გადაწყვეტილება №21805/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 21781/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21781/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ ----- )

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 3.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21781/2/2024).

 

დავის საგანი:

საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2023 წლის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.12.2023 წლის №31084 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 518 471.04 ლარი.

მათ შორის: დღგ - 190 820.38

ჯარიმა - 300 959.61

საურავი - 26 691.05

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით. საბაჟო დეპარტამენტის 16.10.2023 წლის №25607 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება.

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 24.10.2023 წლის №ა209-21-10 საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების შუალედურ აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

მოცემულ საბაჟო დეკლარაციებში საქონლის მიწოდების პირობაა CPT ან CIP თბილისი, დეკლარაციებში და მის თანმხლებ დოკუმენტებში (ინვოისებში) ასევე გამოყოფილია საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება, რომელებიც სავარაუდოდ შესაძლებელია (მნიშვნელოვნად დაბალი იყოს) რეალურად/სრულად არ ასახავდეს საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს, რომელიც წარმოადგენს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო დეპარტამენტის საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის სამმართველომ, საქონლის საბაჟო ღირებულების, მათ შორის გადახდილი/გადასახდელი ტრანსპორტირების ხარჯის სიზუსტის დადგენის მიზნით სატრანსპორტო ზედნადებებით (----) გაწეული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) შესაბამისი ხარჯების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია გამოითხოვა --- სს -----გან (ს/ნ ------) და ------ (-----)-ის -----გან საქართველოში (ს/ნ ------).

-(-) ------ (-------)-ის ------ საქართველოში საბაჟო დეპარტამენტს აცნობა, რომ სატრანსპორტო ზედნადებებში (------) მითითებული თანხები სრულად ასახავს შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემულ დეკლარაციებით გაფორმებული ტვირთის შესაბამის სატრანსპორტო ზედნადებებში (------) მითითებული მომსახურების (ტვირთის გადაზიდვის) ხარჯები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებულ ტრანსპორტირების ხარჯებს; ხოლო --(--) სს -------გან სატრანსპორტო ზედნადებების (-----) მიხედვით გამოგზავნილ ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების ამსახველ დოკუმენტში მოცემული თანხები ბევრად აღემატება შესაბამის საბაჟო დეკლარაციებში მითითებული ტრანსპორტირების ხარჯებს.

მოპოვებული ინფორმაციის (მათ შორის მსგავსი გადაზიდვების ღირებულების ანალიზის) და საბაჟო დეპარტამენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიას დაერიცხა იმპორტის გადასახდელი (დღგ) - 190 820.38 ლარის ოდენობით, ასევე საბაჟო დეკლარაციებზე საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჯარიმის სახით დაეკისრა 48 990.17 ლარი. ამასთან, კომპანია წინა შემოწმების (12.12.2022წ. №ა-----21-10 აქტით, 14.12.2022წ. №31447 ბრძანებით და 14.12.2022წ №001-233 საგადასახადო მოთხოვნის) შედეგად დაჯარიმებულია საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო დეკლარაციებზე საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად იქნა მიჩნეული და ჯარიმის სახით აღნიშნულ ნაწილში საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაეკისრა 251 969.44 ლარი, ხოლო ვინაიდან საბაჟო 4 დეკლარაციებში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის (პირველი და მე-2 ნაწილებით) გათვალისწინებული სამართალდარღვევის საკითხი (ამავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით) გადაწყდება საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვინაიდან „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 45-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, 26.10.2023 წლის №21-10/84410 წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა საბაჟო დეპარტამენტის 25.10.2023 წლის №26312 ბრძანება და ამავე თარიღის №001-246 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 25.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 12.12.2023 წლის №31084 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად, ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში, რამაც გამოიწვია საბაჟო ღირებულების და შესაბამისად იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო აქტით დარიცხული სანქცია და საბაჟო ვალდებულება მართლზომიერია.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე დარიცხული თანხა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო აქტით ირკვევა, რომ დღგ-ის ნაწილში დარიცხვის საფუძველი გახდა იმპორტის ოპერაციებისას ტრანსპორტირების ხარჯის არასწორი განსაზღვრა. კერძოდ, შემოწმების მიერ ტრანსპორტირების ხარჯის განსაზღვრისათვის გამოყენებულია სატრანსპორტო ზედდებულის (Air Waybill) მონაცემები. შედეგად გაზრდილია იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება და დამატებით დარიცხულია საბაჟო გადასახდელი დღგ-ის სახით. აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ პროდუქციის იმპორტირება ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიასთან კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი. ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და საბაჟო დეპარტამენტს დაევალოს აღნიშნული საკითხის დამატებით შესწავლა კომპანიის წარმომადგენლის თანამონაწილეობით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2, მე-9 და მე-10 ნაწილების მიხედვით:

2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:

ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;

ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.

10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.

საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს მისი წარდგენის შემდეგი საფუძველი: პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. საბაჟო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად:

6. შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებაში შეიტანება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ადგილამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ხარჯები, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა სასაქონლო პარტია ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით არის შემოტანილი, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად განაწილდება, რაც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულებით;

ბ) სადაზღვევო ხარჯი, თუ ეს ხარჯი დეკლარანტმა გასწია.

7. ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასს ამ მუხლით გათვალისწინებული ხარჯები დაემატება მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების საფუძველზე.

მომჩივანი ინფორმირებული იყო საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ თუმცა საჩივრის ზეპირ განხილვაში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა.

მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ საქონლის იმპორტი ხდება CPT ან CIP თბილისი მიწოდების პირობით, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ პროდუქციის მიწოდებას დანიშნულების ადგილამდე. შესაბამისად, გადამზიდავ კომპანიასთან კავშირი არ აქვს, მას ქირაობს მომწოდებელი და ანგარიშსწორებაც ხორციელდება, მხოლოდ მომწოდებელთან.

დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული ზემოხსენებულ დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო: --(-) ------ (------)-ის ------ს საქართველოში და ----(--) სს ----- მიერ სატრანსპორტო ზედნადებების (------) მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ვის საგანი: საქონლის ტრანსპორტირების ხარჯის არასწორად დეკლარირების საფუძვლით საქონლის საბაჟო ღირებულების და შესაბამისად საბაჟო გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ყვავილებით და სხვა მცენარეებით. საბაჟო დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საბაჟო დეკლარაციებით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება. გადამხდელის მიერ საქონლის გაფორმებისას ტრანსპორტირების ხარჯი არასწორად იქნა წარდგენილი და შესაბამისად ასახული დეკლარაციებში. აღნიშნულის დადგენას საფუძვლად დაედო სატრანსპორტო ზედნადებების მიხედვით, საბაჟო დეპარტამენტისთვის მიწოდებული ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულების (შესაბამისი ტვირთის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის) ამსახველი დოკუმენტები.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ტრანსპორტირების ღირებულების (საქონლის საქართველომდე ტრანსპორტირების ხარჯის), რომელიც წარმოადგენს საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, საქონლის გაფორმებისას არასწორად წარდგენამ და დეკლარაციებში არასწორად ასახვამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167