ბრძანება N 18670

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 20.08.2025
№ დოკუმენტი 18670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 18670

20 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------)

(ფაქტ. მის.: ---------------------------------;

იურ. მის.: ----------------------------------)

2025 წლის 25 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) 2025 წლის 25 ივლისის №97089/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-158 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 3 023 ლარით შემცირებას და განმარტავს, რომ შემოწმებას უნდა შეემცირებინა 12 273 ლარი.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას და განმარტავს, რომ ვინაიდან შენობის კაპიტალური რემონტი არ წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას არ არსებობს დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის საფუძვლებიც. ამასთან, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის №ბს-110(2კ-23) განჩინებაზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოს განჩინებიდან გამომდინარე კლინიკის შემოსავალი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში აღარ აჭარბებს 100 000 ლარს, დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციაც უნდა გაუქმდეს.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის №34651 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 29 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 30 დეკემბრის №38966 ბრძანება და ამავე თარიღის №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 249 228 ლარი, მათ შორის, გადასახადი 97 440 ლარი, ჯარიმა 106 144 ლარი და საურავი 45 644 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, კერძოდ:

„აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს შეფარდებული სანქციების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებთან შესაბამისობის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების კორექტირება.“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2021 წლის 29 ივლისს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 394 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 19 აგვისტოს №007-364 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ასევე, შპს „---------------მა“ (ს/ნ -----------------) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №007-489 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 17 მაისის №14350/2/17 გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 10 მარტის №6339 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 დეკემბრის №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად ძირითადი თანხის დარიცხვისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „-------------------სა“ და ინდ. მეწარმე ------------ს შორის დადებული 2011 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების №1-ის საფუძველზე შედგენილი დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიღების თაობაზე 2012 წლის 28 იანვრის აქტში აღწერილი სარეკონსტრუქციო (მიშენება-დაშენება/რესტავრაცია) სამუშაოების აღწერილობა ადასტურებს, რომ შპს „-----------------ის“ მიერ განხორციელდა საკუთარი წარმოების შენობანაგებობის, არსებული ძირითადი საშუალების იმგვარი მოდიფიკაცია, რომელიც იძლევა კლინიკის მომსახურების (მწარმოებლურობის) ამაღლების შესაძლებლობას. შესაბამისად, შპს „----------------ის“ მიერ 2012 წლის იანვრისათვის გახორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია,ამდენად, საწარმო ვალდებული იყო ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის დარეგისტრირებულიყო დღგ-ს გადამხდელად და ოპერაცია დაებეგრა.

სასამართლოს მოსაზრებით, რეზიდენტურის პროგრამის აკრედიტაციის აუცილებლობას განაპირობებს ის გარემოება, რომ პროგრამის ყველა მიმწოდებელმა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სტანდარტითა და ხარისხით უზრუნველყოს შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ როგორც სამედიცინო დაწესებულება, ისე უმაღლესი სამედიცინო განათლების პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება, რეზიდენტურის პროგრამას ახორციელებენ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი კრიტერიუმებით და სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი და იგივე პროგრამის განმახორციელებელი სუბიქტები დაუშვებელია დიფერენცირებულ იქნენ სხვადასხვა სტატუსის მქონე პირებად, მხოლოდ იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სამედიცინო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პროფილი საგანმანათლებლო საქმიანობა არ არის, ან/და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ავტორიზაცია გავლილი არ აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „---------------ის“ მიერ რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, განიხილება საგანმანათლებლო საქმიანობად და ამ ნაწილში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდის ვალდებულებისაგან.“

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის №3ბ/243-22 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის №ბს-1106(2კ-23) განჩინებებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის №3/4543-19 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის №3/4543-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 3 ივლისს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2016 წლის 29 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები, სულ 69 296 ლარი, მათ შორის გადასახადი 44 182 ლარი, ჯარიმა 25 114 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №007-158 საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე შემცირებას დაექვემდებარა რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად დარიცხული დღგის თანხები სულ 69 296 ლარის ოდენობით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 44 182 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა სულ 22 091 ლარის ოდენობით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა 3 023 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით არასწორადაა შემცირებული კლინიკისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე კლინიკას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმის თანხა 3 023 ლარის ნაცვლად უნდა შემცირებოდა 12 273 ლარით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ უზუსტობას და განმარტავს, რომ საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების საკითხი არ ყოფილა სადავო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვის არცერთ ეტაპზე. ამასთან, აღნიშნული საკითხი გადასახადის გადამხდელს არც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაუსაჩივრებია და შესაბამისად თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 5 ივლისის №3/4543- 19 გადაწყვეტილებით არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად შემოსავლების სამსახურისთვის. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---------------ის“ (ს/ნ -----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის 3 023 ლარით შემცირებას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებას.

3.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №34651 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №38966 ბრძანება და №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 249 228 ლარი, მათ შორის, გადასახადი 97 440 ლარი, ჯარიმა 106 144 ლარი და საურავი 45 644 ლარი.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №6339 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის №14350/2/17 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დარიცხული სანქციების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 394 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №007-364 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ასევე, მომჩივანმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №007-489 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის №6339 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №14350/2/17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, საჩივრის არ დაკმაყოფილების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს №14350/2/17 გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს №6339 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №007-489 საგადასახადო მოთხოვნა, რეზიდენტურის პროგრამიდან მიღებული შემოსავლის დღგ-ით დაბეგვრის შედეგად ძირითადი თანხის დარიცხვისა და შესაბამისი სანქციების დაკისრების ნაწილში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებაში მითითებულია რომ, მომჩივანსა და ინდ. მეწარმეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი დასრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მიღების თაობაზე 2012 წლის 28 იანვრის აქტში აღწერილი სარეკონსტრუქციო (მიშენება-დაშენება/რესტავრაცია) სამუშაოების აღწერილობა ადასტურებს, რომ მომჩივანის მიერ განხორციელდა საკუთარი წარმოების შენობანაგებობის, არსებული ძირითადი საშუალების იმგვარი მოდიფიკაცია, რომელიც იძლევა კლინიკის მომსახურების (მწარმოებლურობის) ამაღლების შესაძლებლობას. შესაბამისად, მომჩივანის მიერ 2012 წლის იანვრისათვის გახორციელებულია დღგ-ით დასაბეგრი ოპერაცია,ამდენად, საწარმო ვალდებული იყო ოპერაციის განხორციელების მომენტისათვის დარეგისტრირებულიყო დღგ-ს გადამხდელად და ოპერაცია დაებეგრა.

ასევე,სასამართლო მიიჩნევს, რომ მომჩივანის მიერ რეზიდენტურის საგანმანათლებლო პროგრამის მიწოდება, რომელიც განხორციელებულია სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში, განიხილება საგანმანათლებლო საქმიანობად და ამ ნაწილში საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდის ვალდებულებისაგან.თბილისის სააპელაციო სასამართლოს №3ბ/243-22 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს №ბს-1106(2კ-23) განჩინებებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/4543-19 გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს №3/4543-19 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა 2016 წლის 29 დეკემბერის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები, სულ 69 296 ლარი, მათ შორის გადასახადი 44 182 ლარი, ჯარიმა 25 114 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №007-158 საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლებს სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოს ტექნიკური უზუსტობის გასწორება.

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ამასთან,მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აღნიშნულ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 282;