ბრძანება N 15476
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15476
09 ივლისი 2025
ბრძანება
შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
(მის.: „-------“)
2025 წლის 11 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 26 ივნისის სხდომაზე (ოქმი №50) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 11 ივნისის №96171/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 მაისის №005-63 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1.დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების დანიშნულებით გატანილი თანხის - 335 000 ლარის ხელფასად განხილვა;
2.დირექტორის მიერ გადასახადების გადახდის დანიშნულებით საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის - 158 400 ლარის ხელფასად განხილვა. გადამხდელის განმარტებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადაანგარიშების პროცესში კომპანიის მხრიდან წარდგენილ იქნა ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც უნდა მომხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №2108 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „--------“ (ს/ნ „-------“) 2025 წლის 16 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და საბანკო ანგარიშიდან გატანილი ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების და საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით, შეისწავლოს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №2108 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 16 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 19 411 ლარით, მათ შორის, გადასახადი 12 914 ლარით და ჯარიმა 6 497 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 29 მაისის №005-63 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მე-2 სადავო საკითხთან (სალაროს ნაშთთან) დაკავშირებით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით სალაროში არსებული ფულადი ნაშთის გონივრულობის მტკიცებულებები, კერძოდ, საბაჟო დეკლარაციები, საიდანაც ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ კომპანიას იმპორტის გზით მიღებული აქვს საქონელი "------"-დან და სალაროში არსებული ფულადი სახსრები მოხმარდა აღნიშნული საქონლის განბაჟებას. გადაანგარიშების შედეგად შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები;
მე-3 და მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებისთვის არ წარმოდგენილა არსებითი მტკიცებულებები, რომელთა საშუალებითაც განხორციელდებოდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:
ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის თანახმად, თუ რეზიდენტი საწარმო (გარდა ამ მუხლის 142-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
ამავე მუხლის 93-ე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის 92-ე ნაწილით გათვალისწინებული ჩასათვლელი თანხა გამოიანგარიშება ფორმულით − A×B / (C-D), სადაც: A არის დივიდენდის სახით გასანაწილებელი თანხის ოდენობა; B არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა; C არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ოდენობა; D არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგების ხარჯზე დივიდენდის სანაცვლოდ საწარმოს მიერ პარტნიორისთვის გადაცემული ამ საწარმოს აქციების/წილის ღირებულება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების დანიშნულებით გატანილი თანხის ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელს მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა. ამასთან, დირექტორის მიერ გადასახადების გადახდის დანიშნულებით საბანკო ანგარიშიდან გატანილი ხელფასად განხილული თანხის დივიდენდად კვალიფიკაციის საკითხის შესწავლის მიზნით, გადამხდელს მიეცა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების (მათ შორის, საწარმოს ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციის) წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საწარმოს ფინანსური შედეგების გათვალისწინებით შეესწავლა 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის საკითხი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ შემმოწმებლისათვის გადაანგარიშების პროცესში წარდგენილ იქნა 01.01.2018 წლიდან 01.01.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდებზე კომპანიის ყოველწლიური ბრუნვითი ბალანსები, სალაროს მოძრაობის ბარათი, ბანკის მოძრაობის ბარათი (ასევე, საბანკო ამონაწერები), საწესდებო კაპიტალის მოძრაობის ბარათი და შესაბამისად, კაპიტალში შეტანილი თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სალაროს შემოსავლის ორდერები და ბანკის საგადახდო დავალება). აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, შემოწმების მიერ მოთხოვნილი იქნა საწესდებო კაპიტალში შემოტანილი თანხებისა და გაუნაწილებელი მოგების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მთელ პერიოდზე დღიდან რეგისტრაციისა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პერიოდი - 2010 წლიდან 2017 წლის ჩათვლით შემოწმებულია აუდიტის დეპარტამენტის მიერ. 2018 წლამდე ჩატარდა ორი საგადასახადო შემოწმება, რის შედეგადაც კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტების (რომლებიც შედგენილია 19.10.2015 წელს და 22.05.2018 წელს) საფუძველზე დაუდგინდა 1 581 293 ლარის ოდენობით გაუნაწილებელი მოგება, საიდანაც გაცემულია მხოლოდ 40 000 ლარი დივიდენდის სახით 2017 წელს. 2010 წლიდან 2018 წლამდე პერიოდზე შემოწმებისათვის ხელმისაწვდომი იყო საგადასახადო შემოწმების აქტები თავისი დანართებით, ხოლო 2018 წლიდან 2021 წლამდე პერიოდზე მიწოდებული იქნა ზემოთ აღნიშნული ბუღალტრული მონაცემები. მიუხედავად ამისა, შემოწმებამ დამატებით მოითხოვა 2018 წლამდე პერიოდზე კომპანიის ბუღალტრული მონაცემები, რის საფუძველზეც კომპანიის მიერ მოხდა აღნიშნული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, რასაც დამატებით წარმოადგენენ. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე თანდართულია მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციები და 2010-2020 წლების ბრუნვითი უწყისები წლების მიხედვით ექსელის ფაილებში.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №2108 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №2108 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
სადავო საკითხი
1.მომჩვანი არ ეთანხმება დამფუძნებლის მიერ კაპიტალის შემცირების დანიშნულებით გატანილი თანხის ხელფასად განხილვა;
2.გადამხდელი არ ეთანხმებადირექტორის მიერ გადასახადების გადახდის დანიშნულებით საბანკო ანგარიშიდან გატანილი თანხის ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიას უფიქსირდება დამფუძნებლის კაპიტალი და შესამოწმებელ პერიოდში ხორციელდება აღნიშნული თანხების გატანა დამფუძნებლის მიერ. შესამოწმებელ პერიოდში დამფუძნებლის მიერ გატანილი თანხა, შემოწმებით ჩათვლილ იქნა სახელფასო განაცემად შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ კომპანიის დირექტორს გადასახადების გადახდის დანიშნულებით საბანკო ანგარიშიდან გატანილი აქვს თანხა. შემოწმებით ვერ დგინდება გატანილი თანხის ბიუჯეტში შეტანა ან/და კომპანიაში დაბრუნება. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა ჩათვლილ იქნა ხელფასის სახით განაცემად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 10 თებერვლის №2108 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების და საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
73(9),981,101,130,154,309(92).