გადაწყვეტილება №21484/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21484/2/2023
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ----------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21484/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №11049 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №038-18 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26767 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 84 313 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 41 133
დღგ - 39 995
მოგების გადასახადი - 612
საშემოსავლო გადასახადი - 526
ჯარიმა - 28 183
საურავი - 14 997
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა სამშენებლო-სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. გადამხდელი მონაწილეობს ტენდერებში და ასევე არის სხვადასხვა იურიდიული პირების ქვეკონტრაქტორი.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონის მოთხოვნების შესაბამისად. შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება გაცემული ფულადი სახსრების წყაროსთან დაბეგვრა. შემოწმებით, გაანალიზდა სალაროში ნაღდი ფულის მოძრაობა, ასევე გადამხდელის მიერ წარდგენილი სალაროს და დებიტორ-კრედიტორების საწყისი და საბოლოო ნაშთები. შესწავლის შედეგად, გადამხდელის მიერ მიღებული ფულის დანაკლისი (სხვაობა შემოწმებით დადგენილ მონაცემსა და გადამხდელის მოწოდებულ ნაშთს შორის) განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ასევე დაექვემდებარა ინდივიდუალურ მეწარმედ არარეგისტრირებული პირების მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება. საწარმოს დაერიცხა კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხა (ადგილობრივი ჩასათვლელი დღგ) ჯამურად 296 927 ლარი. გადამხდელს 2021 წლის მარტსა და ივლისის თვეების დღგ-ის დეკლარაციებში არასწორად აქვს დეკლარირებული გადასახდელი და ბრუნვის კორექტირების დღგ. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელმა თანხამ შეადგინა 259 995 ლარი. შედეგად, შემცირდა ჩასათვლელი თანხა.
3. შემოწმების პროცესში, გადამხდელის საქმიანობიდან გამომდინარე, შესწავლილ იქნა გადამხდელის სატენდერო დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შემოწმებით დღგ-ით დასაბეგრმა ბრუნვამ 2019, 2020 და 2021 წლების მიხედვით შეადგინა შესაბამისად, 416 955 ლარი, 982 760 ლარი 678 726 ლარი. სხვაობამ შეადგინა ჯამურად 50 580 ლარი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
4. შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და საბანკო ამონაწერები. 2020-2021 წლებში საბანკო ამონაწერის მიხედვით, გადამხდელს დაუფიქსირდა გადარიცხული თანხები ჯამურად 23 409 ლარი, რაზეც არ წარადგინა შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საგადასახადო კოდექსის 97-ე და 982 მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2022 წლის №9228 ბრძანება და №038-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში,აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 22.12.2022 წლის №18058/2/2022 გადაწყვეტილებით:
1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანება;
3. პირველი და მე-4 დავის საგნების ნაწილში:
ა) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დამატებითი მტკიცებულებები;
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 22.12.2022 წლის №18058/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 12.09.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 28 080 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 18 720 ლარით, ხოლო ჯარიმა 9 360 ლარით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2023 წლის №22546 ბრძანება და №038- 17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის 4.10.2022 წლის №25274 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 2 270 ლარით, მათ შორის გადასახადი - 2 252 ლარი, ჯარიმა - 18 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №3317 ბრძანება და №038-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ქ. -----სის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19872/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 12 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 6 187 ლარით, მათ შორის გადასახადი - 4 125 ლარი, ჯარიმა - 2 062 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 14 სექტემბრის №22636 ბრძანება და №038-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.10.2023 წლის №26767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა დარიცხული თანხები. კერძოდ, შემცირდა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 22 919 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. ა) შემოწმებისათვის წარდგენილია საწყისი კრედიტორული დავალიანების ნაშთის შესახებ ინფორმაცია (01.01.2019 წ.), მაგრამ წარდგენილი არაა დამფუძნებლის მიმართ არსებული ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა 2018 წელს კრედიტორებისათვის გადახდილი თანხისაგან, კერძოდ: 2018 წელს სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფ-ების ღირებულებაა 19164.07 ლარი, 2018 წლის ბოლოს კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 16637.64 ლარს, შესაბამისად დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება შეადგენს 2526.43 (19164.07-16637.64) ლარს. აღნიშნული თანხით უნდა შემცირდეს ხელფასის სახით განაცემები. ბ) საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ „შესამოწმებელ პერიოდში, არ უფიქსირდება გაცემული ფულადი სახსრების წყაროსთან დაბეგვრა“. სამუშაოებს ასრულებს ქვეკონტრაქტორების მეშვეობით, რომელთა ნაწილიც არის ინდივიდუალური მეწარმე (მათ შორის მცირე მეწარმეები). აუდიტის დეპარტამენტს წარუდგენს შესაბამის დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს, რის გამოც ვითხოვთ დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესაბამისად შემცირდეს ხელფასის სახით განაცემები. გ) მის მიერ შესწავლილია შემმოწმებლის მიერ შედგენილი სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილი, რომლის შემდეგაც მივიღეთ განსხვავებული მონაცემები. გთხოვთ აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს ჩვენი მონაწილეობით დამატებით იქნეს შესწავლილი სალაროს ნაშთის გაანგარიშების ცხრილი და განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
