გადაწყვეტილბა №20884/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.02.2024
№ დოკუმენტი 20884/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20884/2/2023

15 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----ის 21.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20884/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.07.2023 წლის №024-53 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21767 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 394 361 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 710 230

დღგ - 263 105

საშემოსავლო გადასახადი - 447 125

ჯარიმა - 338 589

საურავი - 345 542

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ჩინეთიდან იმპორტირებული სანტექნიკის მასალებითა და აქსესუარებით ვაჭრობა, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 28 თებერვლიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 25 ივნისის №20874 ბრძანებით შესწავლილი საკითხებისა, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნებისთვის 2022 წლის 17 მაისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით ვერ ხდება დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრა. დეკლარირებული დამატებული ღირებულების დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვების, შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და გადამხდელის მიერ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს შემოწმებისთვის მიწოდებული სმფ-ის ნაშთის ღირებულებითი ანალიზის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებული ფასნამატი განსაზღვრული აქვს 9%-ის ოდენობით, რაც მკვეთრად განსხვავდება მსგავსი საქმიანობის ფარგლებში, მსგავს ტერიტორიულ ერთეულზე გამოყენებული და საგადასახადო შემოწმებით დადგენილი ფასნამატებისგან.

მიღებული შემოსავლის განსაზღვრის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. ჩატარდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასნამატის ანალიზი, ვინაიდან იმპორტირებული საქონელი ძირითადად შეძენილია კომპლექტების სახით და ამასთან, ძირითადად ვერ ხდება შეძენის დოკუმენტებში მითითებული საქონლის კონკრეტული დასახელებების მიხედვით რეალიზაციის სასაქონლოზედნადებებში მითითებულ საქონლის დასახელებებთან კავშირის დადგენა. დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი განხორციელდა შერჩევით, აღნიშნული შედარდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის მონაცემებსა და აღწერილი საქონლის პროპორციებს. შედეგად, შემოწმების მიერ დადგენილი, ინვენტარიზაციით დადასტურებული, საშუალო შეწონილი ფასნამატი განისაზღვრა 45.18%-ის ოდენობით, რომელიც გავრცელდა ინვენტარიზაციის ჩატარების მომიჯნავე წლებზე, ხოლო 2019 წელს გამოყენებულია იმავე საქმიანობის ფარგლებში იმავე ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური სუბიექტების მიერ გამოყენებული, აუდირებული დადგენილი ფასნამატი, რომელიც ემთხვევა აღნიშნულ მონაცემს. არაიდენტიფიცირებად რეალიზაციებზე გავრცელდა შემოწმებით დადგენილი საცალო რეალიზაციის ფასნამატი შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით. შესაბამისი შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით, გაიზარდა დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

ამასთან, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, დამატებით გამოვლენილი რეალიზებული პროდუქციიდან მიღებული შემოსავალი ჩაითვალა კომპანიის უფლებამოსილი პირის, დირექტორის, მიერ მიღებულად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საწარმოს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 19.07.2022 წლის №19173 ბრძანება და №024-43 №081-159 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 25.07.2023 წლის №17922 ბრძანება და №024-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ჩატარდა გადამხდელის მიერ წარდგენილი ფასნამატის ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დაახლოებულ თარიღებში შეძენილი აქვს სხვადასხვა ფასისა და ხარისხის ერთიდაიგივე დასახელების საქონელი, რომელთა დაკავშირებაც რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებულ ზოგად დასახელებებთან სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება, საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტური ფასნამატი შედგენილია შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის ზუსტი დამთხვევის/იდენტიფიცირების გარეშე და არ შეესაბამება რეალურ სურათს. ასევე, რიგ შემთხვევებში, წარდგენილ ფასნამატის ცხრილში არ არის გათვალისწინებული რეალიზებული საქონლის ფასის უახლოესი თარიღით შეძენის ფასთან კავშირი, ასევე არ არის დაკავშირებული სხვა იდენტიფიცირებადი რეალიზებული და შეძენილი საქონლის მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ განმეორებით ჩატარდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი. დაახლოებით 500 რეალიზაციის სასაქონლო ზედნადების ჩანაწერის ანალიზით, დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფასნამატთან. შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავოდ მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 18 იანვრის №542 ბრძანებით გათვალისწინებულ ვადაში მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილ იქნა დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ, დოკუმენტური შეძენარეალიზაციის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც გაშიფრული იყო 638 000 ლარის ღირებულების საქონელი, დაახლოებით 4 900 პოზიცია.

სრულიად გაუგებარია, როგორ შეიძლება 4 900 დასახელების საქონელზე გაანგარიშებული შეძენარეალიზაცია იყოს სრულად არასწორი, გამოდგეს სრულიად უვარგისი გაანგარიშებისთვის, ამავე დროს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული გაანგარიშება 500 დასახელების საქონელზე იყოს იმდენად სწორი და მის მიერ შესრულებული გაანგარიშება იყოს იმდენად არასწორი, რომ ჩვენს ჩართულობას ან განმარტებასაც არ საჭიროებდეს და ყოველმხრივ გამოუსადეგარი იყოს.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ დასკვნის ატვირთვამდე მინიმუმ ერთხელ მაინც შესაძლებელი იყო გადამხდელისთვის შეხმიანება და პოზიციის გაცნობა ან შესასწავლი საკითხის ერთად გავლა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადამხდელის მიმართ განხორციელებული დარიცხვა გადასახადში 710 000 ლარს შეადგენს.

