ბრძანება N 19690

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.09.2024
№ დოკუმენტი 19690
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 19690

02 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 9 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №89) განიხილა ფ/პ ---------- (პ/ნ -------------) 2024 წლის 9 აგვისტოს №91347/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 ივლისის ID: 33447090 შესაგებელთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. მიუთითებს, რომ სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის და 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათით, თუმცა ვინაიდან 2022-2023 წლებში არ უსარგებლია აღნიშნული შეღავათით, წარადგინა საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები, რის საფუძველზეც პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ზედმეტობა 1200 ლარი, თუმცა თანხის დაბრუნების შესახებ მოთხოვნაზე მიიღო უარყოფითი პასუხი იმ მოტივით, რომ ვერ დასტურდება შეღავათით სარგებლობის საფუძველი. გადამხდელი განმარტავს, რომ ცხოვრობს ------ში, ხოლო 2022 წლიდან დასაქმებულია სოფ. -----ში, რომელიც 2016 წლამდე მიეკუთვნებოდა მაღალმთიან რეგიონს და დღეის მდგომარეობით ვრცელდება აღნიშნული შეღავათი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად განხორციელდა ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) 2024 წლის 17 ივლისის მოთხოვნის (ID ----------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის თანახმად, ფ/პ ---------- (პ/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის და 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით, წლიური დეკლარაციების წარდგენის საფუძველზე.

ფ/პ --------- (პ/ნ ----------) 2024 წლის 25 ივლისს აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვა უარი, კერძოდ: ,,შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა განიხილა თქვენი მოთხოვნა და გაცნობებთ, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავით განსაზღვრული უარის თქმის საფუძველი, კერძოდ: თქვენს მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ დასტურდება, რომ თქვენ გაქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის

თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე თავის 132 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოქმნილი ზედმეტობის შემთხვევაში, წარდგენილ „მოთხოვნაში“ აღწერილი უნდა იყოს ზედმეტად გადახდილი თანხის გამომწვევი მიზეზები და მას უნდა დაერთოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი (პასუხისმგებლობა დაქირავებულისთვის გაცემული და დაკავებული თანხის სისწორეზე ეკისრება საგადასახადო აგენტს).

ამავე თავის 135 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ----------- (პ/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. ფ/პ-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობა გამოწვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 91-ე ნაწილის და 2016 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათის გამოყენების მიზნით, წლიური დეკლარაციების წარდგენის საფუძველზე.

ფ/პ-ის 2024 წლის 25 ივლისს აღნიშნულ მოთხოვნაზე ეთქვა უარი, კერძოდ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით არ დასტურდება, რომ თქვენ გაქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება.“

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1);65(1);153(4);