გადაწყვტილება №25043/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 21.05.2025
№ დოკუმენტი 25043/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25043/2/2025

21 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ის“ 9.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №------/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21249 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №074-21 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4070 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 106 800,32 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 60 967

დღგ - 1 628

საშემოსავლო გადასახადი - 59 339

ჯარიმა - 29 590

საურავი - 16 243,32

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზების და ავტობანების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 16.09.2020 წელს, ამავე თარიღიდან რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 28.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, შემოწმების მიმდინარეობისას კომპანია აღარ საქმიანობდა და არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მიერ სააღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი იყო ნაწილობრივ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაზე (საბანკო ამონაწერები, მიღება/ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები), შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა ხელფასის სახით გაცემული და ასევე, ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ოდენობა, რაც საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შედარდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, რის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

2. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი იყო თანხები, რომლებზეც არ იქნა წარდგენილი აღნიშნული თანხების დანიშნულების და მიზნობრიობის დამადასტურებელი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები ჩაითვალა ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

3. შემოწმების პროცესში ჩატარდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზი, რა დროსაც გათვალისწინებულ იქნა საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული და ბიუჯეტში გადახდილი თანხების ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 11 აპრილის №8081 ბრძანების საფუძველზე საწარმოში (ქ. ---ი, ----ის ქ. №--), 2024 წლის 12 აპრილს ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგები (საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის არსებობა არ გამოვლინდა). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს თავისუფლად განკარგვადი თანხა, რაც განხილულ იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე 2024 წლის 8 ივლისს გამოიცა №16136 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №074-16 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდებოდა, რომ მომსახურება გაწეული იყო ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეემცირებინა.

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებულ თანხებთან დაკავშირებით);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21249 ბრძანების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „--------“ შორის 2022 წლის 15 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელი აწარმოებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ------ საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პროექტის ღირებულება იყო 2 024 131 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობად წარდგენილი იყო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული დაწესებულების მიერ - სს სადაზღვევო კომპანია „------“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 101 207 ლარზე. თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულების გარანტიის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ორი ფიზიკური პირის მიერ, -----ა და ----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, შეფასებითი ღირებულებით ჯამში 187 848 ლარი. აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა შპს „------ა“ და სს სადაზღვევო კომპანია „---------“ შორის 2022 წლის 3 აგვისტოს დადებული №-----/22 მომსახურების გენერალური ხელშეკრულებითა და 2022 წლის 8 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემმოწმებელთათვის წარდგენილი ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებებით, ზემოთ აღნიშნული, იპოთეკით დატვირთული ქონებები 2023 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, გასხვისებულ იქნა იძულებითი აღსრულების წესით გამართულ აუქციონზე. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილ იქნა ფიზიკური პირების განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული მათი კუთვნილი ქონების ღირებულებით - ჯამში 187 848 ლარი, შპს „-------ა“ დაუბრუნა 2023 წლის დეკემბრის თვეში. კერძოდ: განცხადებების მიხედვით 2023 წლის 20 დეკემბერს --------ს დაუბრუნა 68 710 ლარი, ხოლო 2023 წლის 29 დეკემბერს -------ს დაუბრუნა 119 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული, თავისუფალი განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესახებ არსებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული ფიზიკური პირების მივლინების შესახებ ბრძანებები. შემოწმებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში მივლინების ხარჯად დაკვალიფიცირდა ბანკით გადახდილი თანხები 3 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე 27.12.2024 წელს გამოიცა №27520 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №074-21 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 სექტემბრის №21249 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის. ამასთან მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო - სარემონტო სარეაბილიტაციო მომსახურების გაწევა, აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში კომპანიას პერიოდულად მომსახურებას უწევდნენ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული პირები (რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით), თუმცა აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული და ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები ჩაითვალა გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის ზრდა.

ამასთან კომპანიას სამშენებლო ობიექტებზე პერიოდულად მივლინებული ჰყავდა თანამშრომლები, რომლებზეც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებშიც გაწეულია ხარჯები (მივლინების ხარჯი, ბინის ქირა და აშ. თანხის გაცემა ხდებოდა როგორც საბანკო გზით ასევე კომპანიის სალაროდან), თუმცა აღნიშნული გარემოება საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშებისას სრულად არ იქნა გათვალისწინებული.

