ბრძანება N 16201

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.07.2026
№ დოკუმენტი 16201
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16201

15 ივლისი 2026

ბრძანება

შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

(მის.: „--------“)

2026 წლის 26 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ „--------“) 2026 წლის 26 ივნისის №103126/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №047-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი დღგ-ის ნაწილში არ ეთანხმება დაბეგვრის პერიოდს. განმარტავს, რომ საწარმოს მშენებლობა დაფინანსებული ჰქონდა სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით, რაც გულისხმობს იმას, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიის მიერ ბინების რეალიზაცია ხდებოდა ბანკის მიერ გაცემული იპოთეკური სესხის მეშვეობით, რომელიც ითვალისწინებდა გიროვნების სქემას. მაგალითად, ფიზიკური პირის მიერ 2023 წლის 6 თებერვალს აღებული იპოთეკური სესხის თანხა იმავე დღეს დაიტვირთა გირაოთი, ხოლო აღნიშნულ თანხაზე სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა მოიხსნა 2024 წლის 26 იანვარს და სწორედ მოცემული თარიღის შემდგომ მოხდა საწარმოს მიერ თანხის განკარგვა. მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ თანხა დაბეგრილია 2023 წლის თებერვალში და არა 2024 წლის იანვარში, რამაც გამოიწვია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით ზედმეტი თანხის დარიცხვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ შემოწმების მიერ სრულად არ შემცირებულა ზედმეტად გადახდილი მიწის გადასახადის თანხები. ამასთან, მიუთითებს, რომ გადაანგარიშება განხორციელდა მისი მონაწილეობის გარეშე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

3. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №9280 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1.„შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3.მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 28 აპრილის №9280 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 20 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „--------“ (ს/ნ „--------“) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 1 514 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 379 ლარით და ჯარიმა 135 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 27 მაისის №047-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ ჩასათვლელი/შესამცირებელი დღგ-ის თანხა ჯამში 371 ლარის ოდენობით.

 შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა, გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლალირებული მიწის გადასახადი. გადაანგარიშება განხორციელდა პირველი აპრილის მდგომარეობით მთლიანი ფართის მიმართ საწარმოს საკუთრებაში არსებული ფართის წილის პროპორციულად. შედეგად, შპს „--------“ შეუმცირდა მის მიერ ზედმეტად დეკლარილებული თანხა, ჯამში 1 006 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვითაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩასათვლელი თანხები, ჯამში 371 ლარის ოდენობით. ასევე, გათვალისწინებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლალირებული მიწის გადასახადი. კერძოდ, გადაანგარიშება განხორციელდა პირველი აპრილის მდგომარეობით მთლიანი ფართის მიმართ საწარმოს საკუთრებაში არსებული ფართის წილის პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------“ (ს/ნ „--------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი დღგ-ის ნაწილში არ ეთანხმება დაბეგვრის პერიოდს.

ითხოვს, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებულ იქნა, გადამხდელის მიერ ჩასათვლელი/შესამცირებელი დღგ-ის თანხა ჯამში 371 ლარის ოდენობით.შემოწმების მიერ გათვალისწინებულ იქნა, გადამხდელის მიერ ზედმეტად დეკლალირებული მიწის გადასახადი. გადაანგარიშება განხორციელდა პირველი აპრილის მდგომარეობით მთლიანი ფართის მიმართ საწარმოს საკუთრებაში არსებული ფართის წილის პროპორციულად. შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა მის მიერ ზედმეტად დეკლარილებული თანხა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).