ბრძანება N 21919

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.10.2025
№ დოკუმენტი 21919
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21919

16 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------------ის (პ/ნ -------------------)

(მის.: -------------------------------------)

2025 წლის 24 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა ფ/პ ------------ის (პ/ნ -------------------) №-------/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2025 წლის 22 სექტემბრის №011- 376 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2024 წლის დეკემბერში მის მიერ რეალიზებულ იქნა უძრავი ქონება. კერძოდ, კომერციული ფართი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული უძრავი ქონება საკუთრებაში ორ წელზე მეტი ვადის განმავლობაში გააჩნდა, გადამხდელმა ჩათვალა, რომ აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენდა გადასახადებით დაბეგვრის ობიექტს და შესაბამისად, არც არანაირი დეკლარაცია არ წარმოუდგენია. გადამხდელი მიუთითებს, რომ მხედველობიდან გამორჩა, რომ კომერციული ფართების რეალიზაცია გადასახადების მხრივ წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ რეჟიმს, ვიდრე ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი სახლის ან ბინის რეალიზაცია. 2024 წლის დეკემბერში კომერციული ფართის სარეალიზაციო ღირებულება აღემატებოდა 100 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ მიწოდებამდე უნდა დარეგისტრირებულიყო დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად და შესაბამისი ღირებულება დაებეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ 2024 წლის დეკემბრის თვის ოპერაციაზე არ ჰქონდა გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი, რის შემდეგაც დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად, წარადგინა 2024 წლის დეკემბრის დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია და აღიარა გადასახადი. პარალელურად კი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტმა შეადგინა სადავო სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც შეეფარდა ჯარიმა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის პატიებას. ამასთან, გამოთქვამს მზაობას გადაიხადოს ძირითადი თანხა და საურავი, კერძოდ, ერთიანად გადაიხდის იმ რაოდენობის თანხას, რომ დავალიანება ჩამოცდეს 50 000 ლარს, რის შემდეგაც მოითხოვს ერთწლიანი გრაფიკის გაფორმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ფ/პ ------------ემ (პ/ნ -------------------) 2025 წლის 17 სექტემბერს წარმოადგინა ID:-------- განაცხადი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (ავტომატური+), დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია: 2024 წლის 9 დეკემბერი, პირობა - სავალდებულო. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში, განცხადებით მომართვის თვეში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ოპერაციის (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა მიუთითა - 0 ლარი. აღნიშნულ განცხადებაში 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს თვეში დაფიქსირდა დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი ოპერაციის თანხა-0, ხოლო გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის დეკემბრის თვის დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაცია ბრუნვით 398 169 ლარი.

ამდენად, გადამხდელმა განახორციელა დამატებული ღირებულების გადასახადის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 2024 წლის 9 დეკემბერი - 2025 წლის 17 სექტემბრის პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 22 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-376 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 19 908.47 ლარის ოდენობით.

აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2025 წლის 22 სექტემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------------ძეს (პ/ნ -------------------) 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 73 503.49 ლარი, საურავი 9 739.07 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 20 013.16 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------------ის (პ/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული ჯარიმის პატიებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელმა განახორციელა დამატებული ღირებულების გადასახადის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 2024 წლის 9 დეკემბერი - 2025 წლის 17 სექტემბრის პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-376 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 19 908.47 ლარის ოდენობით.აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო სექტემბერს.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით მომჩივანს 2025 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 73 503.49 ლარი, საურავი 9 739.07 ლარი და დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული 20 013.16 ლარი.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 165(1); 269(7) ;282(1);