გადაწყვეტილება №20990/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20990/2/2023
15 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 5.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20990/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2023 წლის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21554 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 412 150 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 212 710
დღგ - 30 479
მიწის გადასახადი (სასოფლო) – (-1 120)
მოგების გადასახადი - 10 412
საშემოსავლო გადასახადი - 169 735
ქონების გადასახადი - 3 204
ჯარიმა - 114 909
საურავი - 84 531
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერის ფარგლებში (გზების, ხიდების, ესტაკადების და სხვა) მშენებლობა, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება, ბეტონის პროდუქციის წარმოება სამშენებლო მიზნებისთვის, სამშენებლო მანქანების და მოწყობილობების იჯარა, საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.03.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამით ფიქსირდება ნაღდი ანგარიშსწორებით კრედიტორებზე გადახდილი და დებიტორებიდან მიღებული თანხები, შესაბამისად, მესამე პირებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია დებიტორულ/კრედიტორული დავალიანების შესახებ. ასევე, გადასახადის გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, თუმცა, ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები. მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ ბუღალტრული პროგრამის მიხედვით მიწოდებული ინფორმაცია ნაწილობრივ არ ედრებოდა მესამე პირებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას გადახდილ და მიღებულ თანხებთან დაკავშირებით, კერძოდ, არ დასტურდებოდა კრედიტორული და დებიტორული დავალიანებების ნაშთების ნაწილის არსებობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობის თანხები ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. ამასთან, დირექტორზე გაცემულ, ხელფასის სახით დასაბეგრ თანხას გამოაკლდა ბუღალტრული პროგრამის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულება დირექტორის წინაშე, 165 000 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა;
2. სახელმწიფო ტენდერების ელექტრონულ გვერდზე არსებული ხელშეკრულებების, მიღებაჩაბარების აქტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის გათვალისწინებით, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და გამოვლენილი სხვაობები დაიბეგრა დღგ-ით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;
3. შესწავლილი იქნა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა საგადასახდო ორგანოს მიერ მოთხოვნილი გარკვეული სახის ინფორმაცია.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
ამასთან, ჩასათვლელ დღგ-ის თანხაში დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ თანხის ასახვა, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის გათვალისწინებით, შემცირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2021 წლის №38113 ბრძანება და 10.12.2021 წლის №043-14 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა----------) ასახული დღგ-ის დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა ან/და აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დაბეგრილია კომპანიის მიერ, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.);
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2023 წლის №19038/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 60 756 ლარის ოდენობით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დადასტურებული მტკიცებულებების გათვალისწინებით განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელს არაერთხელ გაუგრძელდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა, თუმცა საბოლოოდ გადასახადის გადამხდელმა განაცხადა, რომ სხვა დამატებითი დოკუმენტის წარდგენას ვერ შეძლებდა. ასევე, შემოწმების პროცესში იმ თანხების გაანგარიშებისას, რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ განკარგვად თანხად და დაკვალიფიცირდა ხელფასად, შპს „----------“ თანხები საერთოდ არ ყოფილა დაბეგვრაში გათვალისწინებული (დაიბეგრა მხოლოდ დებიტორ-კრედიტორების ნაშთებიდან დადგენილი სხვაობა).
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მიღება და გადახდა ნაწილობრივ არ ედრება მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე მიღებულ შესაბამის თანხებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში („ორის ბუღალტერია“) ზოგ შემთხვევაში დებიტორ-კრედიტორების საწყისი ნაშთი (1.01.2018 წ.) არ ედრება, ხოლო საბოლოო ნაშთი (28.02.2021 წ.) ედრება მესამე პირებისგან მოწოდებულ შესაბამის ნაშთებს. აქედან გამომდინარე დგინდება, რომ როგორც რეალურად მიღებული ან/და გაცემული თანხები არ არის გატარებული „ორის ბუღალტერიაში“, ასევე რეალურად მიუღებელი ან/და გაუცემელი თანხებია გატარებული. აღნიშნული ფაქტის მაგალითია შპს „----------“, რომელზეც მიწოდებული იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და საგადასახადო შემოწმების აქტშიც გათვალისწინებულია. ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კომპანიის დამფუძნებლის/დირექტორის შვილი, რომელიც ჩართული იყო კომპანიის საქმიანობაში, აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და ასევე შემმოწმებლებთან ურთიერთობას, შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გარდაიცვალა კოვიდით), შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილად მტკიცებულებები და შედარების აქტები/ბუღალტრული ბარათები, რითაც რეალურად დადგინდებოდა კომპანიის რეალური საგადასახადო ვალდებულებები.
ასევე, შემოწმების მიერ დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით, რასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიის კუთვნილ და იჯარით აღებულ სატრანსპორტო საშუალებებზე ხშირ შემთხვევაში უწევს ფიზიკური პირებისგან, შესყიდვის აქტებით, სათადარიგო ნაწილების შეძენა, რაც ვერ იქნა შემოწმების პროცესში წარდგენილი შემოწმებისთვის. შემდგომში წარდგენილი იქნა ზემოაღნიშნული დამატებითი მტკიცებულებები (მაგ. შესყიდვის აქტები და შპს „----------“ ბუღალტრული ბარათი, რომელიც ფიქრობს, მსგავსია შპს „----------“ შემთხვევისა) ნაწილი ნოტარიულად დამოწმებული (ზოგიერთ მხარესთან ვერ მოხერხდა ნოტარიულად დამოწმება ობიექტური მიზეზების გამო).
აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულია მხოლოდ შესყიდვის აქტები (ნოტარიულად დამოწმებული), შპს „----------“ ბუღალტრული ბარათი და სხვა დოკუმენტაცია კი არ იქნა მხედველობაში მიღებული.
მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გაანგარიშებების ხელახალი გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარდგენილი/წარსადგენი მტკიცებულებების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ასევე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით დაკისრებული ჯარიმა და საურავისგან გათავისუფლებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და რომ შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის დასკვნის მიხედვით დგინდება რომ:
- შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა სპეცტექნიკის სათადარიგო ნაწილების, მეორადი ცისტერნისა და ბლოკის მეორადი საამქროს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) ნოტარიულად დადასტურებული. წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, ვინაიდან ძირითად საშუალებას დაემატა მეორადი ცისტერნა და ბლოკის მეორადი საამქრო, შესაბამისი ღირებულებიდან გამომდინარე გაიზარდა 2018 და 2019 წლების ქონების გადასახადი;
- შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2831 ბრძანების შესაბამისად, გაუქმებულ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შედეგად, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების პროცესში გათვალისწინებულია მხოლოდ შესყიდვის აქტები (ნოტარიულად დამოწმებული), შპს „----------“ ბუღალტრული ბარათი და სხვა დოკუმენტაცია არ იქნა მხედველობაში მიღებული. ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს გაანგარიშებების ხელახალი გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და საჭიროების შემთხვევაში კომპანიის მიერ წარდგენილი/წარსადგენი მტკიცებულებების საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების კორექტირებას, ასევე საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით დაკისრებული ჯარიმა და საურავისგან გათავისუფლებას.აუდიტის დეპარტამენტი 13.10.2023 წლის №---------- წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში მომჩივნის არგუმენტებზე აღნიშნავს შემდეგს:
- ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან დაკავშირებით - გადაანგარიშების მიმდინარეობისას გათვალისწინებული იქნა ყველა ნოტარიული წესით (ხელმოწერის ნამდვილობის დასტურით) შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი. არაერთხელ გაუგრძელდა გადასახადის გადამხდელს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის ვადა, ბოლოს აღნიშნა, რომ ფიზიკურად მეტი დოკუმენტის წარმოდგენას ვეღარ შეძლებდა. შემოწმების პროცესიც მიმდინარეობდა ჩვეულებრივზე დიდხანს იმის გამო, რომ გადასახადის გადამხდელი არ წარმოადგენდა საჭირო ინფორმაციას;
- შპს „----------“ თანხების შპს „----------“ მაგალითზე გათვალისწინებაზე, აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში, იმ თანხების გაანგარიშებისას, რომელიც ჩაითვალა დირექტორის მიერ განკარგვად თანხად და დაკვალიფიცირდა ხელფასად, აღნიშნული კომპანიის თანხები საერთოდ არ ყოფილა დაბეგვრაში გათვალისწინებული (დაიბეგრა მხოლოდ დებიტორ-კრედიტორების ნაშთებიდან დადგენილი სხვაობა). შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ბუღალტრულად შპს „----------“ საბოლოო ნაშთი არ გააჩნდა, კომპანიამაც დაუდასტურა ბოლო ნაშთის არ არსებობა. როგორც აქტის შედგენის შემდეგ აუდიტორმა განმარტა, ბუღალტრულ პროგრამაში აუდიტორს არასწორად ჰქონდა გატარებული სალაროში ამ კომპანიისგან შემოსული თანხები, რათა საბოლოო შედეგი ხელოვნურად გაესწორებინა. შემდეგ, დავის მიმდინარეობისას მოითხოვა ბუღალტრულად სალაროში შემოსული თანხის ხარჯად გათვალისწინება, რადგან რეალურად შესამოწმებელ პერიოდზე ადრე იყო ეს თანხა ბანკით ჩარიცხული და გაიხარჯებოდა ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელის აღნიშნული მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში გადასახადის გადამხდელი სალაროს საწყის ნაშთს რეალურად არ აჩვენებს, ხოლო შესამოწმებელ პერიოდზე ადრე სალაროს მოძრაობის ანალიზი დაამძიმებს გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას, რადგან შემოწმების მიერ ჩატარებული ბაზური ანალიზით, სალაროს დადებითი ნაშთი გაცილებით მეტს უნდა შეადგენდეს, ვიდრე გადასახადის გადამხდელს აქვს დაფიქსირებული;
- რაც შეეხება შპს „----------“ მაგალითს, აღნიშნულზე შემოწმების მიმდინარეობისას იქნა წარმოდგენილი საჭირო დოკუმენტაცია და ამ კომპანიასთან დაკავშირებული თანხა არ დაბეგრილა. მისი სიტუაცია არ შეესაბამება შპს „----------“ თაობაზე მოთხოვნილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №043-13 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2831 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ამგვარად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.); ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მასალების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.04.2023 წლის №19038/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2831 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 ივნისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 60 756 ლარის ოდენობით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №043-13 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 1.09.2023 წლის №21554 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).