გადაწყვეტილება №24923/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24923/2/2025
23 აპრილი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-----“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.03.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 17.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24923/2/2025).
დავის საგანი:
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის გაანგარიშება;
2. საწარმოდან გასული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას ავანსის თანხების გათვალისწინება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-583 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
965 174,66 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 539 084
დღგ - 4 559
საშემოსავლო გადასახადი - 534 525
ჯარიმა - 277 396 ,საურავი - 148 694,66
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.05.2024 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-583 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის გაანგარიშება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდზე საგადასახადო ორგანოს არ წარუდგინა მის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების ამსახველი ინფორმაცია მ.შ. ელექტრონული საბუღალტრო პროგრამა. კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი (ჩაითვალა, რომ საწარმოს დებიტორები/კრედიტორები არ გააჩნია), რაც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის, ასევე, საწარმოდან გასული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის, განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 49-ე, 61-ე, 73- ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთის, ასევე, საწარმოდან გასული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საწარმოს შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხის სახით დაუფიქსირდა 1 941 603 ლარი, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა რამდენიმე სახეობის საბუღალტრო პროგრამა, რომლებშიც არასრულყოფილად ჰქონდა ასახული განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამების მიხედვით, სასესხო ვალდებულებების ნაშთი იყო 0-ის ტოლი. მას შემდეგ, რაც საწარმოს ბუღალტრისთვის ცნობილი გახდა, განკარგვადი თანხის შესახებ, წარმოადგინა კვლავ საბუღალტრო პროგრამა, სადაც სესხის საწყის ნაშთად ასახა 3 702 889,7 ლარი. მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში კი ახორციელებს აღნიშნული სესხის თანხის დაბრუნებას დამფუძნებელზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დირექტორის ხელფასად განხილული განკარგვადი თანხა არის სესხის თანხის დაბრუნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოწმების მიერ დამატებით ჩატარდა ანალიზი წინა შემოწმებულ პერიოდებთან დაკავშირებით, გამოთხოვილ იქნა წინა პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც იკვეთება, რომ საწარმოს სესხი კომპანიის დამფუძნებლისგან არ აქვს აღებული, არამედ არარეზიდენტი კომპანია -„------- LLC“-სგან, რომლის ძირითადი ნაწილიც იფარება სწორედ წინა შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, წინა შემოწმების მონაცემების გათვალისწინებით (შემოსავლები/ხარჯები, თანხების ბიუჯეტში გადახდები და ა.შ) განსაზღვრულ იქნა ფულის ნაშთი მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, კერძოდ, 01.01.2021 წლისთვის, რამაც შეადგინა 110 698 ლარი (ანალიზი გაკეთებულ იქნა 2016 წლიდან აღნიშნულ პერიოდამდე). შედეგად, გამოიკვეთა, რომ საწარმოს წინა პერიოდებში, არ ჰქონდა ფულადი სახსრების დეფიციტი და მის მიერ მოწოდებული დაახლოებით 4 მილიონამდე სესხის ნაშთის არსებობის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამასთან, შემოწმების პოზიციას ამყარებს ის ფაქტიც, რომ წინა შემოწმებული პერიოდების საბუღალტრო ჩანაწერებში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება. 2016 წლიდან დღემდე, საწარმომ მოახდინა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის თითქმის სრულად (97%) რეალიზაცია, მიღებული აქვს შესაბამისი თანხები (დებიტორები არ გააჩნია), საწარმოს დირექტორსა და დამფუძნებელს კი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიიდან დივიდენდი არ გაუტანია, მასზე გაცემული ხელფასი კი შეადგენს მხოლოდ 21 812 ლარს, 2016-2024 წწ. პერიოდებში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების საკითხებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ეყრდნობა გადასახადის გადამხდელის პოზიციას, სადაც აღნიშნავს შემდეგს:
- განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას. განმარტავს, რომ წარადგენს გაწეული ხარჯების სრულ ჩამონათვალს.
- საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას მიუთითებს დაშვებულ მექანიკურ შეცდომებზე, კერძოდ, შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის სახელფასო განაცემად არის მიჩნეული კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხები, ასევე, ბანკის მიერ კომპანიის ანგარიშიდან ჩამოჭრილი ბანკის საკომისიოს თანხები, რამაც კომპანიისთვის, იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად გამოიწვია დარიცხვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ხარჯის და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების შესახებ. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ მისთვის (ელექტრონულ მისამართზე) გადაგზავნილი საბუღალტრო ბაზის მონაცემები და მითითება, რომ შესამოწმებელ პერიოდზე კომპანიას საბუღალტრო ბაზა არ გააჩნდა, არის ტყუილი.
არაპირდაპირი მეთოდის საფუძველზე საანგარიშო პერიოდში კომპანიის განკარგვადი შემოსავლების გაანგარიშებისას დაშვებულია არაერთი მექანიკური შეცდომა, რომელიც კომპანიისთვის დაუსაბუთებელი საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვას იწვევს, კერძოდ:
საგადასახადო ორგანოს მიერ კომპანიისთვის გადმოგზავნილი გაანგარიშებით ირკვევა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის სახელფასო განაცემად არის მიჩნეული და კომპანიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხები, ასევე ბანკის მიერ კომპანიის ანგარიშიდან ჩამოჭრილი ბანკის საკომისიოს თანხები, რამაც კომპანიისთვის, იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, საშემოსავლო გადასახადი დარიცხვა გამოიწვია.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა და სადავო საკითხის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების თანხების კორექტირება/შემცირება.
განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას, საგადასახადო ორგანოს მიერ არ მოხდა კომპანიის დანახარჯების გარკვეული ნაწილის გათვალისწინება. კომპანიაში საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე დაიწყო კომპანიის ფინანსური აუდიტი და კომპანიის მიერ უახლოეს დღეებში წარმოდგენილი იქნება დანახარჯების ზუსტი ჩამონათვალი, რომლის გათვალისწინება საგადასახადო ორგანოს მიერ განკარგვადი შემოსავლის დადგენისას არ მომხდარა და რამაც კომპანიისთვის იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად საშემოსავლო გადასახადების დაბეგვრა გამოიწვია.
უნდა დაევალოს კომპანიას დანახარჯების ჩამონათვალის წარმოდგენა, რომლის გათვალისწინება აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საკითხის შესწავლა და სადავო საკითხის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების თანხების კორექტირება/შემცირება.
საგადასახადო ვალდებულების გაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მოხდა კომპანიის დირექტორის/საზოგადოების პარტნიორის მიერ კომპანიისთვის მიცემული სესხის თანხების და მასზე დარიცხული პროცენტების გათვალისწინება, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მის დამფუძნებლისთვის უკან აქვს დაბრუნებული მისგან აღებული სესხის თანხები 605 782,39 აშშ დოლარი და 64 000 ლარი.
