გადაწყვეტილება №20599/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.10.2023
№ დოკუმენტი 20599/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№20599/2/2023

27 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 18.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20599/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა;

2.შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი;

2. აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2019 წლის №38475 ბრძანება;

3. აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა;

4. აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება;

5. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2018 წლის №16803 ბრძანება;

6. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2018 წლის №7743 ბრძანება;

7. აუდიტის დეპარტამენტის 2.05.2018 წლის №10483 ბრძანება;

8. აუდიტის დეპარტამენტის 31.08.2018 წლის №24086 ბრძანება;

9. აუდიტის დეპარტამენტის 31.10.2018 წლის №31783 ბრძანება;

10.აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2018 წლის №38449 ბრძანება;

11.აუდიტის დეპარტამენტის 25.02.2019 წლის №3851 ბრძანება;

12.აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2019 წლის №8526 ბრძანება;

13.აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2019 წლის №12648 ბრძანება;

14.აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2019 წლის №21043 ბრძანება;

15.აუდიტის დეპარტამენტის 23.08.2019 წლის №29639 ბრძანება;

16.აუდიტის დეპარტამენტის 16.10.2019 წლის №35704 ბრძანება;

17.აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2019 წლის №37061 ბრძანება;

18.აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება;

19.შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 206 940 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 108 440

დღგ - 31 374

საშემოსავლო გადასახადი - 77 066

ჯარიმა - 54 420

საურავი - 44 080

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივნის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა შავი და ფერადი ლითონების ჯართით და ნარჩენებით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 31.01.2018-29.10.2019 წლების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.11.2019 წლის №38475 ბრძანება და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები, აუდიტის დეპარტამენტის 31.01.2018 წლის №1978, 1.04.2019 წლის №8526, 16.10.2019 წლის №35704, 28.10.2019 წლის №37369, 3.04.2018 წლის №7743, 2.05.2018 წლის №10483, 2.07.2018 წლის №16803, 31.08.2018 წლის №24086, 31.10.2018 წლის №31783, 26.12.2018 წლის №38449, 25.02.2019 წლის №3851, 23.04.2019 წლის №12648, 26.06.2019 წლის №21043, 23.08.2019 წლის №29639, 25.10.2019 წლის №37061 ბრძანებებთან ერთად, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანებით საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნის, 31.01.2018 წლის №1978, 25.02.2019 წლის №3851 და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანებების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - დარღვეულია გასაჩივრების ვადა

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 5.11.2019 წლის №38475 ბრძანება და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, საჯაროდ გავრცელდა 6.12.2019 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 26.12.2019 წელს.

ამავე ნორმის საფუძველზე, 25.02.2019 წლის №3851 ბრძანება, საჯაროდ გავრცელდა 7.05.2019 წელს, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება - 3.10.2019 წელს ხოლო 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება 28.11.2019 წელს. აღნიშნული ბრძანებები ჩაბარებულად ჩაითვალა შესაბამისად, 2019 წლის 27 მაისს, 23 ოქტომბერსა და 18 დეკემბერს.

29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 5.11.2019 წლის №38475 ბრძანებას და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს, ასევე 25.02.2019 წლის №3851, 31.01.2018 წლის №1978 და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანებებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-10 და მე-11 ნაწილებით, 299-ე მუხლის მე-4, მე-8 და მე-10 ნაწილებით, 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ იყო ინფორმირებული საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე. გასაუბრება არ ჩატარებულა. არ ყავდა ბუღალტერი და არ გააჩნდა სათანადო ცოდნა. აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც გამოკითხვის მიზნით დაბარებული იყო გამომძიებლის მიერ. არ დარღვეულა აქტის გასაჩივრების ვადა და ასეთის არსებობის შემთხვევაში ვადა უნდა აღდგეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი, მე-4, მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;

4. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი;

9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია;

10. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;

ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია;

11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.

დადგენილია, რომ 29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 5.11.2019 წლის №38475 ბრძანება და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს, წერილობითი ფორმით, საფოსტო დაწესებულების საშუალებით, 2-ჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე (ადიგენის რაიონი, სოფ. უნწა „ბაღები“), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 6.12.2019 წელს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ დოკუმენტებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს.

31.01.2018 წლის №1978, 25.02.2019 წლის №3851 და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანებები მომჩივანს წერილობითი ფორმით საფოსტო დაწესებულების საშუალებით, 2-ჯერ გაეგზავნა იურიდიულ მისამართზე, თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 7.05.2019 წელს გამოქვეყნდა 25.02.2019 წლის №3851 ბრძანება, 3.10.2019 წელს გამოქვეყნდა 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება, ხოლო 28.11.2019 წელს გამოქვეყნდა 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება. გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ ბრძანებებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს.

ვინაიდან პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს დარღვეული აქვს სადავო აქტების გასაჩივრების ვადა. შესაბამისად, არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ, 3.04.2018 წლის №7743, 2.05.2018 წლის №10483, 2.07.2018 წლის №16803, 31.08.2018 წლის №24086, 31.10.2018 წლის №31783, 26.12.2018 წლის №38449, 25.02.2019 წლის №3851 ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, 1.04.2019 წლის №8526 ბრძანება, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 23.04.2019 წლის №12648, 26.06.2019 წლის №21043, 23.08.2019 წლის №29639 ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, 16.10.2019 წლის №35704 ბრძანება, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 25.10.2019 წლის №37061 ბრძანება შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლით, 263-ე მუხლით და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2018 წლის №7743, 2.05.2018 წლის №10483, 2.07.2018 წლის №16803, 31.08.2018 წლის №24086, 31.10.2018 წლის №31783, 26.12.2018 წლის №38449, 1.04.2019 წლის №8526, 23.04.2019 წლის №12648, 26.06.2019 წლის №21043, 23.08.2019 წლის №29639, 16.10.2019 წლის №35704 და 25.10.2019 წლის №37061 ბრძანებები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს მეორე დავის საგანთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას სადავო აქტებიდან რომელი (რა ნაწილში) ეწინააღმდეგება კანონს, ან რომელი აქტი სცდება საგადასახადო ორგანოს კომპეტენციის ფარგლებს, ან უფლებამოსილებას.

ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.მომჩივანი აღნიშნავს,რომ არ იყო ინფორმირებული საგადასახადო შემოწმების ჩატარების თაობაზე. ასევე,მიიჩნევსრ,რომ არ დარღვეულა აქტის გასაჩივრების ვადა და ასეთის არსებობის შემთხვევაში ვადა უნდა აღდგეს.

2.მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს მეორე დავის საგანთან დაკავშირებით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1.29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, 5.11.2019 წლის №38475 ბრძანება და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გავრცელდა 6.12.2019 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 26.12.2019 წელს.ამავე ნორმის საფუძველზე, 25.02.2019 წლის №3851 ბრძანება, საჯაროდ გავრცელდა 7.05.2019 წელს, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება - 3.10.2019 წელს ხოლო 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება 28.11.2019 წელს. აღნიშნული ბრძანებები ჩაბარებულად ჩაითვალა შესაბამისად, 2019 წლის 27 მაისს, 23 ოქტომბერსა და 18 დეკემბერს.29.10.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტს, 5.11.2019 წლის №38475 ბრძანებას და 6.11.2019 წლის №031-21 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს, ასევე 25.02.2019 წლის №3851, 31.01.2018 წლის №1978 და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანებებს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.06.2023 წელს.

2.აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 31.01.2018 წლის №1978 ბრძანება კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ, 3.04.2018 წლის №7743, 2.05.2018 წლის №10483, 2.07.2018 წლის №16803, 31.08.2018 წლის №24086, 31.10.2018 წლის №31783, 26.12.2018 წლის №38449, 25.02.2019 წლის №3851 ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, 1.04.2019 წლის №8526 ბრძანება, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 23.04.2019 წლის №12648, 26.06.2019 წლის №21043, 23.08.2019 წლის №29639 ბრძანებები შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, 16.10.2019 წლის №35704 ბრძანება, 31.01.2018 წლის №1978 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, 25.10.2019 წლის №37061 ბრძანება შემოწმების ვადის გაგრძელების შესახებ, და 28.10.2019 წლის №37369 ბრძანება შესამოწმებელი პერიოდის ცვლილების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

1. ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

2.საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17042 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

262,263,301,299.