გადაწყვეტილება №24612/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.02.2025
№ დოკუმენტი 24612/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24612/2/2025

27 თებერვალი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივნები: ფ/პ „----------“ (ს/ნ ----------) მემკვიდრეები „----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------„ მემკვიდრეების „----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------), „----------“ (პ/ნ ----------) 15.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24612/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.10.2024 წლის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.11.2024 წლის №24693 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 205 515,93 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 136 062

დღგ - 109 552

საშემოსავლო გადასახადი - 26 510

ჯარიმა - 35 363

საურავი - 34 090,93

 

პროცედურული გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის თემატური საგადასახადო შემოწმება, უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 14.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ „----------“ უფიქსირდებოდა უძრავი ქონებების შეძენა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამართულ საჯარო აუქციონებზე. აუქციონზე გატანილ ქონებებზე აღსრულება ხორციელდებოდა უზრუნველყოფილი კრედიტორის შპს „----------” სასარგებლოდ, რომლის დამფუძნებელიც იყო ფ/პ „----------“.

გადამხდელი აუქციონის გზით შეძენილი უძრავი ქონებების რეალიზებას ახდენდა ზოგ შემთხვევაში იგივე პირებზე, რომლის საკუთრებაშიც აუქციონზე გატანამდე იყო ქონება, ზოგ შემთხვევაში კი სხვა პირებზე. იგივე პირებზე, ძველ მესაკუთრეებზე ან მათ მემკვიდრეზე, რეალიზებული ჰქონდა 15 უძრავი ქონება, ხოლო 17 უძრავი ქონება რეალიზებული ჰქონდა მესამე პირებზე, რაც განხილულ იქნა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციად, რომლის ჯამური თანხა 100 000 ლარს აჭარბებდა 2019 წლამდე პერიოდში, შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის პირველი იანვრიდან.

საგადასახადო კოდექსის 160-ე, 161-ე, 168-ე და 171-ე მუხლის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. რეალიზებული ფართებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი ასევე დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით, ხოლო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. საგადასახადო ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობისთვის მომჩივანს ასევე დაერიცხა საურავი.

შემოწმების აქტის საფუძველზეც 26.12.2022 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №32871 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 26.12.2022 წლის №081-308 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა (2023 წლის 20 და 21 დეკემბერს, 2024 წლის 9 თებერვალს) შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8044 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად დამატებით შეესწავლა „----------“ მიერ 2021 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ღირებულებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას დაშვებული უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განესაზღვრა 1.01.2019 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულების მიზნით 2024 წლის 8 ოქტომბრის შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ თავდაპირველად შემოწმებისას დღგ-ის რეგისტრაცია განისაზღვრა 2019 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 100 000 ლარს აჭარბებდა 2019 წლამდე პერიოდში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა მოხდა 1.01.2019 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან, რის შედეგადაც დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 5.09.2019 წელი.

ასევე თავდაპირველად შემოწმებისას უძრავ ქონებაზე ს.კ. ---------- რეალიზაციის ფასად აღებული იყო 70 000 ლარი ნაცვლად 30 000 ლარისა, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით (დასკანერებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იკითხებოდა ციფრები სწორად). ზემოთაღნიშნულის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისა და ტექნიკური შეცდომის კორექტირების შედეგად გადაანგარიშდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადებში თავდაპირველად დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.

გადაანგარიშების შედეგად ჯამში საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 36 288 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 173 ლარით, ჯარიმა 9 055 ლარით.

აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 15 ოქტომბრის №22230 ბრძანება და ამავე თარიღის №081-208 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 13.11.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.11.2024 წლის №24693 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, პირის დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 5 სექტემბერი. ასევე, შემოწმების მიერ განხორციელდა უძრავი ქონებაზე ს/კ ---------- ტექნიკური შეცდომის გასწორება და აღნიშნული ქონების რეალიზაციის ფასად აღებულ იქნა 30 000 ლარი ნაცვლად 70 000 ლარისა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას/კორექტირებას.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 8 ოქტომბერს შედგა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აუდიტის დეპარტამენტის მირ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების შესაბამისად №1 და №2 საკითხი. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღად განისაზღვრა 5.09.2019 პერიოდი, როდესაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ გადააჭარბა 100 000 ლარს, ამასთანავე გათვალისწინებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ღირებულება 30 000 ლარი ნაცვლად 70 000 ლარისა რაც დასტურდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებით. თუმცა აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დასაბეგრი პერიოდის და დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის დადგომის განსაზღვრისათვის არ იქნა გათვალისწინებული 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულების ნასყიდობის ღირებულების გადახდაზე შეთანხმებულია გრაფიკი და გადანაწილებულია 3 წელზე. მიუხედავად აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვრული აქვს სრულად ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში. „----------“ წარმოადგენდა ფიზიკურ პირს, მისი საგადასახადო ვალდებულებები კი უნდა განსაზღვრულიყო საკასო მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განსაზღვრულიყო არა სრული ღირებულებით ოპერაციის დღგ-თი დაბეგვრა, როგორც დარიცხვის მეთოდის მიღებული სარგებელი ხელშეკრულების თარიღისათვის, არამედ ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად რაც ხელშეკრულებაში არის მითითებული. ამასთანავე ოპერაციის განხორცილების დროს მოქმედი სსკ-ის ნორმებით 161-ე მუხლი განსაზღვრავს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროს, კერძოდ , ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

შესაბამისად 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ის პირობები რის საფუძველზეც შედგა გარიგების საგანი და ამ პირობების შესრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებში განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს. ხელშეკრულების 2,4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გაუქმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გამყიდველს უკან დაუბრუნდებოდა ნასყიდობის საგანი. მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 15 ოქტომბერს გამოცემული №081-208 საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნას ახალი დასკვნა გადასახადი გადამხდელის საგადსახადო შემოწმების გადაანგარიშებაზე სადაც გათვალისწინებულ იქნება 2019 წლის 13 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, რის შემდგომაც შეიცვლება აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების თანხა და დრო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2024 წლის №8044 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად დამატებით შეესწავლა „----------“ მიერ 2021 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ღირებულებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას დაშვებული უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება;

- დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის და მის შესაბამისად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღი განესაზღვრა 1.01.2019 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველეყო საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 8.10.2024 წელს შედგენილ დასკვნაში აღნიშნულია, რომ თავდაპირველად შემოწმებისას დღგ-ს რეგისტრაცია განისაზღვრა 2019 წლის პირველ იანვარს, ვინაიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური თანხა 100 000 ლარს აჭარბებდა 2019 წლამდე პერიოდში. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის განსაზღვრა მოხდა 1.01.2019 წლიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხიდან, რის შედეგადაც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია გადამხდელს მოუწია 5.09.2019 წელს.

ასევე თავდაპირველად შემოწმებისას უძრავ ქონებაზე ს.კ. ---------- რეალიზაციის ფასად აღებული იყო 70 000 ლარი ნაცვლად 30 000 ლარისა, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური შეცდომით (დასკანერებული ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ იკითხებოდა ციფრები სწორად). ზემოთაღნიშნულის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღისა და ტექნიკური შეცდომის კორექტირების შედეგად გადაანგარიშდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რამაც გამოიწვია დღგ-ის და წლიური საშემოსავლო გადასახადებში თავდაპირველად დარიცხული თანხების შემცირება/კორექტირება.

გადაანგარიშების შედეგად ჯამში საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 36 288 ლარით, მათ შორის, გადასახადი 27 173 ლარით, ჯარიმა 9 055 ლარით.

მომჩივანი თვლის, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულება არ მომხდარა სათანადოდ.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დასაბეგრი პერიოდის და დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის დადგომის განსაზღვრისათვის არ იქნა გათვალისწინებული 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულების ნასყიდობის ღირებულების გადახდაზე შეთანხმებულია გრაფიკი და გადანაწილებულია 3 წელზე. მიუხედავად აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვრული აქვს სრულად ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში. „----------“ წარმოადგენდა ფიზიკურ პირს, მისი საგადასახადო ვალდებულებები კი უნდა განსაზღვრულიყო საკასო მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განსაზღვრულიყო არა სრული ღირებულებით ოპერაციის დღგ-თი დაბეგვრა, როგორც დარიცხვის მეთოდის მიღებული სარგებელი ხელშეკრულების თარიღისათვის, არამედ ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად რაც ხელშეკრულებაში არის მითითებული.

შესაბამისად 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ს/კ ---------- ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ის პირობები რის საფუძველზეც შედგა გარიგების საგანი და ამ პირობების შესრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებში განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს. ხელშეკრულების 2,4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გაუქმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გამყიდველს უკან დაუბრუნდებოდა ნასყიდობის საგანი.

შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მიერ 2023 წლის 20 და 21 დეკემბერს, 2024 წლის 9 თებერვალს წარდგენილი საჩივრებში აღნიშნული იყო, რომ 2019 წლის 13 მარტს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში (ს/კ ----------) ნასყიდობის თანხაზე განსაზღვრული იყო გადახდის 3 წლიანი გრაფიკი და ამ ოპერაციით მისაღები ნასყიდობის საგნის ღირებულება დღგ-ის მიზნებისთვის შემმოწმებელს „----------“ როგორც, ფიზიკური პირისთვის უნდა გაეანგარიშებინა საკასო და არა დარიცხვის მეთოდით.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანებით კი აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე 2021 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ღირებულებად 30 000 ლარის ნაცვლად 70 000 ლარის დაფიქსირების მართლზომიერების ხელახლა შესწავლა და პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის სანგარიშო პერიოდის 1.01.2019 წლიდან ათვლა (ვინაიდან 2019 წლამდე პერიოდ იყო ხანდაზმული). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ ყოფილა დაკმაყოფილებული და შესაბამისად, დაუსაბუთებელია მომჩივნის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულებისას ს/კ ---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების ნასყიდობის ღირებულება დღგ-ის მიზნებისთვის უნდა დათვლილიყო საკასო მეთოდით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დასაბეგრი პერიოდის და დღგ-ით სავალდებულო რეგისტრაციის თარიღის დადგომის განსაზღვრისათვის არ იქნა გათვალისწინებული 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით ხელშეკრულების ნასყიდობის ღირებულების გადახდაზე შეთანხმებულია გრაფიკი და გადანაწილებულია 3 წელზე. მიუხედავად აღნიშნული ხელშეკრულების პირობებისა აუდიტის დეპარტამენტს დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვრული აქვს სრულად ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში. მომჩივანი წარმოადგენდა ფიზიკურ პირს, მისი საგადასახადო ვალდებულებები კი უნდა განსაზღვრულიყო საკასო მეთოდის გამოყენებით, შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ უნდა განსაზღვრულიყო არა სრული ღირებულებით ოპერაციის დღგ-თი დაბეგვრა, როგორც დარიცხვის მეთოდის მიღებული სარგებელი ხელშეკრულების თარიღისათვის, არამედ ფაქტობრივად ანაზღაურებული თანხის შესაბამისად რაც ხელშეკრულებაში არის მითითებული. შესაბამისად 2019 წლის 13 მარტს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრულია ის პირობები რის საფუძველზეც შედგა გარიგების საგანი და ამ პირობების შესრულება წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულებში განუყოფელ და აუცილებელ ნაწილს. ხელშეკრულების 2,4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მყიდველის მიერ ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში გაუქმდებოდა ნასყიდობის ხელშეკრულება და გამყიდველს უკან დაუბრუნდებოდა ნასყიდობის საგანი. შემოსავლების სამსახურში მომჩივნის მიერ 2023 წლის 20 და 21 დეკემბერს, 2024 წლის 9 თებერვალს წარდგენილი საჩივრებში აღნიშნული იყო, რომ 2019 წლის 13 მარტს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში ნასყიდობის თანხაზე განსაზღვრული იყო გადახდის 3 წლიანი გრაფიკი და ამ ოპერაციით მისაღები ნასყიდობის საგნის ღირებულება დღგ-ის მიზნებისთვის შემმოწმებელს მომჩივანისთვის როგორც, ფიზიკური პირისთვის უნდა გაეანგარიშებინა საკასო და არა დარიცხვის მეთოდით. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანებით კი აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე 2021 წლის პირველ სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საგნის ღირებულებად 30 000 ლარის ნაცვლად 70 000 ლარის დაფიქსირების მართლზომიერების ხელახლა შესწავლა და პირის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნებისთვის სანგარიშო პერიოდის 1.01.2019 წლიდან ათვლა (ვინაიდან 2019 წლამდე პერიოდ იყო ხანდაზმული). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ ყოფილა დაკმაყოფილებული და შესაბამისად, დაუსაბუთებელია მომჩივნის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 10 აპრილის №8044 ბრძანების აღსრულებისას საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების ნასყიდობის ღირებულება დღგ-ის მიზნებისთვის უნდა დათვლილიყო საკასო მეთოდით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1„ა,ბ“); 275; 282; 304(21).