ასევე ვინაიდან მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში არის შემთხვევები, როდესაც ტენდერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხების კორექტირება ხორციელდება რიგი მიზეზებიდან (ჯარიმა, ხარვეზები შესრულების პერიოდში და აშ.) გამომდინარე, შესაბამისად ტენდერით აღებული ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები არ არის თანხვედრაში კომპანიის საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხულ თანხებთან. (რაც დასტურდება ტენდერებში ასახული ინფო/დოკუმენტაციით).

ფულის მოძრაობის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია მხოლოდ საგადასახადო ანგარიშ ფაქტურებში რიცხული თანხები. ამასთან დგინდება გარკვეული ხარჯები რომელიც გაწეულია ეკონომიკურ საქმიანობის ფარგლებში, მათ შორის ნოტარიუსის ხარჯი (რაც დასტურდება ნოტარიუსის დამოწმებულ აქტებშიც), ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს:

მითითებული ფაქტებისა და არგუმენტების გათვალისწინებას და გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან გაანგარიშების ცხრილების დეტალური გავლას;

მიღებული შედეგების გათვალისწინებით გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხებისა და შესაბამისი სანქციების კორექტირება/შემცირებას.

ზემოაღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინების შემდგომ კი - სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენებას/ხელფასად განხილული თანხების სესხად დაკვალიფიცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილი 26.01.2025 წლის საჩივრით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავდა, რომ ფიზიკური პირებისთვის გადახდილი თანხა წარმოადგენდა საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებულ ზიანს. აღნიშნავდა, რომ საწარმოს სადაზღვევო კომპანია „-------ს“ წინაშე ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფად კომპანიას თავდებში ჩაუდგნენ ფიზიკური პირები: -----ა და -------ა, რომელთაც იპოთეკით დატვირთეს თავიანთი უძრავი ქონებები. ვინაიდან საწარმომ ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები, სადაზღვევო კომპანია „-------ა“ ზემოაღნიშნულ ფიზიკურ პირებს ჩამოართვა ქონებები, ხოლო თავის მხრივ შპს „------ა“ ფიზიკურ პირებს აუნაზღაურა ზიანი. მომჩივანი ითხოვდა აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებას და დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

2. მომჩივანი არ ეთანხმებოდა ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხების ხელფასად განხილვას და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. განმარტავდა, რომ კომპანიას პერიოდულად მომსახურებას უწევდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული პირები, რაც დასტურდებოდა მიღებაჩაბარების აქტებითაც.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმებოდა, საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავდა, რომ კომპანიას სამშენებლო ობიექტებზე პერიოდულად მივლინებული ჰყავდა თანამშრომლები, რომლებზეც ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული იყო ხარჯები, რომელთა ანაზღაურება ხდებოდა, როგორც საბანკო ანგარიშიდან, ასევე, საწარმოს სალაროდან, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ხარჯი არ იყო გათვალისწინებული საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობაში. ამასთან, მომჩივანი მიუთითებდა, რომ სახელმწიფო ტენდერებში იყო შემთხვევები, როდესაც სატენდერო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები კორექტირდებოდა რიგი მიზეზებიდან გამომდინარე (ჯარიმა, ხარვეზები სახელმწიფო ტენდერების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პერიოდში და სხვა). შესაბამისად, სახელმწიფო ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას გამოწერილი და შემოწმების მიერ ფულის გაანგარიშებაში გათვალისწინებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ასახული თანხები არ იყო თანხვედრაში საწარმოს საბანკო ანგარიშზე რეალურად ჩარიცხულ თანხებთან. გადასახადის გადამხდელი ითხოვდა ხელფასად განხილული თანხების სესხად კვალიფიკაციას.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და თუ დადასტურდებოდა, რომ მომსახურება გაწეული იყო ინდივიდუალური მეწარმეების მიერ ან/და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შეემცირებინა.

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის ოდენობის განსაზღვრის მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში მიღებულ თანხებთან დაკავშირებით);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21249 ბრძანების აღსრულების მიზნით შედგა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის თანახმადაც:

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „-------ს“ შორის 2022 წლის 15 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელი აწარმოებდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის-------- საავტომობილო გზის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და პროექტის ღირებულება იყო 2 024 131 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობად წარდგენილი იყო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ლიცენზირებული დაწესებულების მიერ - სს სადაზღვევო კომპანია „--------“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია 101 207 ლარზე. თავის მხრივ, აღნიშნული ვალდებულების გარანტიის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ორი ფიზიკური პირის მიერ,------ა და -------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, შეფასებითი ღირებულებით ჯამში 187 848 ლარი. აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა შპს „------ა“ და სს სადაზღვევო კომპანია „-------“ შორის 2022 წლის 3 აგვისტოს დადებული №-----/22 მომსახურების გენერალური ხელშეკრულებითა და 2022 წლის 8 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შემმოწმებელთათვის წარმოდგენილი ინფორმაციით, ასევე დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს განკარგულებებით, ზემოთ აღნიშნული, იპოთეკით დატვირთული ქონებები 2023 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, გასხვისებულ იქნა იძულებითი აღსრულების წესით გამართულ აუქციონზე. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემმოწმებელთათვის წარდგენილ იქნა ფიზიკური პირების განცხადებები, რომლითაც დასტურდება, რომ იძულებითი აუქციონის წესით გასხვისებული მათი კუთვნილი ქონების ღირებულებით - ჯამში 187 848 ლარი, შპს „-------ა“ დაუბრუნა 2023 წლის დეკემბრის თვეში. კერძოდ: განცხადებების მიხედვით 2023 წლის 20 დეკემბერს ------ს დაუბრუნა 68 710 ლარი, ხოლო 2023 წლის 29 დეკემბერს ------ს დაუბრუნა 119 138 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული, თავისუფალი განკარგვადი თანხა. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი მტკიცებულებები, კერძოდ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალურ მეწარმე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული, შესაბამისი სამუშაოების შესრულების შესახებ არსებული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების გადაანგარიშება, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

- გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილ იქნა კომპანიის მიერ დაქირავებული ფიზიკური პირების მივლინების შესახებ ბრძანებები. შემოწმებით, ფულის მოძრაობის გაანგარიშებაში მივლინების ხარჯად დაკვალიფიცირდა ბანკით გადახდილი თანხები 3 600 ლარის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 10.03.2025 წლის №4070 ბრძანებას და მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე არ ყოფილა გათვალისწინებული ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებული პირების მიერ გაწეული მომსახურების ფაქტები, მივლინების ხარჯები, ტენდერებით შესრულებული სამუშაოებისთვის გადახდილ და ამ შემთხვევებზე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურებში მითითებულ თანხებს შორის განსხვავების ფაქტები ასევე სხვა ხარჯები (მაგ. ნოტარიუსის მომსახურების ხარჯები).

მომჩივანი კონკრეტულად არ ასახელებს აგრეთვე საჩივარს არ ურთავს იმგვარ დოკუმენტაციას, რომელიც დაადასტურებდა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ამავე სამსახურის 30.09.2024 წლის №21249 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობას. როგორც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შედგენილი დასკვნიდან ირკვევა, მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების გადაანგარიშების მიზნით წარუდგინა კონკრეტული დოკუმენტები თითოეულ საკითხთან მიმართებაში, რომელთა გათვალისწინებითაც მოხდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №21249 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №8320 და №15056 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებლად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნით 2024 წლის 12 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ №16136 ბრძანება და №074-16 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 202 434 ლარი, მათ შორის გადასახადი 122 595 ლარი, ჯარიმა 60 321 ლარი და საურავი 19 518 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით შემოწმება ჩატარდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის (საბანკო ამონაწერები, მიღება/ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, ურთიერთშედარების აქტები) გათვალისწინებით, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. შედეგად, გაანგარიშებულ იქნა ხელფასის სახით გაცემული და ასევე, ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი თანხების ოდენობა, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შემოწმებით გაანგარიშებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შედარებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან, რის შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე,შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან ფიზიკურ პირებზე გადახდილი იყო თანხები, რომლებზეც გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის არ იქნა წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა აღნიშნული თანხების დანიშნულება და მიზნობრიობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები განხილულ იქნა ხელფასის სახით განაცემად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ამასთან,შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად და შემოწმების ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობა, საბანკო ამონაწერებში დაფიქსირებული და ბიუჯეტში გადახდილი თანხების გათვალისწინებით. ამასთანავე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №8081 ბრძანების საფუძველზე საწარმოში ჩატარებული სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურის შედეგად საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი დადგინდა 0 ლარი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, გაანგარიშებულ იქნა საწარმოს თავისუფლად განკარგვადი თანხა, რაც განხილულ იქნა საწარმოს პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულ შემოსავლად და ნაშთის აღმოჩენის მომენტში გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №21249 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.კერძოდ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №21249 ბრძანების აღსრულების შედეგად, შედგა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი დოკუმენტები, დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული თანხები. გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა №27520 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა №074-21 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №4070 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);