2. ა) 2021 წლის მარტისა და ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაციებში კორექტირების გრაფა შევსებულია, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები კორექტირებული არაა. გამოსაწერია ბრუნვის შესამცირებელი კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლის შემდეგაც დაკორექტირდება შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა გადამხდელის მონაწილეობით და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ბ) შესამოწმებელ პერიოდში სმფ-ები შეძენილია დღგის გადამხდელი პირებისაგან, რომელთაც გამოწერილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, მაგრამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ გამოუწერიათ შესაბამის პერიოდ ებში. საგადასახადო შემოწმების შემდეგ აღნიშნულ პირებს გავუგზავნეთ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის მოთხოვნა, რის შემდეგაც გამოგვიწერეს შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის დამატებით შესწავლა, დღგ-ის ჩათვლა და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის საკითხი შემოწმების მიერ არ არის სრულყოფილად შესწავლილი. მისი გაანგარიშებით მიღებული შედეგი განსხვავდება შემოწმების მიერ შედგენილი გაანგარიშებისაგან. კონკრეტულად ორჯერაა დაბეგრილი შპს ------საგან (ს.კ ------) მიღებული თანხა 2020 წლის იანვრისა და თებერვლის თვეში. 2019 წლის მაისსა და ივნისში დაბეგრილია შემოსავალი, რომელიც უკან არის დაბრუნებული. ასევე გვაქვს გარკვეული კითხვები დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასა და ავანსების განაშთვასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად დამატებით გაიაროს (შეისწავლოს გაანგარიშების დოკუმენტური და ტექნიკური/ციფრობრივი ნაწილი) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების საკითხი, რის შედეგადაც განხორციელდება დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
4. უდოკუმენტო ხარჯად დაბეგრილია კომპანიის ბანკის ანგარიშიდან გადარიცხული/ბარათით გადახდილი თანხები შპს-ებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებზე. აღნიშნული საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში იდენტიფიცირდება ბარათით გადახდილი თანხები ზედნადებთან, ასევე ყველა გადახდა უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას. მომსახურების გამწევი ფიზიკური პირები რეგისტრირებულები არიან ინდივიდუალურ მეწარმეებად, აუდიტის დეპარტამენტს წარვუდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას/მტკიცებულებებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებელთან ერთად დამატებით გაიაროს უდოკუმენტო ხარჯების (შევისწავლოთ გაანგარიშების დოკუმენტური და ტექნიკური/ციფრობრივი ნაწილი) გაანგარიშების საკითხი, რის შედეგადაც განხორციელდება დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
5. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს, გათავისუფლდეს სადავო საკითხების გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი სანქციისაგან (ჯარიმა და საურავი).
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 4 ოქტომბრის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ქ. -------ის მერიასთან 2018 წლის 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 13.07.2023 წლის №19872/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული 2023 წლის 12 სექტემბრის დასკვნის გადაანგარიშების ეტაპზე შემცირდა 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 22 919 ლარით. დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 6 187 ლარით, მათ შორის გადასახადი - 4 125 ლარით, ჯარიმა - 2 062 ლარით.
მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს, რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის ბრძანების 18.05.2023 წლის №11049 ბრძანების) აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, მომჩივნის მიერ საჩივარში დასახელებულ სადავო საკითხებზე არსებობს საბჭოს 22.12.2022 წლის №18058/2/2022 გადაწყვეტილება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 18.05.2023 წლის №11049 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №11049 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში.შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9228 ბრძანება და №038-10 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №25274 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.შემოსავლების სამსახურის №25274 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს №18058/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 28 080 ლარის ოდენობით. მომჩივანს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №22546 ბრძანება და №038- 17 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შ მათ შორის გადასახადი - 2 252 ლარი, ჯარიმა - 18 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №3317 ბრძანება და №038-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №11049 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის №25274 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიის მიერ, 2018 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებული თანხის 2019 წლის იანვრის თვეში დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №11049 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს №19872/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის №11049 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ - 6 187 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა №22636 ბრძანება და №038-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №26767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);