ბრძანება N 36713

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.12.2020
№ დოკუმენტი 36713
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 36713

10/12/2020

სს ---------------

(მის.:ქ. ------- )

2020 წლის 30 ოქტომბრის და 05 ნოემბრის

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №87) განიხილა სს ----- ს №54446/1/2020 და №54576/1/2020 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 02 ოქტომბრის №081-273 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ საწარმოს კაპიტალში შენატანის სახით აქტივების მიწოდებისას მიღებული დღგ-ის ჩათვლა შემოწმების შედეგად გაუუქმდა, რადგან კაპიტალში შეტანილი აქტივების ნაწილი გამოიყენებოდა სამედიცინო საქმიანობისათვის, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე. გადამხდელი მიიჩნევს, რომ შემოწმებამ დაარღვია ჩათვლილი აღსადგენი დღგ-ის გაანგარიშების წესი. მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალში შეტანილი ქონება (შენობა) ერთდროულად გამოიყენებოდა ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში, მათი გამიჯვნა შესაძლებელია. შენობის მთლიანი ფართიდან (1462.13 კვ.მ) 97კვ.მ ეკუთვნის კლინიკას, ხოლო 1365,13 კვ.მ-ში ფუნქციონირებს სასტუმრო, რომლის კუთვნილი ჩათვლილი დღგ არ ექვემდებარება გაუქმებას. არ ეთანხმება ასევე კაპიტალში აქტივების მიწოდებისას სასტუმროს საჭიროებისათვის გადაცემული მოძრავი აქტივების შესაბამისი ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას. მიუთითებს, რომ აღნიშნული აქტივები მხოლოდ დასბეგრ ოპერაციაში გამოიყენებოდა. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 04 ივნისის №14682 და 2020 წლის 11 სექტემბრის №27315 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა სს ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ით დასაბეგრი/განთავისუფლებული ოპერაციების კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, ასევე მასთან შერწყმული სს ----- ს დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში შემოწმდა აღსადგენი დღგ-ის კანონმდებლობის შესაბამისად 2020 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 02 ოქტომბრის N29964 ბრძანება და 2020 წლის 02 ოქტომბრის №081-273 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 761414 ლარი, მათ შორის გადასახადი 472941 ლარი, ჯარიმა 236470 ლარი, საურავი 52003 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების მიხედვით:

სს ----- ს 2020 წლის 21 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი. 2020 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ სს ----- ს შეერწყა სს ----- ს შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად სს ----- ს წარმოადგენს სს ----- ს უფლებამონაცვლეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 17 სს ----- მ სს ----- სგან 2020 წლის 09 იანვარს მიღებული აქტივები (579761.11 ლარის საბაზრო ღირებულებით) შეაფასებინა შპს ------ ს, რომლის მიხედვით 2020 წლის 21 იანვარს მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიღებული აქტივების ჯამური საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1 102700 ლარის ოდენობით. 2020 წლის იანვრის თვეში სს ----- მ თავის 100%-იან მფლობელობაში არსებული სს ----- ს კაპიტალში განახორციელა შემდეგი აქტივების შეტანა: 1) 2020 წლის 09 იანვარს სს ----- სგან მიღებული მოძრავი ქონება (სამედიცინო და სხვა ინვენტარი), რომლის შეფასებული საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 1102700 ლარით (მათ შორის იმ საქონელის საბაზრო ღირებულებამ, რომლის მიწოდებაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ჩათვლის უფლების გარეშე, შეადგინა 313810 ლარი).

2) შენობა-ნაგებობა (მთლიანი ფართი 1462,13 კვ.მ), რომელიც აუდიტორული კომპანია შპს ----- ს მიერ შეფასებულია და საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 700000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც კაპიტალში შეტანის მომენტში არსებული კურსის გათვალისწინებით შეადგენს 2014670 ლარს.

3) მოძრავი ქონება, კერძოდ ავეჯი, თეთრეული და სხვა ინვენტარი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა 296830 ლარი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონცემების მიხედვით დგინდება, რომ სს ----- რეგისტრირებულია 2019 წლის 05 სექტემბერს. აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი სს ----- ს დირექტორების განცხადებით სს ----- მ მის დაფუძნებულ კომპანიაში 2020 წლის იანვარში განახორციელა კაპიტალში აქტივების შეტანა კლინიკის გახსნის მიზნით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით დგინდება, რომ შერწყმამდე პერიოდში სს ----- ს საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99.41%-ს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ----- ს ვალდებული იყო მის კაპიტალში შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულებებიდან გამომდინარე 2020 წლის იანვრის თვეში მოეხდინა დღგ-ის აღდგენა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ, გადამხდელს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ო’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია აქტივების მიწოდება შესატანის სახით საწარმოს კაპიტალში ან ამხანაგობაში. ამასთანავე, ითვლება, რომ აქტივების მიწოდების საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივების მიმღებმა პირმა შესაბამის საქონელზე მიიღო ჩათვლა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია სამედიცინო მომსახურების გაწევა.

საქრთველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ-ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ სს ----- მ თავის დაფუძნებულ კომპანიაში -- ში 2020 წლის იანვარში განახორციელა კაპიტალში აქტივების შეტანა კლინიკის გახსნის მიზნით. შერწყმამდე პერიოდში სს ----ს საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99.41%-ს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. სს ----- ს საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს კაპიტალში შენატანის სახით აქტივების მიწოდებისას მიღებული დღგ-ის ჩათვლი გაუქმებას, რადგან კაპიტალში შეტანილი აქტივების ნაწილი გამოიყენებოდა სამედიცინო საქმიანობისათვის. არ ეთანხმება ასევე კაპიტალში აქტივების მიწოდებისას სასტუმროს საჭიროებისათვის გადაცემული მოძრავი აქტივების შესაბამისი ჩათვლილი დღგ-ის აღდგენას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს 2020 წლის 21 იანვრის აქციონერთა კრების გადაწყვეტილებით დაიწყო რეორგანიზაციის (შერწყმა) პროცესი. შერწყმული საწარმოს კაპიტალში მისი 100%-იანი წილის მფლობელის მიერ განახორციელდა აქტივების შეტანა. რეორგანიზაციამდე პერიოდში შერწყმული საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამედიცინო საქმიანობა და აღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციების მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები წარმოადგენს მთლიანი ბრუნვის 99.41%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შერწყმული საწარმო ვალდებული იყო მის კაპიტალში შეტანილი აქტივების საბაზრო ღირებულებებიდან გამომდინარე 2020 წლის იანვრის თვეში მოეხდინა დღგ-ის აღდგენა. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული იქნა ბიუჯეტის კუთვნილი დღგ, გადამხდელს დაეკისრა გადასახადი და ჯარიმა სსკ-ს 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 275(2)

01.01.2021 წლამდე მოქმედი: 168(4,,ო“); 174(2,,ა“); 174(4);