ბრძანება N 12527

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 06.06.2023
№ დოკუმენტი 12527
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12527

06.06.2023

შპს „------“ (ს/ნ „------“)

(მის.:„------“)

2023 წლის 15 მარტის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) იმსჯელა შპს „------“ (ს/ნ „------“) 2023 წლის 15 მარტის №491069 (რეგ. №------- , 16.03.2023) საჩივარზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-15 მუხლის პირველ, მე-2, 21 და მე-3 პუნქტებზე, რომელთა თანახმად:

1. მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში აპარატი ადგენს, შეიცავს თუ არა საჩივარი ხარვეზს.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჩივრის დასაშვებობა სადავოა, აპარატი ითხოვს დამატებით ინფორმაციას ან/და დოკუმენტაციას.

2 1. იმ შემთხვევაში, თუ საჩივარში არ არის მითითებული კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მომჩივანი ამყარებს თავის მოთხოვნებს, დავის განმხილველი ორგანო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მომჩივანს უდგენს ხარვეზს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე .

3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივრის განხილვა ჩერდება ხარვეზის შესახებ შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან ხარვეზის სრულად გამოსწორების მომდევნო დღემდე, ხოლო მომჩივანს მიეცემა საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საჩივრის განხილვა განახლდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანი დადგენილ ვადაში სრულად გამოასწორებს აპარატის მიერ მითითებულ ხარვეზს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს: გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი; დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა. ამასთან, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია ხარვეზის არსებობის მიუხედავად მიიღოს საჩივარი წარმოებაში, თუ იგი არსებითად არ უშლის ხელს საჩივრის განხილვას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივარში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2023 წლის 21 მარტის №21-04/22985 წერილით მომჩივანს მიეცა რეკომენდაცია ამ წერილის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საჩივარი შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან. აღნიშნულ წერილს მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული ვებგვერდის მეშვეობით 2023 წლის 22 მარტს.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ხარვეზი, რომელიც საჩივრის არსებითად განხილვის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს, არ არის გამოსწორებული.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, კერძოდ, საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი და მომჩივანმა არ გამოასწორა აპარატის მიერ მითითებული ხარვეზი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------“ (ს/ნ „------“) მიერ წარმოდგენილი საჩივარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „------“) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.