გადაწყვეტილება №25609/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25609/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 7.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25609/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 28.04.2025 წლის №7932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ივნისის №006-159 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 ივლისის №16778 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 67 972.27 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 66 655.94
ჯარიმა - (-0.01)
საურავი - 1 316.34
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საკონდიტრო ნაწარმის წარმოება (ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელები და ა.შ.). საქმიანობას ახორციელებს ქ.---ში, იჯარით აღებულ ფართში. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №3930 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 13 მაისიდან 2025 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 20 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ ყოფილა, თუმცა დღგ-ის სავალდებულო რეგისტრაცია, საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის საფუძველზე, უწევდა 2023 წლის 27 მაისს. საგადასახადო ორგანოს მიერ გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ასევე, სავალდებულო რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩასათვლელი დღგ-ის თანხები, რის შედეგადაც მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №5581 ბრძანება და №006-37 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 110 239.37 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, საწარმო, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №006-37 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანება 12.05.2025 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 23.05.2025 წლის №25166/2/2025 (რეგ. 28.05.2025 წელი; №03/39018) გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 3.06.2025 წლის დასკვნა, 10.06.2025 წლის №12020 ბრძანება და №006-159 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 31 256 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 67 972.27 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 6 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 28 ივლისის №16778 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, განმარტავს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება წარედგინა მტკიცებულებები (დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტები), ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხი შეესწავლა მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და ჩათვლების გათვალისწინებით, შემცირებას დაექვემდებარა დარიცხული დღგ. ასევე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემცირებას დაუქვემდებარა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს არ ეთანხმება დღგ-ის გაანგარიშებაში. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვადა არასწორად არის განსაზღვრული, რის გამოც გაზრდილია დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, ჩასათვლელი დღგ-ის განსაზღვრაში, ბიუჯეტის დღგ-ის გაანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურება ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო. შესაბამისად, ითხოვს დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვადის სწორად განსაზღვრას და დღგ-ის ფაქტურების სრულად ჩათვლას. აღნიშნულის შემდგომ სწორად დადგინდება საწარმოს გადასახადები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, სადავო საკითხი შეისწავლოს მ.შ. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, საწარმო, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 26 მარტის №006-37 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან და აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული საურავისგან (ამ გადაწყვეტილების მიღების თარიღისთვის).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვლებში გაითვალისწინა 4 988 ლარი და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი.
- შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 31 256 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 987 ლარი და ჯარიმა - 26 268 ლარი. ამასთან, კომპანიას, შემოსავლების სამსახურის 4 28.04.2025 წლის №7932 ბრძანების საფუძველზე, საურავის გაანგარიშების მიზნით, შეუმცირდა „გადასახადების/გადასახდელების სახეების და გადახდის ვადების“ მიხედვით, ძირითად გადასახადში დარიცხული 71 643 ლარი და დაერიცხა „გადასახადების/გადასახდელების სახეების“ მიხედვით ძირითად გადასახადში 71 643 ლარი 2025 წლის 28 აპრილის ვადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ჩასათვლელი დღგ-ის განსაზღვრაში, ბიუჯეტის დღგ-ის გაანგარიშებისას, არ არის გათვალისწინებული კომპანიის მიერ დაუდასტურებელი დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურები, რომლის დადასტურება ვერ მოხერხდა არაკვალიფიციური სტატუსის გამო. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სადავო საკითხი დაკმაყოფილებულია 2025 წლის 3 ივნისის დასკვნით. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 28.04.2025 წლის №7932 ბრძანებით ამ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭოში მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა საჩივრის განხილვის პროცესს და დამატებით წარმოედინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები, თუმცა კომპანიის წარმომადგენელი არ დაესწრო საბჭოს სხდომას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 28.04.2025 წლის №7932 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვლებში გაითვალისწინა 4 988 ლარი და შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7932 ბრძანების აღსრულების შედეგად, შემცირებას დაექვემდებარა საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები. გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 31 256 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 987 ლარი და ჯარიმა - 26 268 ლარი. ამასთან, კომპანიას, შემოსავლების სამსახურის №7932 ბრძანების საფუძველზე, საურავის გაანგარიშების მიზნით, შეუმცირდა „გადასახადების/გადასახდელების სახეების და გადახდის ვადების“ მიხედვით, ძირითად გადასახადში დარიცხული 71 643 ლარი და დაერიცხა „გადასახადების/გადასახდელების სახეების“ მიხედვით ძირითად გადასახადში 71 643 ლარი 2025 წლის 28 აპრილის ვადით.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1, გ).