ბრძანება N 20668
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20668
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს -------- (ს/ნ -------)
(მის: ----------)
2023 წლის 16 თებერვლის და 6 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 მარტის და 28 ივლისის (ოქმი №28 და №79) სხდომებზე განიხილა შპს ------ს (ს/ნ -------) №28931/21 და №39304/21 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გამო მის ქონებაზე 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, 2022 წლის 20 იანვრის №011-121 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის შუამდგომლობა შპს --------ის სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადახდის უზრუნველსაყოფად შპს ------ის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ. 2022 წლის 15 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ბრძანებით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შესახებ, რაც წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მაისის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს --------ის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით შპს --------ის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, 448.20 კვ.მ. სარდაფის (ს/კ -------) ნაწილში, რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემის თაობაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, ს/კ: -------ზე რეალიზაციის წარმოება შეწყდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 მარტის შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის მთავარ მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შპს -------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა რეგისტრირებულია შპს --------ის 2021 წლის დასაწყისში არსებული დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 ბრძანების საფუძველზე. ამასთან, ხსენებული დავალიანება სრულად იქნა დაფარული 2021 წლის 25 ნოემბერს. რაც იყო საფუძველი იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ მოხსნილიყო როგორც საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ასევე ყადაღა. სწორედ ამას მიემართებოდა შემოსავლების სამსახურის 09/12/2021 წლის ბრძანება 37958, რომლის მე-2 ქვეპუნქტის მიხედვითაც ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ღონისძიებების გაუქმება, რაშიც უდავოდ იგულისხმებოდა როგორც გირავნობა-იპოთეკა ისე ყადაღა. გაურკვეველი მიზეზის გამო შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ყადაღა მოხსნა 2021 წლის აგვისტოში, ხოლო გირავნობა/იპოთეკა ისევ დატოვა. უძრავი ქონების გასხვისების მომენტისათვის შპს --------ს ბიუჯეტის მიმართ სხვა დავალიანება არ ჰქონია. ამასთან, შპს -------ის დავალიანება, რომლის გამოც შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 თებერვლის №011-121 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო შპს ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, წარმოშობილია მას შემდეგ, რაც შპს ------- გახდა ყველა უძრავი ქონების (ამჟამად, ყადაღადადებული) მესაკუთრე, აღნიშნული დასტურდება 2021 წლის 14 ოქტომბრის დღგ-ის დეკლარაციებით.
შესაბამისად, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი განმარტებები, რომ არ არსებობდა გადასახადის გადამხდელის - შპს „-------ის“ საგადასახადო დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მესამე პირის - შპს ,,-------ის“ ქონების გამოყენების - რეალიზაციის საფუძველი.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქონებაზე გასხვისების მომენტისათვის რეგისტრირებული იყო საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, აღნიშნული გირავნობა/იპოთეკა გამოყენებული იქნა შპს --------ის კონკრეტული დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, მითითებული საგადასახადო დავალიანება კი შპს -------ის მიერ 2021 წლის 25 ნოემბერს სრულად იქნა გადახდილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების გამო დავის განახლებას და სადავო ყადაღისა და გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს „-------“-ის (ს/ნ ------) 2021 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
2021 წლის სექტემბრის თვეში შპს „-------“-ის (ს/ნ ------) მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა შპს ------ზე (ს/ნ ------).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 20 იანვრის №011-121 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა შპს --------ის (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული შპს „---------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება.
აღნიშნულ ბრძანებას გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად 2022 წლის 24 იანვარს.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კი, 2022 წლის 1 თებერვალს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2022/011-121/1 აქტი.
ამასთან, შპს -------ს (ს/ნ -------) 2022 წლის 22 თებერვალს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი ჰქონდა №31528/21-11 და №31549/21-11 საჩივრები, რომლითაც არ ეთანხმებოდა შპს „-------“-ის (ს/ნ ------) საგადასახადო დავალიანების გამო მის ქონებაზე 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, 2022 წლის 20 იანვრის №011-121 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და 1 თებერვლის №2022/011-121/1 აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. აღნიშნული საჩივრები განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ, რომლის 2022 წლის 12 ივლისის №18182 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით შპს „--------“-ის (ს/ნ ------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის ბრძანება (საქმე №3/1686-22) ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს -------ის (ს/ნ ------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შპს -ის საგადასახადო დავალიანების გამო მის ქონებაზე 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 შეტყობინების საფუძველზე გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას, 2022 წლის 20 იანვრის №011-121 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებას და ითხოვს ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ შპს-ს 2021 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მის მთელ ქონებაზე 2021 წლის 16 თებერვლის №006-5271 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. 2021 წლის სექტემბრის თვეში შპს-ს მიერ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა მომჩივანზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 20 იანვრის №011-121 ბრძანება, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა მომჩივნის საკუთრებაში არსებული შპს-ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება.
მომჩივანს შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი ჰქონდა №31528/21-11 და №31549/21-11 საჩივრები. აღნიშნული საჩივრები განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ, რომლის 2022 წლის 12 ივლისის №18182 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 28 ივლისის მდგომარეობით შპს-ს ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის ბრძანება (საქმე №3/1686-22) ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ/ახლად გამოვლენილ გარემოებად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(4)(6)(7), 308.