ბრძანება N 15272

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 29.06.2023
№ დოკუმენტი 15272
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15272

29.06.2023

"------" (პ/ნ "------")

(მის: "------")

2023 წლის 26 ივნისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა "------"- ის (პ/ნ "------") №108348/21-11 საჩივრის დასაშვებობის საითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14485 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი იყო 2022 წლის 3 ნოემბერს (რეგ. №"------").

აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №107) რაზეც გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №29209 ბრძანება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილვას თუ, არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში