ბრძანება N 1715
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1715
02.02.2023
ფ/პ "----------" (პ/ნ ----------)
(მის: ---------- ;
ფაქტ. მის.: ---------- )
2022 წლის 9 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) №18420/2/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 ნოემბრის №007-317 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია კანონის დარღვევით. საგადასახადო შემოწმების აქტში, გარდა საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა, არ არის მითითებული არანაირი საფუძველი და დასაბუთება, თუ როგორ იქნა დათვლილი ფ/პ "----------" გადასახადი, ასევე, არ არის სავარაუდო დარღვევის ფაქტების ჩამონათვალი. აღნიშნული ზღუდავს გადამხდელის უფლებებსა და ინტერესებს. აცხადებს, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება №29428 ბრძანებასა და მის საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახული გადასახდელი თანხები, რაც ასევე ეწინააღმდეგება სამართლიანობასა და ლოგიკას. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის თანხასთან ერთად დასაკორექტირებელია სანქციის თანხებიც.
გადასახადის გადამხდელი ასევე აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს საფუძვლიანად არ შეუსწავლია მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია. გამოთვლებსა და დარიცხვებში ნათელია დაშვებული შეცდომები. ამასთან, გადამხდელი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე და 601 მუხლის პირველ ნაწილზე და ითხოვს გასაჩივრებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ნოემბრის №28963 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ "----------"ს (პ/ნ ----------) კამერალური საგადასახადო შემოწმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №19802/15-04-03/4 წერილით გადმოგზავნილი 2022 წლის 15 ნოემბრის თემატური რევიზიის აქტის შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე საგადასახადო ვალდებულების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 24 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-317 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 037 ლარი, მათ შორის გადასახადი 22 435 ლარი, ჯარიმა 8 375 ლარი, საურავი 6 227 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით დგინდება, რომ ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ძირითად თანხებთან ერთად იღებდა საპროცენტო სარგებელს. შესამოწმებელ პერიოდში ფ/პ "----------" მიერ სესხის სახით გაცემულმა თანხამ შეადგინა 182 770 აშშ დოლარი, საიდანაც შემოსავალმა სარგებლის სახით შეადგინა 102 390 ლარი, მათ შორის: 2019 წელს - 32 448 ლარი, 2020 წელს - 13 394 ლარი, 2021 წელს - 37 904 ლარი, 2022 წლის მდგომარეობით 18 644 ლარი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80, 81-ე და 102-ე მუხლების გათვალისწინებით, ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) მიერ სხვადასხვა პირებზე გასესხებული თანხებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში, ხოლო 2022 წელს პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი ექვემდებარება დეკლარირებას 2023 წლის 1 აპრილამდე. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად:
1. შემოსავალი გადასახადით იბეგრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი კანონიერება სადავოა.
2. საგადასახადო სამართალდარღვევით მიღებული შემოსავალი ან განხორციელებული სხვა ოპერაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების + (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
2. მიმდინარე გადასახდელებს არ იხდის გადასახადის გადამხდელი, რომელსაც გასული საგადასახადო წლის განმავლობაში არ ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი/დასაბეგრი მოგება, ასევე პირი, რომელსაც მიმდინარე წელს გაუუქმდა მიკრო ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი და გასული საგადასახადო წლის მიხედვით ჰქონდა დასაბეგრი შემოსავალი.
3. თუ გადასახადის გადამხდელის მიმდინარე საგადასახადო წლის მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავალი (მოგება), მათ შორის, საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით, არანაკლებ 50 პროცენტით მცირდება გასული საგადასახადო წლის დასაბეგრ შემოსავალთან (მოგებასთან) შედარებით და აღნიშნულის შესახებ იგი მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადის დადგომამდე აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, შეამციროს ან არ გადაიხადოს მიმდინარე გადასახდელების თანხები.
4. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენების შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ფაქტობრივი წლიური შედეგების მიხედვით არ დასტურდება მოსალოდნელი დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) არანაკლებ 50 პროცენტით შემცირება და გადასახადის გადამხდელს საანგარიშო წლის განმავლობაში სრული ოდენობით არ გადაუხდია მიმდინარე გადასახდელები, მან უნდა გადაიხადოს საურავი ამ კოდექსის შესაბამისად, მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადების დადგენილი თარიღებიდან საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის თარიღამდე არსებულ დროის მონაკვეთში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე იღებდა საპროცენტო სარგებელს. შემოწმებით პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანებით ფ/პ "----------" დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 16 750 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 16 750 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 9 169 ლარით. 2022 წლის 24 ნოემბრის №29428 ბრძანების საფუძველზე გამოცემულ №007-317 საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საშემოსავლო გადასახადის თანხა 22 435 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ საშემოსავლო გადასახადის 16 750 ლართან ერთად, საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია მიმდინარე გადასახდელების თანხები (გადახდის ვადები: 15.05.2022; 15.07.2022; 15.09.2022).
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
ულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ "----------" (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმება ჩატარებულია კანონის დარღვევით. საგადასახადო შემოწმების აქტში, გარდა საგამოძიებო დეპარტამენტის წერილისა, არ არის მითითებული არანაირი საფუძველი და დასაბუთება, თუ როგორ იქნა დათვლილი ფიზიკური პირის გადასახადი, ასევე, არ არის სავარაუდო დარღვევის ფაქტების ჩამონათვალი.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით ირკვევა, საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული მასალებით მომჩივანის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების, ასევე გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე იღებდა საპროცენტო სარგებელს. შემოწმებით პროცენტის სახით მიღებული შემოსავლები გათვალისწინებული იქნა შესაბამისი პერიოდების ერთობლივ შემოსავალში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანების საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 16 750 ლარის ოდენობით. ამავე ბრძანების მეორე პუნქტის მიხედვით, მომჩივანს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 16 750 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 9 169 ლარით. ამავე ბრძანების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია საშემოსავლო გადასახადის თანხა 22 435 ლარის ოდენობით. საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ საშემოსავლო გადასახადის 16 750 ლართან ერთად, საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია მიმდინარე გადასახდელების თანხები (გადახდის ვადები: 15.05.2022; 15.07.2022; 15.09.2022).
ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ვ“); 105(1,2).