ბრძანება N 25558
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25558
16 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.:----------;
იურ. მის.:----------)
2022 წლის 25 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №17938/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №72009/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 30 მაისის №035-4 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე გაზრდილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციას. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საკითხის დაკმაყოფილების შემდეგ, გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რათა ზემოაღნიშნული თანხა ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად. წარმოდგენილი ახსნა-განმარტება შემოწმებამ ნაწილობრივ გაითვალისწინა და სადავო თანხა დააკვალიფიცირა უპროცენტო სესხად, რის გამოც 20%-იანი განაკვეთით გაანგარიშებული პროცენტის თანხა ჩაითვალა ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა მათი მოთხოვნის საფუძველზე უნდა ჩაითვალოს პროცენტიან სესხად, რადგან მომავალში სესხის ძირი და პროცენტი უნდა დაბრუნდეს კომპანიაში. ასევე არ ეთანხმება უპროცენტო სესხად განხილულ თანხაზე დღგ-ის დამატებას. მიუთითებს, რომ №22708 მეთოდური მითითება არ ითვალისწინებს არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ბრუნვის სხვაობაზე დღგ-ის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №36618 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 ივლისის №035-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 13 აგვისტოს და 25 ოქტომბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს მე-3 სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-4 სადავო საკითხი, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №36618 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 20 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 325 859 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 217 808 ლარით და ჯარიმა 108 051 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 30 მაისის №035-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2022 წლის 25 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24040 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24040 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 9 დეკემბრის №17938/2/2022 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 სექტემბრის №24040 ბრძანება და საჩივარი არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლის გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის თანახმად:
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს შეუმცირდა გაზრდილი შემოსავლის ნაწილში დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები და სხვაობა გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, სესხად დაკვალიფიცირებული თანხით გაიზარდა შესაბამისი თვის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ასევე, წლიური 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა საპროცენტო შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ხელფასად განსაზღვრული გაზრდილი შემოსავალი გადაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი წარმოადგენს ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავალს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული შემოსავალი გადამხდელის მიერ არ იყო აღრიცხული წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. შესაბამისად, ამ თანხაზე (გაზრდილ შემოსავალზე) ვერ იქნებოდა გატარებული დარიცხული პროცენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაზრდილი შემოსავალი გადაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებებიდან გამომდინარე, ხელფასად განსაზღვრული გაზრდილი შემოსავალი გადაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად, ვინაიდან არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი წარმოადგენს ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავალს, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნული შემოსავალი გადამხდელის მიერ არ იყო აღრიცხული წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში. შესაბამისად, ამ თანხაზე (გაზრდილ შემოსავალზე) ვერ იქნებოდა გატარებული დარიცხული პროცენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ გაზრდილი შემოსავალი გადაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 101(1); 154(1„ა“); 275;