %
87%
აქტის პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით ცხრილიდან მარტივად ჩანს, რომ დასაბეგრ ბრუნვად უნდა განისაზღვროს:
2018 წელს - 1 673 486*1,1*1,08*0,219=435 394 ლარი, ნაცვლად 435 528 ლარისა.
2019 წელს - 1 841 293*1,1*1,08*0,219=479 053 ლარი, ნაცვლად 910 702 ლარისა
აღნიშნული ოპერაცია კომპანიამ ეტაპობრივად დაბეგრა, შესაბამისად 2019 წლის მარტში - 72 256 ლარი, ივნისში - 134 126 ლარი, სექტემბერში - 83 362 ლარი, დეკემბერში - 188 810 ლარი.
შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშება არასწორია, ხოლო მასზე დარიცხული გადასახადის თანხა, ჯარიმა და შესაბამისი საურავი გასაუქმებელია.
აქტის მე-2 სადავო საკითხის ფარგლებში ისევ და ისევ ვიყენებთ ზემოთ მოცემულ ცხრილს, საიდანაც მარტივად დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოების ხვედრითი წილი მიწის ღირებულების გათვალისწინებით 2019 წლის აპრილის ბოლოს შეადგენდა 23%-ს, ხოლო 2019 წლის ნოემბრის ბოლოს - 33%-ს! აქედან გამომდინარე, ვინაიდან 2019 წლის აპრილის თვეში გადაცემული იყო 1 363 529 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე ქონება კომპენსაციის გარეშე, მისი 23% შეადგენს 270 418 ლარს (დღგ-ის გარეშე) - დასაბეგრი ბაზა, ნაცვლად 509 849 ლარისა. იგივე მეთოდით 2019 წლის ნოემბრის თვეში დასაბეგრი ბაზა უნდა განისაზღვროს 395 699 ლარით, ნაცვლად შემოწმების შედეგად დარიცხული 483 103 ლარისა.
ამრიგად, მე-2 საკითხთან დაკავშირებითაც, დასაბეგრი ბაზის გაზრდა არასწორია და მასზე დარიცხული გადასახადის თანხა, ჯარიმა და შესაბამისი საურავი გასაუქმებელია!
საბოლოო რეზიუმე კი შემდეგია: ვინაიდან დღგ-ის სადავო საკითხი მდგომარეობს და შემოიფარგლება ზემოთ ხსენებული 2 საკითხით, 2018-2019 წელს დარიცხული დღგ-ის თანხა და ჯარიმა არასწორია და გასაუქმებელია!
უნდა გაუქმდეს დასკვნის საფუძველზე არამართებულად, ზედმეტად დარიცხული დღგ 105 107 ლარი და მასზე დარიცხული ჯარიმა 60 446 ლარი და მოხდეს შესაბამისი კორექტირებული აქტის გამოცემა.
აღნიშნულ დაანგარიშებებზე კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარში დეტალური დაანგარიშება (მტკიცებულება) არის წარმოდგენილი.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტი არის კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა გაანგარიშების ფაილი, რომლის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შემოწმების პროცესში არასწორად იქნა განსაზღვრული ბარტერული ოპერაციის ფარგლებში დასაბეგრი ბრუნვა. დამატებით წარდგენილი დოკუმენტებით, მათ შორის, შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესაბამისი თარიღისთვის გაწეული ხარჯები შეადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებული მთლიანი ხარჯის 87%-ს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, სხვაობას გაანგარიშებებს შორის იწვევს მიწის ღირებულება. პროპორციის გაანგარიშებისას მიწის ღირებულებას მომჩივანი ითვალისწინებდა ერთ ნაწილში. შემოწმების აქტის გაანგარიშებაშიც მიწის ღირებულება იგივე პრინციპით იყო გათვალისწინებული. შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მიწის ღირებულება აღარ მონაწილეობს, რაც იწვევს თვეების მიხედვით პროპორციის ცვლილებას და აღნიშნულის გათვალისწინებით არ ემთხვევა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი გაანგარიშებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებები. ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, დაკორექტირებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა დღგ და შესაბამისად შემცირდა ჯარიმა.
აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.05.2023 წლის №11798 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 7.07.2021 წლის №22044 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(10); 73(9); 304(1); 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი - 16(2); 161(1-ა)