გადაწყვეტილება №19340/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 19340/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19340/2/2023

4.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----------- 6.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19340/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5602 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 61 991,79 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 34 161

დღგ - 25 348

საშემოსავლო გადასახადი - 8 813

ჯარიმა - 15 260

საურავი - 12 570,79

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.07.2021 წლის №227-37 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა საჩივართან დაკავშირებული არგუმენტები, კერძოდ ფასნამატის განსაზღვრის ცხრილი, რომლის ანალიზის მიხედვითაც დგინდება, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 6,17%-ს, ხოლო საკონტროლო შესყიდვით დადგენილი საშუალო ფასნამატი (10 კატეგორიის საქონელზე) შეადგენდა 6,82%-ს. ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით უფრო მაღალია ფასნამატი, ვიდრე შემოწმებისას მიღებული დოკუმენტური ფასნამატი. იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც შემოწმების პროცესში ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, შემოწმებით განსაზღვრული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატები შესაბამისი საქონლის ჯგუფის მიხედვით დარჩა უცვლელი (2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე). საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, გავრცელებული იქნა შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა არც საკონტროლო შესყიდვა და არც დოკუმენტური რეალიზაცია, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების საფუძველზე გამოყვანილი საშუალო დოკუმენტური (საკონტროლო შესყიდვის) ფასნამატი 6,17%. გადამხდელს შეუმცირდა აქტით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადები.

აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5602 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლით დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 6.17%-ს, ასევე, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით უფრო მაღალია ფასნამატი, ვიდრე შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, იმ კატეგორიის საქონელზე რომელზეც შემოწმების პროცესში ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, შემოწმებით განსაზღვრული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატები, შესაბამისი საქონლის ჯგუფის მიხედვით, დარჩა უცვლელი. საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, გავრცელდა შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა არც საკონტროლო შესყიდვა და არც დოკუმენტური რეალიზაცია გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების საფუძველზე გამოყვანილი საშუალო დოკუმენტური (საკონტროლო შესყიდვის) ფასნამატი 6.17%

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან შემოწმებით გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილის შესწავლით დადგინდა, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 6.17%-ს, ასევე, ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით უფრო მაღალია ფასნამატი, ვიდრე შემოწმებით დადგენილი დოკუმენტური ფასნამატი. შედეგად, იმ კატეგორიის საქონელზე რომელზეც შემოწმების პროცესში ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, შემოწმებით განსაზღვრული საკონტროლო შესყიდვის ფასნამატები, შესაბამისი საქონლის ჯგუფის მიხედვით, დარჩა უცვლელი.

საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა საკონტროლო შესყიდვა, გავრცელდა შესაბამისი საქონლის კატეგორიების მიხედვით გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი, ხოლო იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა არც საკონტროლო შესყიდვა და არც დოკუმენტური რეალიზაცია გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების საფუძველზე გამოყვანილი საშუალო დოკუმენტური (საკონტროლო შესყიდვის) ფასნამატი 6.17%

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიწოდებული ინფორმაციის მიუხედავად გადაანგარიშება მოხდა არასრულად, დარიცხვა შემცირდა დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 1 242 ლარით.

დამუშავდა შეძენების და რეალიზაციის მონაცემები. დოკუმენტური შეძენები შეპირისპირებული იქნა უახლოეს შეძენებთან, გაკეთებულია ცხრილი, სადაც აქტით დარიცხული თანხები გადასახადის ნაწილში მცირდება 7 721 ლარით. შემოწმების აქტის გადაანგარიშებაში აუდიტორებმა სრულად არ გაითვალისწინეს მოთხოვნა. საკონტროლო შესყიდვით რეალიზებულ საქონელზე ფასნამატი უცვლელად დატოვეს და ნაცვლად 7 721 ლარისა დარიცხვა შემცირდა მხოლოდ 1 242 ლარით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. 3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მასალები. აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ფასნამატის განსაზღვრის ცხრილი, რომლის ანალიზის მიხედვითაც დგინდება, რომ საშუალო ფასნამატი შეადგენს 6,17%-ს, ხოლო საკონტროლო შესყიდვით დადგენილი საშუალო ფასნამატი (10 კატეგორიის საქონელზე) შეადგენდა 6,82%-ს. ზოგიერთი კატეგორიის საქონელზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილით უფრო მაღალია ფასნამატი, ვიდრე შემოწმებისას მიღებული დოკუმენტური ფასნამატი. იმ კატეგორიის საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა არც საკონტროლო შესყიდვა და არც დოკუმენტური რეალიზაცია, გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ მოწოდებული გაანგარიშების საფუძველზე გამოყვანილი საშუალო დოკუმენტური (საკონტროლო შესყიდვის) ფასნამატი 6,17%.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით განხორციელებულია გადაანგარიშება, ხოლო წარდგენილი ფასნამატის ნაწილი დოკუმენტურად არ დასტურდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანების შესაბამისად. საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 18.10.2021 წლის №32782 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 14.07.2021 წლის №227-37 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ).

აუდიტის დეპარტამენტის 23.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.02.2023 წლის №227-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.03.2023 წლის №5602 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

136(1,3);73(5);102(1ა);161(1ა);159(1ა);