ამავე პერიოდში კომპანიას დამფუძნებელზე გაცემული აქვს სესხის პროცენტი - 253 142,23 აშშ დოლარის და 51 500 ლარის ოდენობით. ამ სესხების ნაწილის - 103 121,07 აშშ დოლარის აღება კომპანიამ დამფუძნებლისგან განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში. რიგ შემთხვევებში საბანკო ანგარიშიდან თანხების გამოტანისას პირველად დოკუმენტზე შეცდომით ეთითებოდა საბანკო ინსტიტუტების პროგრამის ტიპიური ჩანაწერი შენატანების დაბრუნება, თუმცა აღნიშნული გარემოება განაცემის შეფასებისას არარელევანტურია.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა და სახელფასო განაცემად ჩათვლილი თანხების რეკლასიფიკაცია დაბრუნებული სესხისა და გაცემული სესხის პროცენტის თანხებად. შესაბამისად, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი, რაც საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის 20.03.2025 წლის №-----21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, საწარმოს შემოწმების შედეგად, განკარგვადი თანხის სახით დაუფიქსირდა 1 941 603 ლარი, რაც განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარადგინა რამდენიმე სახეობის საბუღალტრო პროგრამა, რომლებშიც არასრულყოფილად ჰქონდა ასახული განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები. წარდგენილი საბუღალტრო პროგრამების მიხედვით, სასესხო ვალდებულებების ნაშთი იყო ნულის ტოლი. იმის შემდეგ, რაც საწარმოს ბუღალტრისთვის ცნობილი გახდა, განკარგვადი თანხის შესახებ, რაც ექვემდებარებოდა დაბეგვრას, წარადგინა კვლავ საბუღალტრო პროგრამა, სადაც სესხის საწყის ნაშთად დასვა 3 702 889,7 ლარი. მიმდინარე შესამოწმებელ პერიოდში კი ახორციელებს აღნიშნული სესხის თანხის დაბრუნებას დამფუძნებელზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ დირექტორის ხელფასად განხილული განკარგვადი თანხა არის სესხის თანხის დაბრუნება. დამატებით ჩატარებული იქნა ანალიზი წინა შემოწმებულ პერიოდებთან დაკავშირებით, გამოთხოვილი იქნა წინა პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ასლი, სადაც იკვეთება, რომ საწარმოს სესხი კომპანიის დამფუძნებლისგან არ აქვს აღებული, არამედ არარეზიდენტი კომპანია „-------- LLC“-ისგან, რომლის ძირითადი ნაწილიც იფარება სწორედ წინა შესამოწმებელ პერიოდში. ამასთან, წინა შემოწმების მონაცემების გათვალისწინებით (შემოსავლები/ხარჯები, თანხების ბიუჯეტში გადახდები და ა.შ) განსაზღვრულ იქნა ფულის ნაშთი მიმდინარე შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, კერძოდ 01.01.2021 წლისთვის, რამაც შეადგინა 110 698 ლარი (ანალიზი გაკეთებულ იქნა 2016 წლიდან აღნიშნულ პერიოდამდე). შედეგად გამოიკვეთა, რომ საწარმოს წინა პერიოდებში, არ ჰქონდა ფულადი სახსრების დეფიციტი და მის მიერ მოწოდებული დაახლოებით 4 მილიონამდე სესხის ნაშთის არსებობის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. ამასთან, წინა შემოწმებული პერიოდების საბუღალტრო ჩანაწერებში მსგავსი ინფორმაცია არ დასტურდება. 2016 წლიდან დღემდე, საწარმომ მოახდინა 2 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის თითქმის სრულად (97%) რეალიზაცია, მიღებული აქვს შესაბამისი თანხები (დებიტორები არ გააჩნია), საწარმოს დირექტორსა და დამფუძნებელს -------ს კი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიიდან დივიდენდი არ გაუტანია, მასზე გაცემული ხელფასი კი შეადგენს მხოლოდ 21 812 ლარს, 2016-2024 წწ. პერიოდებში.
