გადაწყვეტილება №23169/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23169/2/2024
02 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს--------1.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23169/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №002-30 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9080 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 632 603.01 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 1 314 566
ჯარიმა - 657 283
საურავი - 660 754.01
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია საქმიანობაა, როგორც იჯარით აღებული გემების ექსპლუატაცია, ასევე მათ შეკეთებარემონტი.
აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №186 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 21.09.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხებზე ირკვევა შემდეგი:
კომპანია წარმოადგენს საზღვაო კომპანიას, რომელიც ეწევა როგორც იჯარით აღებული გემების ექსპლუატაციას, ასევე მათ შეკეთება-რემონტს. კომპანია სპეციალიზირებულია საქონლის საზღვაო ტრანსპორტირებაში, ამასთან სთავაზობს გემების შეკეთების მომსახურებას სხვადასხვა გემთმშენებლობებს. კომპანიას არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას ახორციელებს დაქირავებული ეკიპაჟის მეშვეობით. გარდა ეკიპაჟის მომსახურებისა, გადაზიდვების ხარჯში შედის გემების შეკეთება-რემონტი, პორტში დგომის საფასური, ბუქსირება დატვირთვის/ჩამოტვირთვის მომსახურება და სხვა, გემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურებები, რაზეც გადამხდელს აქვს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია.
გარდა აღნიშნულისა კომპანიას უფიქსირდება ხარჯი ე.წ. „--------“ რაც წარმოადგენს კაპიტნისთვის ბორტზე გადაცემულ ნაღდ ფულს გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის. რეისის ბოლოს კაპიტანი ვალდებულია დამქირავებელს წარუდგინოს დეტალური ხარჯთაღრიცხვა მისთვის გადაცემული თანხის ხარჯვისა და მიზნობრიობის შესახებ. გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევებში კაპიტნისთვის ხელზე გადაცემული ნაღდი ფული თითქმის უტოლდება ან აჭარბებს ეკიპაჟის დაქირავების ხარჯს. ამასთან, გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დამატებითი დოკუმენტი აღნიშნული თანხის მიზნობრიობის და ხარჯვის შესახებ.
შედეგად, შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის თანახმად ე.წ. „-----------“ თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, საბანკო ამონაწერების და საბუღალტრო პროგრამის ანალიზის შედეგად გამოვლინდა რომ გადამხდელს გაცემული აქვს სესხი არარეზიდენტზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით არარეზიდენტზე გაცემული სესხის თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.09.2023 წლის №23702 ბრძანება და 28.09.2023 წლის №002- 216 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 29.10.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
პირველ სადავო საკითხთან („----------“ თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 21.02.2024 წლის დასკვნა, რომლის თანახმად დარიცხული თანხები არ შემცირდა. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2024 წლის №4766 ბრძანება და ამავე თარიღის №002-30 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2.04.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.04.2024 წლის №9080 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, სრულყოფილი ინფორმაცია „---------“ თანხების ხარჯვის და მიზნობრიობის შესახებ. ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საჩივრის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული ხარჯები არ წარმოადგენდა ძირითადი კონტრაქტის ნაწილს და არ არსებობს ხელშეკრულება „-----------“ მომსახურებასთან დაკავშირებით. ასევე, ძირითადი კონტრაქტის საგნის ღირებულებას აღემატება „----------“-ის ღირებულება. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი თანხის გაცემა და დეკლარირება, მ.შ. დივიდენდის, არ უფიქსირდება. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიას გარკვეულ საანგარიშო პერიოდებში გაწეული აქვს ხარჯები, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ამასთან დაკავშირებით არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შემმოწმებლის პოზიციას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ აღნიშნული დარიცხვა არამართებულია შემდეგ გარემოებათა გამო:
კომპანიას უფიქსირდება „----------“ ხარჯები, რომლებსაც დამკვეთებისთვის გარკვეული სახის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ანაზღაურებს დამკვეთი. აღნიშნული ხარჯის გამწევს წარმოადგენს დამკვეთი და არა შპს „----------“. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა აბსოლუტურად ყველა ინვოისი, სადაც ფიქსირდება „-----------“-სთვის გათვალისწინებული თანხების მოთხოვნა და ასევე, „------------“ თანხების დეტალური ჩაშლა, თუმცა შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინება არ მოხდა და არც იმ მიზეზები გაუცვნიათ, რატომაც არ გაითვალისწინეს მიწოდებული დოკუმენტაცია. ხაზგასასმელი ის ფაქტი, რომ აბსოლუტურად ყველა დოკუმენტის მიწოდება მოხდა ყველა აუდირებულ წელიწადზე რაც მოითხოვა შემოსავლების სამსახურმა, გაუგებარია ის მიზეზები თუ რატომ აღმოჩნდა არასაკმარისი ეს ინფორმაცია, როდესაც სწორედ აღნიშნულ დოკუმენტებს ითხოვდა შემოსავლების სამსახური.
