გადაწყვეტილება №22818/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.05.2024
№ დოკუმენტი 22818/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22818/2/2024

27 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პას. №----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“-ის 8.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22818/2/2024).

 

დავის საგანი:

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.02.2024 წლის №EL242587 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 22.02.2024 წლის საქონლისა ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69001099046 ოქმი;

3. შემოსავლების სამსახურის 4.04.2024 წლის №7457 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 7 624.81 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

21.02.2024 წელს ---------- საჰაერო რეისით (№----------) ჩამოსული მომჩივანი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შემდგომაც მომჩივანს ხელბარგში აღმოაჩნდა 2 ცალი მობილური ტელეფონი „----------“, 6 ცალი მობილური ტელეფონის ქეისი, 7 ცალი კაბელის შემაერთებელი სამარჯვებით, ყუთით.

საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 7 624.81 ლარი. საბაჟო ორგანომ მიიჩნია, რომ მომჩივანმა არასწორი დეკლარირებით შეამცირა იმპორტის გადასახდელი 7 624.81 ლარით.

გამოვლენილ ფაქტზე 22.02.2024 წლის №EL242587 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 7 624.81 ლარის ოდენობით.

აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 11.03.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 4.04.2024 წლის №7457 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებზე, 13-ე მუხლზე, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველ, მე-4 და მე-5 პუნქტებზე და მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მებაჟე ოფიცერმა საქართველოში მოქმედი კანონის უხეში დარღვევით შეადგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმი მომჩივნისთვის არავის არ უთარგმნია მისთვის გასაგებ, ---------- ენაზე და არც არავის განუმარტავს, რომ მისი კუთვნილი, გამოყენებული მობილური ტელეფონები, ქეისი და USB კაბელი ექვემდებარებოდა დეკლარირებას.

ტელეფონები მალულად არ გადმოუტანია. ისინი ჩვეულებრივად ქონდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები მოჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც საჩივრის განხილვის თაობაზე არც კი შეატყობინეს და მომჩივნის დასწრების გარეშე განიხილეს. ყურადღება არ გაამახვილეს ჩომჩივნის პოზიციებზე და ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

მომჩივანი ითხოვს აღნიშნული აქტების გაუქმებას და ჯარიმისაგან გათავისუფლებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო დეკლარაცია არის დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს.

საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეულ ქმედებებს.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

საბაჟო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თან დაერთვის სამართალდარღვევის ოქმს ან სამართალდარღვევისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილებას. მე-5 ნაწილი კი ადგენს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება შეწყდება, თუ სამართალდამრღვევი პირი ნებაყოფლობით აღასრულებს სამართალდარღვევისთვის შეფარდებულ საბაჟო სანქციას ან თუ მის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ოქმი მომჩივნისთვის არავის არ უთარგმნია მისთვის გასაგებ, ---------- ენაზე და არც არავის განუმარტავს, რომ მისი კუთვნილი, გამოყენებული მობილური ტელეფონები, ქეისი და USB კაბელი ექვემდებარებოდა დეკლარირებას. ტელეფონები მალულად არ გადმოუტანია. ისინი ჩვეულებრივად ქონდა. აღნიშნული ადმინისტრაციული აქტები მოჩივნის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც საჩივრის განხილვის თაობაზე არც კი შეატყობინეს და მომჩივნის დასწრების გარეშე განიხილეს. ყურადღება არ გაამახვილეს ჩომჩივნის პოზიციებზე და ისე მიიღეს გადაწყვეტილება.

სადავო საკითხე საბაჟო დეპარტამენტის მიერ 23.04.2024 წლის №---------- წერილით დგინდება, 21.02.2024 წელს რეისით ---------- (№----------) ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შემდგომაც მომჩივანს ხელბარგში აღმოაჩნდა 2 ცალი მობილური ტელეფონი „----------“, 6 ცალი მობილური ტელეფონის ქეისი, 7 ცალი კაბელის შემაერთებელი სამარჯვეებით, ყუთით.

მომჩივანთან ერთად დათვალიერებულ იქნა სხვა ---------- მოქალაქე (----------, პასპ.№ ----------), რომელიც გადააადგილებდა 4 ცალ დაუდეკლარირებელ მობილურ ტელეფონს სხვადასხვა საკუთნოსთან ერთად.

გასათვალისწინებელია, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონების ცარიელი ყუთების „IMEI“ კოდების შემოწმებისას, ოთხივე მათგანი დაემთხვა მეორე ---------- მოქალაქის (----------) მობილური ტელეფონებს. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, ---------- მიმართ ასევე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

არსანიშნავია, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის და არ დაინტერესებულა მის ხელბარგში არსებული საქონელი ექვემდებარებოდა თუ არა დეკლარირებას და მან საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რის შემდეგაც მოხდა მისი შეჩერება და საბაჟო ფორმალობების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ---------- და ---------- ენებზე.

საჩივარში მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მისი მხრიდან არ განხორციელებულა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის მითითებით იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

მომჩივნის არგუმენტს სადავო აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტის მიერ 23.04.2024 წლის წერილით დგინდება, 21.02.2024 წელს ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელიც საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, საბაჟო კონტროლის ზონას ტოვებდა „მწვანე დერეფნის“ გავლით. საბაჟო ორგანოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომჩივნის კუთვნილი ხელბარგისა და ბარგის დათვალიერების თაობაზე, რის შემდგომაც მომჩივანს ხელბარგში აღმოაჩნდა 2 ცალი მობილური ტელეფონი, 6 ცალი მობილური ტელეფონის ქეისი, 7 ცალი კაბელის შემაერთებელი სამარჯვეებით, ყუთით.

მომჩივანთან ერთად დათვალიერებულ იქნა სხვა მოქალაქე, რომელიც გადააადგილებდა 4 ცალ დაუდეკლარირებელ მობილურ ტელეფონს სხვადასხვა საკუთნოსთან ერთად.

გასათვალისწინებელია, რომ მომჩივნის მობილური ტელეფონების ცარიელი ყუთების „IMEI“ კოდების შემოწმებისას, ოთხივე მათგანი დაემთხვა მეორე მობილური ტელეფონებს. საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, მეორე პირის მიმართ ასევე შედგა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

არსანიშნავია, რომ აეროპორტის კონტროლის ზონაში (მოფრენის დარბაზი) განთავსებულია მწვანე და წითელი დერეფნები, რომლებზეც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა განთავსებული ინფორმაცია მგზავრთა ვალდებულებებისა და შეღავათების შესახებ. „წითელი დერეფანი“ მოქალაქეს აფრთხილებს შემდეგი წარწერით: „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ საბაჟო ორგანოს“. ხოლო „მწვანე დერეფანი“ – „არ ექვემდებარება დეკლარირებას“. მიუხედავად აეროპორტში არსებული აღნიშვნებისა, მომჩივანს არ მოუმართავს საბაჟო ორგანოს თანამშრომლისთვის და არ დაინტერესებულა მის ხელბარგში არსებული საქონელი ექვემდებარებოდა თუ არა დეკლარირებას და მან საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონა დატოვა „მწვანე დერეფნის“ გავლით, რის შემდეგაც მოხდა მისი შეჩერება და საბაჟო ფორმალობების განხორციელება, რომელიც მიმდინარეობდა მისთვის გასაგებ ენებზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168.