გადაწყვეტილება №23053/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 23053/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23053/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 13.05.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23053/2/2024).

 

დავის საგანი:

სეს ესნ კოდის განსაზღვრის სისწორე;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №EL200758 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №21-10/39810 გადაწყვეტილება;

3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება;

5. საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

6. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება;

7. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანება;

8. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8474 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 2 884 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №EL200758 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა დეკლარაციაში მიუთითა არასწორი სეს ესნ კოდი, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი დაჯარიმდა 393 ლარით.

აღნიშნული ოქმი 2023 წლის 20 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 20.03.2023 წლის №5373 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) კოდის განსაზღვრის მიზნით, მომჩივანს მიეცა წინადადება, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

- დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;

- საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 20.03.2023 წლის №5373 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 16 მაისის №21-10/39810 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით საბაჟო დეპარტამენტმა არ გაიზიარა მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №EL200758 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 2023 წლის 16 მაისის №21-10/39810 გადაწყვეტილება 2023 წლის 14 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანებით, ოქმის ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი.

გადასახადის გადამხდელმა 2023 წლის 13 ოქტომბერს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის განახლება ახლად გამოვლენილი გარემოების გათვალისწინებით. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანება და 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება 27.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.02.2024 წლის №21430/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:

- მომჩივანს მიეცა წინადადება, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (UV ჰაერის გამწმენდი-რეცირკულატორი (UVR-MI, UV-air flow Cleaner-recirculator Biosan white, 230vac 50Hz Euro plug. კატალოგის ნომერი BS040110-AAA)) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ;

- წინა პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;

- დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად, 2023 წლის 3 აგვისტოს ---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ში არასწორი სასაქონლო კოდის შეტანის გამო, რამაც გამოიწვია გადასახდელების შემცირება, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა 2 491 ლარით.

საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი და 2023 წლის 3 აგვისტოს ---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებული მონაცემის (სეს ესნ) მართლზომიერების საკითხი 2023 წლის 24 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 14.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 16.02.2024 წლის №21589/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2024 წლის 15 აპრილის №8474 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი:

- მომჩივანს მიეცა წინადადება, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა

- 4-ით დეკლარირებული საქონლის (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომის და პრინტერის) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ;

- წინა პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;

- დაევალა საბაჟო დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანება, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება, 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება, 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანება და 2024 წლის 15 აპრილის №8474 ბრძანება 13.05.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, საბაჟო კოდექსის 35- ე მუხლზე და შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლზე.

დადგენილია, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – 9018 90 840 00, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომს განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო პრინტერს – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 97-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა - 4-ით დეკლარირებული საქონლის (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომის და პრინტერის) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი თავის მხრივ დაევალოს, მომჩივნის მიერ ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში ცალსახად აღინიშნა, რომ „მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს კომპეტენტური (აკრედიტირებული) პირის დასკვნა ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება“.

თუმცა, შემოსავლების სამსახურმა დაავალა, რომ ბრძანების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადავო საქონელზე სასაქონლო კოდის მინიჭების შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა აღემატება მომჩივნის შესაძლებლობას, რადგან:

1. არ იცის როგორ დაუკავშირდეს ლატვიისა და ავსტრიის საბაჟო დეპარტამენტებს;

2. არ იცის რას გულისხმობს მოცემული დოკუმენტი;

3. მომჩივანს ჰქონდა მოლოდინი, რომ შემოსავლების სამსახური მიუთითებდა აკრედიტებულ საექსპორტო დაწესებულებას, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს სასაქონლო კოდი.

ფაქტია, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილი აქვს დავის განხილვის ფარგლებში იქაური საბაჟო დეპარტამენტის მიერ გაცემული ექსპორტის დეკლარაციები, რაც შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა.

ასევე, ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დარღვევას (გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებას), რადგან საგადასახადო ორგანო აკისრებს იმგვარი დოკუმენტის წარდგენას, რაც მომჩივნის ძალებს აღემატება.

