ბრძანება N 26502

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 17.12.2024
№ დოკუმენტი 26502
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26502

17 დეკემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2024 წლის 13 დეკემბრის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №132) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2024 წლის 13 დეკემბრის №93305/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 ნოემბრის №006-472 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია

საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს. მიუთითებს, რომ საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშებულია მხოლოდ ოთხი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მაშინ როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ათზე მეტი მოწმის ჩვენება, სადაც ისინი აღნიშნული მოწმეებისგან რადიკალურად განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან. შედეგად გაიზარდა დასაბეგრი შემოსავალი. ამასთან აცხადებს, რომ შემოწმების აქტის მიხედვით, მოწმეების კონკრეტულ ფილიალში საქმიანობის დაწყების თარიღები შესაბამისობაში არ მოდის აღნიშნული ფილიალების გახსნის მომენტთან, კერძოდ, აქტის მიხედვით, მოწმეები კონკრეტულ ფილიალებში დასაქმებულად არიან მიჩნეული იმ პერიოდში, როდესაც შესაბამისი ფილიალები არ იყო გახსნილი. გადასახადის გადამხდელი ასევე მიუთითებს, რომ დამატებით წარმოადგენს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდში საწარმოს ფილიალების მისამართებზე სხვა კომპანია საქმიანობდა. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელებულა შემოსავლების სამსახურის ბრძანების სრულად აღსრულება და საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18341 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ეკონომიკური საქმიანობის დაწყება/დასრულების პერიოდის განსაზღვრის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები);

ბ) განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს ერთი და იმავე ობიექტზე დასაქმებული თანამშრომლების (ფარმაცევტი) მიერ გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული დღიური რეალიზაციის საშუალო შეწონილი ღირებულების ოდენობით და აღნიშნულიდან გამომდინარე განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 8 აგვისტოს №18341 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 4 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შპს „---ს“ (ს/ნ ---) შეუმცირდა დარიცხული თანხები სულ 138 222 ლარით, მათ შორის, გადასახადი 92 148 ლარით და ჯარიმა 46 074 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 8 ნოემბრის №006-472 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებით გამოვლენილი პირველ ჯგუფს დაქვემდებარებული, ფსიქოტროპული მკედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებული ხარჯის განსაზღვრის მიზნით, შესწავლილ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ გამოცემული გადაწყვეტილება და აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების მონაცემები/მასალები, რომლის მიხედვითაც ხარჯებში გათვალისწინებას დაექვემდებარა საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის მასალების მიხედვით, გაანგარიშებული თანხის 75%.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით გაანგარიშებული 81.8%-იანი ფასნამატის მიხედვით შპს ,,---ს“ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნულის 75%, სულ 368 595 ლარი, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯებად. აღნიშნული თანხით განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები იმ მოტივით, რომ განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი მტკიცეულებები. კერძოდ, ობიექტის სამუშაო დღეების განსაზღვრის მიზნით ვერ იქნა წარმოდგენილი კომუნალური ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხოლო საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ თემატური რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ, თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტებზე თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით.

ამ ნაწილში სათანადო საფუძვლის არარსებობის გამო არ დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადაანგარიშებისას შემმოწმებელმა გაითვალისწინა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნულის 75%, სულ 368 595 ლარი, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯად, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. ხოლო, დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები იმ მოტივით, რომ განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ თემატური რევიზიის აქტში არსებული ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი თანხვედრაშია ობიექტზე დასაქმებული პირების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულ თანხებთან, კერძოდ, თემატური რევიზიის აქტში შემოსავალი გაანგარიშებულია სხვადასხვა ობიექტებზე თანამშრომელთა გამოკითხვის მონაცემების დაჯამების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი გათვალისწინებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ 2024 წლის 8 აგვისტოს №18341 ბრძანების აღსრულება განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიხედვით აღნიშნულის 75%, სულ 368 595 ლარი, არაპირდაპირი მეთოდით გათვალისწინებულ იქნა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალთან დაკავშირებულ ხარჯებად. აღნიშნული თანხით განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენი სადავო საკითხების ნაწილში არ დაკორექტირდა საგადასახადო ვალდებულებები იმ მოტივით, რომ განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი სრულყოფილი მტკიცეულებები.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.