ბრძანება N 21506
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21506
07 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-----------------ის (პ/ნ ------------------)
(ფაქტ. მის.: ----------------------------;
რეგ .მის.:-------------------------------)
2025 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №82) განიხილა -----------------ის (პ/ნ ---------------------) №--------/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის -- სექტემბრის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2025 წლის -- სექტემბერს ჩამოფრინდა ------ის აეროპორტში. გამოსვლისას შეაჩერეს და კითხეს გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, ძვირფასეულობას და თანხას. შეკითხვაზე უპასუხა, რომ ჰქონდა ვერცხლი. არ უფიქრია, რომ შეკითხვა იყო ზოგადი და მოიცავდა არა მხოლოდ მის ხელბარგს არამედ სხვა ბარგსაც, რომელსაც გადაადგილებდა. მოხდა ბარგის შემოწმება, საფულეში ჰქონდა ოქროს მონეტა, რაც მიჩნულ იქნა დამალულად. მომჩივანი მიუთითებს, რომ მონეტა არის ოჯახის საკუთრება, რომელიც ბებიამისს აჩუქა მისმა იტალიელმა მეუღლემ გარდაცვალებამდე. მონეტის ღირებულება კი მისთვის უცნობი იყო.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო დასახადელების გადახდის სანაცვლოდ გაუქმდეს ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის -- სექტემბერს ----ის საერთაშორისო აეროპორტში რეისით „------ი“ ჩამოფრინდა -----------------ე (პ/ნ ---------------------). საბაჟო კონტროლის მიზნით განხორციელებული ზეპირი გამოკითხვისას, მებაჟე-ოფიცრის კითხვაზე, გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის ძვირფასეულობას – ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, --------ემ განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს. გამოკითხვის პროცესი ასახულია ვიდეომასალაში.
რენტგენული ინსპექტირების აპარატზე ხელბარგისა და ბარგის დასკანერების შემდეგ გადაწყდა დეტალური დათვალიერების განხორციელება. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა -------ძის კუთვნილი ხელბარგის და ბარგის დათვალიერება, რის შედეგადაც ხელბარგში აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული/დამალული საქონელი – 1 ცალი ოქროს მონეტა (41.7 გრამი).
საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 2025 წლის -- სექტემბერს ჩატარებული ექსპერტიზით (დასკვნა №-----/2025) დადგინდა, რომ არადეკლარირებული საქონლის (ოქროს მონეტა – 1 ცალი) საბაჟო ღირებულება შეადგენს 11 498 ლარს.
ვინაიდან -----ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის -- სექტემბერს შედგენილ იქნა №---- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც -----------------ის (პ/ნ ---------------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11 498 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან, არადეკლარირებული ოქროს მონეტა ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმი №------) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა ----ის აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა: ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევას, რაც გამოიხატა მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანაში. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მან არასწორი ინფორმაციია მიაწოდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელთან დაკავშირებით. ამასთან, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები და საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფორმა ცხადყოფს, რომ მომჩივნისთვის ცნობილი იყო მის მიერ გადაადგილებული საქონლის დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ზეპირი გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, გადაადგილებდა თუ არა დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს, მათ შორის ძვირფასეულობას – ოქროსა და ვერცხლის ნივთებს, -----ძემ განაცხადა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს. საქმეზე არსებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ მომჩივანმა გარკვევით და გააზრებულად უპასუხა მებაჟე-ოფიცრის მიერ დასმულ ყველა კითხვას. ასევე ირკვევა, რომ განმეორებით დასმულ კითხვაზე მომჩივანმა კვლავ უპასუხა, რომ გადაადგილებდა მხოლოდ ვერცხლის ნაკეთობებს და ოქრო არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. -----------------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საბაჟო დასახადელების გადახდის სანაცვლოდ გაუქმდეს ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 11 498 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
ამასთან, არადეკლარირებული ოქროს მონეტა ჩამორთმეულ იქნა (საქონლის ჩამორთმევის ოქმით) სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით და განთავსდა აეროპორტის საბაჟო კონტროლის ზონაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(1);