გადასახადის გადამხდელი ითხოვს სრულად გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8474 ბრძანების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს და შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანების, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანების, 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანების და 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის თანახმად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

შესაბამის პერიოდში მოქმედი „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით და, თუ ამ ტექსტებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ამავე პუნქტის ქვეპუნქტებით დადგენილი დებულებების შესაბამისად.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის – შპს „----------“ მიერ გადასახადის გადამხდელის კუთვნილი, №---------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (ლაბორატორიული რეაგენტი – 2 ერთეული; ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად – 2 ერთეული) №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – 9018 90 840 00, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს №---------- დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომს განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო პრინტერს – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია №---------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ). ვინაიდან კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, საწარმოს საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2491.76 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა 2023 წლის 25 ოქტომბრის №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს და 2023 წლის 3 აგვისტოს №---------- საბაჟო დეკლარაციაში (ფორმა-4) მითითებულ სეს ესნ კოდს და შემოსავლების სამსახურში წარადგინა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს კონკრეტული კომპეტენტური (აკრედიტირებული) პირის დასკვნა ან სხვა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნა ამავე სამსახურს.

შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- მომჩივანს მისცა წინადადება, საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს ექსპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება №---------- საბაჟო დეკლარაცია ფორმა

- 4-ით დეკლარირებული საქონლის (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომის და პრინტერის) სეს ესნ კოდის მინიჭების შესახებ; - წინა პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაავალა საბაჟო დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის კლასიფიცირება მოახდინოს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში;

- დაავალა საბაჟო დეპარტამენტს, წინა პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებული დოკუმენტაციის წარდგენა აღემატება მომჩივნის შესაძლებლობას.

საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში მითითებული მტკიცებულებები, საგადასახადო ორგანომ თავად გამოითხოვა სათანადო დოკუმენტაცია შესაბამისი ორგანოებიდან და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადავო საკითხის დამატებით შესწავლა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 15 აპრილის №8474 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

ამასთან, მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანების გაუქმებას.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება და მომჩივანიც ადასტურებს წარმოდგენილ საჩივარში, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 11.04.2024 წელს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 1.05.2024 წელი, ხოლო საჩივარი სადავო აქტის გაუქმების მოთხოვნით დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 13.05.2024 წელს. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 20 დღიანი ვადა.

ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია, რაც შეიძლება გამხდარიყო დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისთვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანების, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანების და 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანების გაუქმებას.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანება და 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება 27.11.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.02.2024 წლის №21430/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება 14.12.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 16.02.2024 წლის №21589/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით).

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანება, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანება და 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანება 13.05.2024 წელს კვლავ გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საბჭომ მიიჩნია, რომ სახეზეა, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანების, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანების და 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს №18913 ბრძანების, 2023 წლის 27 ნოემბრის №28976 ბრძანების, 2023 წლის 13 დეკემბრის №31309 ბრძანების და 2024 წლის 11 აპრილის №8193 ბრძანების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სეს ესნ კოდის განსაზღვრის სისწორე;

 

ფაქტობრივი გარემოებები

2023 წლის 3 აგვისტოს საფოსტო გადამზიდავის – შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ გადასახადის გადამხდელის კუთვნილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი (ლაბორატორიული რეაგენტი – 2 ერთეული; ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად – 2 ერთეული) საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დადეკლარირდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში. აღნიშნულ დეკლარაციას გადასახადების ადმინისტრირების სისტემა „Oracle“-ის მიერ განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება, რის შემდეგაც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეკლარირებულ საქონელს (ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომი პრინტერთან ერთად) არასწორად ჰქონდა განსაზღვრული სეს ესნ კოდი – 9018 90 840 00, რის გამოც დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“ და სასაქონლო კოდის სისწორის შემოწმების მიზნით დაინიშნა ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 4 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდში, კერძოდ: ერითროციტების დალექვის სიჩქარის მზომს განესაზღვრა სეს ესნ კოდი 9027 50 000 00, ხოლო პრინტერს – სეს ესნ კოდი 8443 32 100 00. საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, „9018“ სასაქონლო პოზიციაში შემავალი საქონელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, ხოლო „8443“ და „9027“ სასაქონლო პოზიციებში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. აღნიშნულმა კი გამოიწვია საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1245.88 ლარით (დღგ). ვინაიდან კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის (სეს ესნ კოდი) არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1245.88 ლარით შემცირებას, ამასთან ერთად, საწარმოს საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის შემცირებისთვის დაჯარიმებულია 2023 წლის 20 თებერვალს (საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი №EL200758), საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 ოქტომბერს შედგა №EL228616 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 2491.76 ლარის (შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1,2).