შემოსავლების სამსახურის 26.02.2025 წლის №3456 ბრძანებით განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას ხარჯების გათვალისწინების და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული მექანიკური შეცდომების საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მტკიცებულებები ხარჯის და საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებისას დაშვებული შეცდომების შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის განმარტებით, გათვალისწინებული არ არის კომპანიის დირექტორის/საზოგადოების პარტნიორის მიერ კომპანიისთვის მიცემული სესხის თანხები და მასზე დარიცხული პროცენტები, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას მის დამფუძნებლისთვის უკან აქვს დაბრუნებული მისგან აღებული სესხის თანხები 605 782,39 აშშ დოლარი და 64 000 ლარი. კომპანიას დამფუძნებელზე გაცემული აქვს სესხის პროცენტი - 253 142,23 აშშ დოლარი და 51 500 ლარი. ამ სესხების ნაწილის - 103 121,07 აშშ დოლარის აღება კომპანიამ დამფუძნებლისგან განახორციელა შესამოწმებელ პერიოდში. რიგ შემთხვევებში საბანკო ანგარიშიდან თანხების გამოტანისას პირველად დოკუმენტზე შეცდომით ეთითებოდა საბანკო ინსტიტუტების პროგრამის ტიპიური ჩანაწერი შენატანების დაბრუნება.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ 27.03.2025 წელს ელექტრონულად წარმოადგინა დაზუსტებული საჩივარი, სადაც აღნიშნულია, რომ მოითხოვს განკარგვადი შემოსავლის გაანგარიშებისას კომპანიის მიერ მისი პარტნიორისთვის დაბრუნებული სესხის თანხების და გაცემული სესხის პროცენტის თანხების გათვალისწინებას. აღნიშნულის შესახებ მითითებული აქვს დეტალური გაანგარიშება და უნდა მოხდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
27.03.2025 წლის №-----/2/2025 დაზუსტებულ საჩივარში აღნიშნულია, რომ კომპანიამ ეკონომიკური საქმიანობა დაიწყო 2015 წელს. ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო კაპიტალი (1 437 506,43 აშშ დოლარი) კომპანიამ სესხის სახით, მიიღო არარეზიდენტი (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული) კომპანიისგან - ------- LLC. კერძოდ: 1.06.2016 წელს - 299 954,43 აშშ დოლარი, 17.06.2016 წელს - 337 706 აშშ დოლარი, 26.01.2017 წელს 210 000 აშშ დოლარი, 31.01.2017 წელს - 289 960 აშშ დოლარი, 5.03.2018 წელს - 244 943 აშშ დოლარი და 13.03.2018 წელს - 54 943 აშშ დოლარი. კომპანიამ არარეზიდენტ პირს 2017 წლის I ნოემბერს უკან დაუბრუნა 300 000 აშშ დოლარი, ხოლო 01.01.2018 წლისთვის დავალიანებად დარჩა - 1 137 506,43 აშშ დოლარი. საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა - -------მა (პ/ნ ------, ------) 2018 წელს საკუთარი სახსრებით სრულად მოახდინა არარეზიდენტი კომპანიის - ------- LLC.-ის მიმართ საზოგადოების დავალიანების - 1 137 506,43 აშშ დოლარის დაფარვა, რის გამოც კომპანიის ერთი კრედიტორი - ----- ------ LLC. ჩაანაცვლა კომპანიის ახალმა კრედიტორმა - -------მა (პ/ნ ------, ------). 1.4.2016-2023 წლებში საოპერაციო ხარჯების დაფარვის მიზნით კომპანიამ განახორციელა დამატებითი სასესხო ვალდებულებების აღება ჯამში - 637 700,07 აშშ დოლარის ოდენობით:
ა) სესხი -------გან საბუღალტრო სასესხო ანგარიშზე 4140 3 – 407 079 აშშ დოლარი - სრულად დაფარულია 2020 წლის დეკემბერში,ბ) სესხი -----გან საბუღალტრო სასესხო ანგარიშზე 4140 307 – 27 500 აშშ დოლარი - სრულად დაფარულია 2020 წლის დეკემბერში,გ) სესხი -----გან საბუღალტრო სასესხო ანგარიშზე 4140 153 – 103 121,07 აშშ დოლარი - დაფარული არ არის და
დ) სესხი საქართველოს ბანკისგან საბუღალტრო სასესხო ანგარიშზე 4140 55 – 100 000 აშშ დოლარი - დაფარული არ არის. გარდა სავალუტე სესხებისა, კომპანიამ საოპერაციო ხარჯების დაფარვის მიზნით განახორციელა სასესხო ვალდებულებების აღება ეროვნულ ვალუტაშიც:
ა) სესხი ------გან საბუღალტრო სასესხო ანგარიშზე 4140 2 – 202 796,03 ლარი - სრულად დაფარულია 2020 წლის ოქტომბერში. დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე კომპანიის მიერ რეალიზებული ბინების ღირებულებამ (დღგ-ის ჩათვლით), სხვა შემოსავლის ჩათვლით, შეადგინა ლარში შეადგინა - 11 979 968 ლარი. დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე კომპანიის მიერ შესყიდულმა საქონლის და მომსახურების თანხებმა (დღგ-ის ჩათვლით), საბანკო ხარჯისა და სხვა დანახარჯების ჩათვლით შეადგინა - 9 028 129 ლარი. დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე კომპანიის მიერ გადახდილმა და დეკლარირებულმა ხელფასმა და ფიზიკურ პირებზე განხორციელებულმა სხვა დასაბეგრმა განაცემის თანხებმა შეადგინა - 668 528 ლარი. დაფუძნების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე კომპანიის მიერ სახელმწიფი ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა შეადგინა - 1 081 618 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიის მიერ საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა განკარგვადმა შემოსავალმა შეადგინა - 1 201 693 ლარი, კერძოდ: მიღებული ფულადი სახსრები უძრავი ქონების რეალიზაციიდან - 11 979 968 ლარი, ელექტრონული დოკუმენტით შეძენილი მომსახურება/საქონელი - (-9 028 129) ლარი, გადახდილი ხელფასი/სხვა დასაბეგრი განაცემი - (-668 528) ლარი, სახელმწიფი ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა შეადგინა - (-1 081 618) ლარი. საოპერაციო საქმიანობიდან განკარგვადი შემოსავალი - 1 201 693 ლარი. საოპერაციო მოგებიდან მიღებულ განკარგვად შემოსავალს დაემატა საბანკო დეპოზიტებიდან მიღებული შემოსავალი - 36 971 ლარი, მიღებული სესხები - 5 548 112 ლარი და დადებითი საკურსო სხვაობა - 416 670 ლარი. შესაბამისად, განკარგვადმა შემოსავალმა ჯამში შეადგინა - 7 203 446,8 ლარი. აღნიშნული თანხიდან კომპანიამ მოახდინა მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვა - 6 278 793 ლარის ოდენობით. ამავე თანხიდან მოხდა მიღებულ სესხებზე დარიცხული პროცენტის - 651 964 ლარის გასტუმრება. საგადასახადო ორგანომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ გასტუმრებული სასესხო ვალდებულებები (უკან დაბრუნებული სესხის ძირითადი თანხა) ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაუქვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საგადასახადო ორგანო შემოწმების აქტში უთითებს, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საოპერაციო საქმიანობიდან მიღებული განკარგვადი შემოსავლის ნაწილი - 1 941 602 ლარი, ავტომატურად ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ გამსესხებლებზე დაბრუნებული სესხის ძირითადი თანხები. საგადასახადო ორგანო მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორის/დამფუძნებლის მიერ ბანკიდან გატანილ თანხებზე მითითებული არის კაპიტალის შემცირება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის კაპიტალში საზოგადოების პარტნიორის შენატანები შესამოწმებელ პერიოდში არ ფიქსირდებოდა, აღნიშნული თანხები ჩაითვალა კომპანიის მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასადა და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საზოგადოების მმართველი პარტნიორის (დირექტორის) მიერ კომპანიის საბანკო ანგარიშიდან თანხების გატანისას, საბანკო საგადახდო დავალებებში ეთითებოდა ბანკის შაბლონური ჩანაწერი - კაპიტალის შემცირება და შინაარსობრივად კომპანიის რუსულენოვანი დირექტორი გულისხმობდა კომპანიისთვის მიცემული სესხის თანხების უკან დაბრუნებას. აღნიშნული სასესხო ვალდებულებები მითითებული იყო კომპანიის მიერ წინა საგადასახადო შემოწმებისას შემმოწმებლებისთვის გაგზავნილ საბუღალტრო რეესტრებში. საჩივარზე თანდართულია სასესხო ვალდებულებების და მათი ოდენობების დამადასტურებელი დოკუმენტები. კომპანიის სასესხო ვალდებულების არსებობა შემმოწმებელს აქვს დადასტურებული შემოწმების პროცესში, რადგან გამსესხებელზე გაცემული სესხის პროცენტის თანხებზე გადახდილი პროცენტები შემოწმების პროცესში დაექვემდებარა დაბეგვრას. შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა კომპანიის მიერ დეკლარირებულისგან არსებითად განსხვავებული შემოსავლის დადგენა, სწორედ ამიტომაც დღგ-ს კუთხით დარიცხული თანხა 4 559 ლარი გამოწვეულია ჩათვლის წესების დარღვევისა და არა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაზრდის გამო. ყოველივე ზემოაღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.------- LLC.-ს შორის არ არსებობს სამმხრივი ხელშეკრულებები კრედიტორის ჩანაცვლების თაობაზე. შპს -------ის მიერ ------ LLC.-სთვის გადასახდელი დავალიანების მესამე პირ(ებ)ისგან დაფარვის თაობაზე არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებები, რომელზეც მხარეთა მიერ შესრულებული ხელმოწერები ნოტარიულად დადასტურებული იქნება მომჩივნის მიერ მითითებული გადახდების პერიოდებში (2016- 2018 წლები). შესაბამისად, შესაბამის პერიოდებში შედგენილი და დამოწმებული დოკუმენტებით არ დგინდება -------- LLC.