რაც შეეხება მე-2 საკითხს, კომპანიას ახლად აღმოჩენილმა გარემოებებმა შესაძლოა, შეცვალოს ამ საკითხში მოცემული დარიცხვის საფუძველი. ითხოვს დამატებით შესწავლილ იქნას აღნიშნული საკითხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
პირველ სადავო საკითხთან („----------“ თანხების არაეკონომიკურ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრასთან) დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იმსჯელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის დასკვნით: კომპანიის მიერ გადაანგარიშებისთვის არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია „----------“ თანხების ხარჯვის და მიზნობრიობის შესახებ. შედეგად დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიას უფიქსირდება „------------“ ხარჯები, რომლებსაც დამკვეთებისთვის გარკვეული სახის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ანაზღაურებს დამკვეთი. აღნიშნული ხარჯის გამწევს წარმოადგენს დამკვეთი და არა შპს „----------“. შემოსავლების სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა აბსოლუტურად ყველა ინვოისი, სადაც ფიქსირდება „------------“-სთვის გათვალისწინებული თანხების მოთხოვნა და ასევე, „------------“ თანხების დეტალური ჩაშლა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებით, არ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია „-----------“ თანხების ხარჯვის და მიზნობრიობის შესახებ.
ამასთან, მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია წარმოადგენს საზღვაო კომპანიას, რომელიც ეწევა როგორც იჯარით აღებული გემების ექსპლუატაციას, ასევე მათ შეკეთება-რემონტს. კომპანიას არ ყავს დაქირავებული თანამშრომლები. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას ახორციელებს დაქირავებული ეკიპაჟის მეშვეობით. გარდა ეკიპაჟის მომსახურებისა, გადაზიდვების ხარჯში შედის გემების შეკეთება-რემონტი, პორტში დგომის საფასური, ბუქსირება დატვირთვის/ჩამოტვირთვის მომსახურება და სხვა, გემის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურებები, რაზეც გადამხდელს აქვს შესაბამისი პირველადი დოკუმენტაცია. გარდა აღნიშნულისა, კომპანიას უფიქსირდება ხარჯი რაც წარმოადგენს კაპიტნისთვის ბორტზე გადაცემულ ნაღდ ფულს გაუთვალისწინებელი საჭიროებებისათვის. გამოვლინდა, რომ ხშირ შემთხვევებში კაპიტნისთვის ხელზე გადაცემული ნაღდი ფული თითქმის უტოლდება ან აჭარბებს ეკიპაჟის დაქირავების ხარჯს. ამასთან, გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დამატებითი დოკუმენტი აღნიშნული თანხის მიზნობრიობის და ხარჯვის შესახებ.
შედეგად, შემოწმების მიერ თანხები დაიბეგრა მოგების გადასახადით. შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა
გადამხდელს გაცემული აქვს სესხი არარეზიდენტზე, რომელიც არ აქვს დაბეგრილი მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 20.12.2023 წლის №32089 ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 73(5);