ითხოვს, შემოსავლების სამსახურმა გამოიჩინოს პრინციპული მიდგომა აუდიტის დეპარტამენტს მიეცეს პირდაპირი დავალება გადამხდელის უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხის შესწავლა, დეტალურად გაანალიზებულ იქნეს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების შემთხვევაში, ასეთი საფუძველი კი ნამდვილად არის წარმოდგენილ გაანგარიშებაში, მოახდინოს გადამხდელის მიმართ დარიცხული დამატებული ღირებულების გადასახადისა და საშემოსავლო გადასახადის გადაანგარიშება შემცირების გზით.

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის, მე-18 მუხლის, მე-8 მუხლის 983 მუხლის, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის დარღვევებზე და მიაჩნია, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 სექტემბრის №21767 ბრძანებითა და 2023 წლის 19 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული დასკვნის შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტებით დაირღვა მისი კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი. მის მიმართ უნდა გავრცელდეს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და უნდა გათავისუფლდეს გასაჩივრებული აქტებით დარიცხული სანქციისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი შემოსავლის, დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნიდან და ამავე დეპარტამენტის №100712-21-14 წერილიდან ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილია შემოწმებული პერიოდების მიხედვით დოკუმენტური ფასნამატის გაანგარიშება, სადაც საწარმოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებულ ფასნამატად მიჩნეულია 15%. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიხედვით, კერძოდ, შემოწმებით ჩატარდა წარმოდგენილი ფასნამატის ანალიზი. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დაახლოებულ თარიღებში შეძენილი აქვს სხვადასხვა ფასისა და ხარისხის ერთიდაიგივე დასახელების საქონელი, რომელთა დაკავშირებაც რეალიზაციის დოკუმენტებში მითითებულ ზოგად დასახელებებთან სხვადასხვა კომბინაციით შეიძლება, საწარმოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური ფასნამატი შედგენილია შეძენა-რეალიზაციის დოკუმენტებში საქონლის ზუსტი დამთხვევის/იდენტიფიცირების გარეშე და არ შეესაბამება რეალურ სურათს. ასევე, რიგ შემთხვევებში, წარმოდგენილ ფასნამატის ცხრილში არ არის გათვალისწინებული რეალიზებული საქონლის ფასის უახლოესი თარიღით შეძენის ფასთან კავშირი, ასევე არ არის დაკავშირებული სხვა იდენტიფიცირებადი რეალიზებული და შეძენილი საქონლის მონაცემები, რომლებიც მოცულობითად იძლევა განსხვავებული ფასნამატის დადგენის შედეგს. შემოწმების მიერ განმეორებით ჩატარდა დოკუმენტური ფასნამატის ანალიზი, რომლის შედეგადაც შემოწმებით დაკავშირდა მაქსიმალურად დაახლოებული დასახელებების საქონელი და გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის უახლოესი თარიღის შეძენის ფასთან კავშირი. დაახლოებით 500 რეალიზაციის სასაქონლო ზედნადების ჩანაწერის ანალიზით, დოკუმენტური ფასნამატი შესაბამისობაშია საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფასნამატთან. ჩატარებული ანალიზის შედეგების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები უცვლელი დარჩა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების შესაბამისად, წარადგინა ფასნამატის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული, 5 000 პოზიცია დააკავშირა და ისე წარადგინა ფასნამატის ცხრილი, შესაძლოა ყველა სწორი არ იყო, მაგრამ სულ გამოუსადეგარი არ ყოფილა, დაასახელა კონკრეტული საქონელი, რომელიც იდენტიფიცირდება და დაკავშირებული აქვს ყველა შეძენა-რეალიზაცია.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმებისას გამოყენებული იქნა სმფ-ების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად დადგენილი ფასნამატი, სასაქონლო ზედნადებებით რაც დაკავშირდა, ჩაითვალა, რომ ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენება სწორი იყო. მომჩივნის მიერ გადაანგარიშებისას წარდგენილი ცხრილით არ ხდება კონკრეტული საქონლის იდენტიფიცირება, შეძენა-რეალიზაციის დაკავშირება შეუძლებელია და ერთ კონკრეტულ საქონელზე შეიძლება რამოდენიმე საქონელი დაკავშირდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნით გადაანგარიშება არ განხორციელდა.

მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ საკითხებს (საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა, დანაკლისის მიწოდებად განხილვა და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე სანქციებისაგან გათავისუფლება), რაზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს. ამასთან, დასახელებული სადავო საკითხებზე საჩივარი შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნულზე მომჩივანს წარედგინა 25.07.2023 წლის №17922 ბრძანება და №024-53 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 6.09.2023 წლის №21767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 18.01.2023 წლის №542 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6); 304(21);