ბრძანება N 11047
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11047
19 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 8 მაისის სხდომაზე (ოქმი №38) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 28 აპრილის №102025/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 6 აპრილის №005-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მ.შ. ჯარიმას. აცხადებს, რომ ყველა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რაც დაფიქსირებულია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, უძრავი ქონების ღირებულება მოიცავს დღგ-საც. მიაჩნია, რომ კომპანიას 2023-2026 წლებში დღგ-ის კუთხით უნდა ერიცხებოდეს 42 587 ლარი. საჩივარში 3 ბინასთან დაკავშირებით (ს/კ -------), (ს/კ -------), (ს/კ -------) წარმოდგენილი აქვს არგუმენტაცია, რომლითაც მიაჩნია, რომ ზედმეტად ერიცხება დღგ და ითხოვს აღნიშნულის კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაგონივრული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, მ.შ. ჯარიმას. აცხადებს, რომ 2025 წლის დეკემბრის თვეში „არაგონივრული სალაროს ნაშთი“ შეადგენდა 177 794 ლარს. განმარტავს, რომ არსებული ნაშთი 177 794 ლარი 2023 და 2024 წლების განმავლობაში გაცემული იქნა მოკლევადიანი სესხის სახით. შედეგად, საშემოსავლო გადასახადი დაერიცხება 31 375 ლარი, ნაცვლად შემოწმებით დარიცხული 44 448 ლარისა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 5 თებერვლის №2352 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 23 თებერვლიდან 2026 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 31 მარტს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 6 აპრილის №7860 ბრძანება და ამავე თარიღის №005-67 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 228 415 ლარი, მათ შორის გადასახადი 128 955 ლარი, ჯარიმა 65 703 ლარი და საურავი 33 757 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
● შპს ,,-------“ (ს/ნ -------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 23 თებერვალს და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია ამავე თარიღიდან. კომპანიის 100% წილის მფლობელია შპს ,,-------“ (ს/ნ -------). დამფუძნებელი კომპანიის მიერ 2023 წლის 6 მარტის და 2023 წლის 26 სექტემბრის დამფუძნებელ-პარტნიორის გადაწყვეტილებების მიხედვით შპს „-------“-ის კაპიტალში შეტანილი იყო უძრავი ქონება. კერძოდ, -------, ------- მდებარე 9 საცხოვრებელი ბინა, საკადასტრო კოდებით: -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, -------, ------- და ავტოსადგომი საკადასტრო კოდით: -------, რომელიც შემდგომ გაიყო 5 ავტოსადგომად საკადასტრო კოდებით: -------, -------, -------, -------, -------. აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება დამფუძნებელ-პარტნიორის გადაწყვეტილებებით შეფასდა 1 376 029 ლარად. შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,-------“-ს მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული იყო 9 ბინა და 1 ავტოსადგომი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,-------“-ს სრულად არ ჰქონდა დღგ-ით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლებით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
● შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი. მიღებული შემოსავლით შემცირდა შპს ,,-------“ (ს/ნ -------) მიერ შპს ,,-------“-ში შეტანილი კაპიტალი სრულად, დარჩენილმა კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი 1 376 029 ლარი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის დეკემბრის თვეში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 8 მაისს 13:20 საათზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადასახადის გადამხდელს მოკლე ტექსტური შეტყობინებით ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე - ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს ,,-------“-ს მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული იყო 9 ბინა და 1 ავტოსადგომი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,-------“-ს სრულად არ ჰქონდა დღგ-ით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, რომლითაც განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ დღგ-ის ჩათვლით თანხა იქნა დაბეგრილი ვერ იქნება გათვალისწინებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:
● ს/კ ------- რეალიზებულია 2023 წლის 6 დეკემბერს. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის დეკემბრის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 144 957 ლარი (დღგ-ს გარეშე თანხა).
● ს/კ ------- რეალიზებულია 2023 წლის 5 ივნისს 141 616 ლარად. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის ივნისის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 120 014 ლარი (დღგ-ის გარეშე თანხა).
● ს/კ ------------------------ რეალიზებულია 2023 წლის 3 ნოემბერს 149 000 ლარად. შემოწმებით ოპერაცია დაიბეგრა 2023 წლის ნოემბრის თვეში, დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 126 271 ლარი (დღგ-ის გარეშე თანხა).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-------“-ს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა 1 567 704 ლარი. მიღებული შემოსავლით შემცირდა შპს ,,-------“ მიერ შპს ,,-------“-ში შეტანილი კაპიტალი სრულად, დარჩენილმა კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი 1 376 029 ლარი და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2025 წლის დეკემბრის თვეში არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. არაგონივრული სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ ფიზიკურ პირებზე რეალიზებული იყო 9 ბინა და 1 ავტოსადგომი. შემოწმებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სრულად არ ჰქონდა დღგ-ით დაბეგრილი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სსიპ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს ქონების რეალიზაციით მიღებული ჰქონდა შემოსავლი, რითაც შემცირდა მომჩივანის კაპიტალი სრულად, დარჩენილმა კაპიტალის ნაშთმა შეადგინა 0 ლარი. მეთოდური მითითების შესაბამისად, შემოწმების მიერ განხორციელდა სალაროს მოძრაობის შესწავლა/ანალიზი. საწარმოს საკასო შემოსავალს გამოაკლდა კაპიტალში შეტანილი თანხა და დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არაგონივრული სალაროს ნაშთი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159; 163; 164;