-სთვის შპს -------ის სახელით/ჩანაცვლებით თანხის გადამხდელი პირ(ებ)ის ვინაობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში. წარმოდგენილი არ არის შპს --------ის მიერ შესაბამის პერიოდში დამფუძნებლის მიმართ ასაღიარებელი ვალდებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღრიცხვისთვის შესაბამის პერიოდებში შედგენილი და სათანადოდ დამოწმებული მტკიცებულებები.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭო უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებულად ვერ მიიჩნევს შპს ----ის მიერ ---- LLC.-სთვის გადასახდელი დავალიანების ------ის მიერ დაფარვის, მისი კრედიტორად აღრიცხვის და შესამოწმებელ პერიოდში აღნიშნული კრედიტორული დავალიანების დაფარვის ფაქტებს, რის საფუძველზეც საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საწარმოდან გასული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით თანხების გასვლა, თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 557 180 ლარს. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებლის მხრიდან კაპიტალში თანხების შეტანა არ ფიქსირდება, არც შემოწმების წინა პერიოდში და არც მიმდინარე პერიოდში. ამასთან, წარმოდგენილი საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისში კაპიტალის ანგარიშის ნაშთი ნულის ტოლია. ამასთან, წინა პერიოდების ფულის მოძრაობის ანალიზიდან გამომდინარე, საწარმოს უფიქსირდება ნაღდი ფულის დადებითი ნაშთი. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოდან გასული თანხები, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე (-----), გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისთვის დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით თანხების გასვლა, თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 557 180 ლარს. დამფუძნებლის მხრიდან კაპიტალში თანხების შეტანა არ ფიქსირდება, არც შემოწმების წინა პერიოდში და არც მიმდინარე პერიოდში. საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისში კაპიტალის ანგარიშის ნაშთი ნულის ტოლია.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ პირველი დავის საგნის ნაწილში წარმოდგენილი მომჩივნის არგუმენტაციისა და სადავო საკითხებთან დაკავშირებით საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას ავანსის თანხების გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენს, მის მიერ აშენებული კორპუსებიდან (ს/კ ---------) საცხოვრებელი/კომერციული ფართების რეალიზაციას. აღნიშნულ ლოკაციებზე მშენებლობის პროცესი დასრულებულია, ხოლო რეალიზებულ ფართებზე, სახელშეკრულებო ღირებულებები, თითქმის სრულად ანაზღაურებულია მყიდველებისგან საბანკო ჩარიცხვების გზით. გადაფორმებულ ფართებთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საბანკო ჩარიცხვების ერთობლივი შესწავლის შედეგად, განსაზღვრულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები (აქ ასევე გათვალისწინებულია იჯარით მიღებული შემოსავალი 1 800 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ოდენობით). დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას, გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რაც შესაბამისად დაექვემდებარა კორექტირებას და აღნიშნულმა განაპირობა გარკვეული პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების შემცირება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტზე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 97-ე მუხლებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეზე არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადახდილ ავანსებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიამ თამთა ლაგვილავას და გელა ძნელაძეს მიაწოდა საქონელი, კერძოდ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება. აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემა საგადასახადო შემოწმების პროცესში დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, თუმცა დღგ-ის ვალდებულების გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა კლიენტებისგან წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის თანხები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში უკვე დაბეგრილი იყო დღგ-ით. შესაბამისად, კომპანიას იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად დაერიცხა დღგ.
უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საკითხის შესწავლა და სადაო საკითხის ფარგლებში კომპანიისთვის დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების თანხების კორექტირება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
გადაფორმებულ ფართებთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საბანკო ჩარიცხვების ერთობლივი შესწავლის შედეგად, ასევე იჯარით მიღებული შემოსავალის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას, გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რაც შესაბამისად დაექვემდებარა კორექტირებას.
მომჩივანი საჩივარში უთითებს, რომ დღგ-ის გაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნა წინა საანგარიშო პერიოდებში მიღებული ავანსის თანხები, რომელიც შესაბამის საანგარიშო პერიოდში უკვე დაბეგრილი იყო დღგ-ით.
მომჩივანს სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჩივრის ზეპირი განხილვის დროს არგუმენტაცია/მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ასევე სადავო საკითხი გამოკვეთილი არ არის 27.03.2025 წელს წარმოდგენილ დაზუსტებულ საჩივარში (№24976/2/2025).
საბჭო მიუთითებს, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთის გაანგარიშება;
2. საწარმოდან გასული თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა;
3. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრისას ავანსის თანხების გათვალისწინება;
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანიის ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზით დადგინდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს ფულის ნაშთი, რაც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს 2021 წლის საანგარიშო პერიოდში უფიქსირდება კაპიტალის შემცირების დანიშნულებით თანხების გასვლა, 2021 წლის დასაწყისში კაპიტალის ანგარიშის ნაშთი ნულის ტოლია. ამასთან, წინა პერიოდების ფულის მოძრაობის ანალიზიდან გამომდინარე, საწარმოს უფიქსირდება ნაღდი ფულის დადებითი ნაშთი. ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოდან გასული თანხები, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვალა დირექტორზე, გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში ახდენს, მის მიერ აშენებული კორპუსებიდან საცხოვრებელი/კომერციული ფართების რეალიზაციას. აღნიშნულ ლოკაციებზე მშენებლობის პროცესი დასრულებულია, ხოლო რეალიზებულ ფართებზე, სახელშეკრულებო ღირებულებები, თითქმის სრულად ანაზღაურებულია მყიდველებისგან საბანკო ჩარიცხვების გზით. გადაფორმებულ ფართებთან დაკავშირებული ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და საბანკო ჩარიცხვების ერთობლივი შესწავლის შედეგად, განსაზღვრულ იქნა შესაბამისი პერიოდების დღგის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვები. დეკლარირებულ მონაცემებთან შედარებისას, გამოვლინდა გარკვეული სხვაობები, რაც შესაბამისად დაექვემდებარა კორექტირებას და აღნიშნულმა განაპირობა გარკვეული პერიოდების დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების შემცირება.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ვინაიდან მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდებოდა შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 101;164; 275;.