გადაწყვეტილება №25253/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25253/2/2025
18 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხეები: აუდიტის დეპარტამენტი/საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----“-ის 3.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25253/2/2025).
დავის საგანი:
1. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე;
2. დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2025 წლის №005-11 საგადასახადო მოთხოვნა;
2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9825 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10265 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 50 119,77 ლარი.
აუდიტის დეპარტამენტის 11.03.2025 წლის №005-11 საგადასახადო მოთხოვნით
მათ შორის:
დღგ - 32 612,01
ჯარიმა - 16 099,90 ს
აურავი - 1 407,86
დარიცხული თანხა:
29 252,38 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნით
მათ შორის:
დღგ - 28 650,72
საურავი - 601,66
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზა საკვების წარმოება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.08.2012 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 16.10.2012 წლიდან. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აგვისტოს და 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 4.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 11.03.2025 წელს გამოიცა ამავე დეპარტამენტის №4129 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2025 წლის იანვრის თვის დეკლარირებულ მონაცემებთან, რისკების მართვის პროგრამით, გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიმართ 31.03.2025 წელს გამოიცა №002538 ბრძანება, რომლის საფუძველზეც პირს წარედგინა 31.03.2025 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.05.2025 წლის №10265 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9825 და 21.05.2025 წლის №10265 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
1. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზების მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის აგვისტოს თვეში შეადგენდა 148 583 ლარს, ნაცვლად გადამხდელის მიერ დეკლარირებული 144 007 ლარისა, ხოლო 2024 წლის ნოემბრის თვეში - 362 468 ლარს, ნაცვლად გადამხდელის მიერ დეკლარირებული 185 874 ლარისა. შემოწმების შედეგად მომჩივანს დაერიცხა დღგ 32 612,01 ლარის ოდენობით და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა 2022 წლის აგვისტოს თვეში შეადგენდა 148 583 ლარს, ნაცვლად დეკლარაციით წარმოდგენილი 144 007 ლარისა, ხოლო 2024 წლის ნოემბრის თვეში - 362 468 ლარს, ნაცვლად დეკლარაციით წარმოდგენილი 185 874 ლარისა. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი სხვაობა (დადგენილსა და დეკლარირებულს შორის) აისახა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები უკანონოა მათი შინაარსობრივი და ასევე პროცესუალური უსწორობის გამო, შემოწმებისას დარღვეულია საგადასახადო კოდექსის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად განსაზღვრული ნორმები. საკანონმდებლო ნორმების დარღვევის გამო, თავიდანვე არაკანონიერი იყო შემოწმების შესახებ ბრძანებებიც და შესაბამისად არაკანონიერია მათ საფუძველზე შედგენილი 4.03.2025 წლის შემოწმების აქტი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს თანხების დარიცხვის შესახებ 11.03.2025 წლის №4129 ბრძანების და №005-11 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველს. მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებზე, 53-ე მუხლის პირველ და მე-5 ნაწილებზე, 601 მუხლის პირველი ქვეპუნქტზე და ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილობას, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგაა შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მატერიალური კანონიერება კი აქტის შინაარს უკავშირდება და მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგების, მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძველთან და ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობის არსებობას მოითხოვს. კერძოდ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, როგორც სამართლის ნორმის კონკრეტიზაციის და ინდივიდუალიზაციის აქტი, სამართლის იმ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს. ასევე, ის არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ქვეყანაში მოქმედი სამართლის სხვა ნორმებსა და კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამასთან, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლებამოსილება, რამდენადაც ის საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოიცემა, უნდა გამომდინარეობდეს თვით ამ სამართლებრივი აქტიდან, ამდენად, აქტის მატერიალურ კანონიერებას ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნის, ხოლო ასეთის არარსებობა მისი გაუქმების (ბათილად ცნობა, ძალადაკარგულად გამოცხადება) საფუძველია. მატერიალური კანონიერება ასევე მოიაზრებს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერებას, თანაზომიერებას და კონკრეტულობის პრინციპს.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან 4 პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
დადგენილია, რომ მომჩივანს არასრულად ჰქონდა დეკლარირებული დღგ-ში წარმოშობილი ვალდებულებები 2022 წლის აგვისტოს და 2024 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდებზე. მომჩივანი ითხოვს გასაჩივრებული აქტების ბათილობას, მიუთითებს მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებზე და არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35949 ბრძანებით დამტკიცებული „დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ პროცედურული სახელმძღვანელოს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რისკების მართვის პროგრამის მიერ გამოვლინდა 2025 წლის იანვრის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, რამაც გამოიწვია სხვაობა მომჩივნის მიერ დეკლარირებულ მონაცემებთან. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაციით რამდენიმეჯერ განემარტა, რომ საზოგადოებას დასაზუსტებელი ჰქონდა 2025 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რასაც აღნიშნული პირი ეთანხმებოდა, თუმცა დეკლარაცია არ დაუზუსტებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადამხდელის მიმართ გამოიცა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წელს №002538 ბრძანება, რომლითაც მომჩივანს დაერიცხა დღგ 28 650,72 ლარი და წარედგინა 31.03.2025 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე 43-ე, 61-ე, 69-ე, 158-ე, 159-ე 163-ე 164-ე 168-ე 180-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2025 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დაზუსტებულ დეკლარაციაში დასაბეგრი ბრუნვა ასახული ჰქონდა არასრულად. გარდა დეკლარირებულისა, დღგ კიდევ დამატებით შეადგენდა 28650.72 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან არაერთი კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა (ბრძანება) გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 31.03.2025 წლის №005-2 საგადასახადო მოთხოვნის და შემოსავლების სამსახურის 21.05.2025 წლის №10265 ბრძანების ბათილობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;
გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
დადგენილია, რომ ამ ნაწილში სადავო თანხების დარიცხვა გამოიწვია დეკლარირებულ საგადასახადო ვალდებულებებთან შედარებით რისკების მართვის პროგრამით გამოვლენილმა სხვაობამ. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება დღგ-ის დეკლარაციის დაზუსტებაზე, რაც თანხმობის მიუხედავად არ განხორციელებულა. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ - 28 650,72 ლარი, სანქციის სახით კი დაეკისრა საურავი. მომჩივანი ითხოვს მის მიმართ გამოცემული აქტების ბათილობას, თუმცა არ აქვს კონკრეტულად მითითებული თუ რა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით უნდა მოხდეს აღნიშნული აქტების ბათილად ცნობა.
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითა ღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების შესაბამისი საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორე;
2. დაუბეგრავი ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზა საკვების წარმოება. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 17.08.2012 წელს, დღგ-ის გადამხდელად - 16.10.2012 წლიდან. ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის აგვისტოს და 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გადასახადის გადამხდელის თემატური, კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 4.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზეც 11.03.2025 წელს გამოიცა ამავე დეპარტამენტის №4129 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №005-11 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9825 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 2025 წლის იანვრის თვის დეკლარირებულ მონაცემებთან, რისკების მართვის პროგრამით, გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიმართ ბრძანება, რომლის საფუძველზეც პირს წარედგინა საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9825 და 21.05.2025 წლის №10265 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 159 (1); 163 (1,2); 164 (1).