ბრძანება N 7786

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.04.2026
№ დოკუმენტი 7786
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7786

03 აპრილი 2026

ბრძანება

შპს „------“ (ს/ნ „------“ )

(მის.: „------“ )

2026 წლის 18 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი აპრილის სხდომაზე (ოქმი №28) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 18 მარტის №26939/2/2026 საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის №021-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია შეცდომა/ცოდნით. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21185 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1.„შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:

ა) ფიზიკური პირების რეგისტრაციასთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება ფიზიკური პირების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ფაქტი, აღნიშნული პირებისთვის შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3.მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწვავის ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით და აღნიშნულის შედეგად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21185 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 29 იანვარს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „------“ (ს/ნ „-------“) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 30 615 ლარით, მათ შორის, გადასახადი 20 410 ლარით და ჯარიმა 10 205 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 თებერვლის №021-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც საწარმოს გაუწიეს მომსახურება და მომსახურების გაწევის მომენტისთვის ისინი რეგისტრირებული იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად. მათზე გადახდილმა მომსახურების თანხამ შეადგინა სულ 66 380 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, შპს „------“ არ იყო ვალდებული აღნიშნულ პირებთან მიმართებით შეესრულებინა საგადასახადო აგენტის მოვალეობა, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი შემცირდა 16 595 ლარით (66380/0.8*0.2).

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემცირებას დაექვემდებარა უნაღდო ანგარიშით გადახდილი საწვავის ხარჯები, რაც საბანკო ამონაწერის მიხედვით შეადგენდა სულ 15 260 ლარს. საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საკუთარი მანქანით და არა საწარმოს მანქანით გაწია მასალის ტრანსპორტირება და ითხოვა საწვავის ხარჯის გათვალისწინება. ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდება საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი სახელმწიფო ნომრით "------", ამიტომ საწვავზე გადახდილი თანხა, 15 260 ლარი, ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 3 815 ლარით (15260/0.8*0.2). სულ გადაანგარიშების შედეგად საწარმოს შეუმცირდა გადასახადი 20 410 ლარი (16565+3815) და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა 10 205 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც კომპანიას გაუწიეს მომსახურება და თავად წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად რეგისტრირებულ პირებს, შესაბამისად, მათზე გადახდილი მომსახურების თანხები არ დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას, რის საფუძველზეც გადანგარიშების ეტაპზე შემოწმების მიერ შემცირდა დარიცხული გადასახადი. ამასთან, ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდება საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი, შემოწმების მიერ საწვავზე გადახდილი თანხა, 15 260 ლარი, ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, რის საფუძველზეც შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების შესახებ, რომლებმაც საწარმოს გაუწიეს მომსახურება და მომსახურების გაწევის მომენტისთვის ისინი რეგისტრირებული იყვნენ ინდივიდუალურ მეწარმეებად. მათზე გადახდილმა მომსახურების თანხამ შეადგინა სულ 66 380 ლარი.სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით, მომჩივანი არ იყო ვალდებული აღნიშნულ პირებთან მიმართებით შეესრულებინა საგადასახადო აგენტის მოვალეობა, შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი შემცირდ.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემცირებას დაექვემდებარა უნაღდო ანგარიშით გადახდილი საწვავის ხარჯები.საჩივარში გადასახადის გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საკუთარი მანქანით და არა საწარმოს მანქანით გაწია მასალის ტრანსპორტირება და ითხოვა საწვავის ხარჯის გათვალისწინება.ვინაიდან მასალების შეძენის დროს ტრანსპორტირებაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებში ნამდვილად ფიქსირდება საწარმოს დირექტორის კუთვნილი ავტომობილი,ამიტომ საწვავზე გადახდილი თანხა,ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი შემცირდა.სულ გადაანგარიშების შედეგად საწარმოს შეუმცირდა გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლით დარიცხული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(21).