ბრძანება N 15897

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.07.2023
№ დოკუმენტი 15897
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 15897

05.07.2023

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის: ----------)

2023 წლის 15 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 30 ივნისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „--------“ (ს/ნ ------) №81702/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შპს „--------“ (ს/ნ -------) საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12977 ბრძანებას.

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2023 წლის 13 აპრილს შპს „-------“(ს/ნ ------) მიერ მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა “Ecustoms“-ის მეშვეობით მოხდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება დეკლარაციით C2388 13/04/2023. წარმოშობის დეკლარაციაში მომწოდებლის მიერ გამორჩენილი იყო ავტორიზაციის ნომერი, რის გამოც დაეკისრა სანქცია. დასრულდა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურა და კომპანიის მიერ წარდგენილი EUR.1 სერთიფიკატის საფუძველზე გავრცელებულია პრეფერენცია.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს სადავო აქტით დაკისრებული სანქციისგან.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 აპრილს შპს „-------“ (ს/ნ ------) მიერ №C2388/20111 საქონლის საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 257813,64 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო ბრუტო წონა – 17805 კგ). მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებულ დეკლარაციას განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკურ ზონა „-------ში“ №C2388/20111 საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობა (წარმოშობის დეკლარაციაში (ინვოისი №249; 20/03/2023) არ ფიქსირდებოდა უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერი, ხოლო მეორე 05 ივლისი 2023 N 15897 ინვოისი №281 (24/03/2023) არ იყო შედგენილი, როგორც წარმოშობის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციაში კი გამოყენებული იყო საგადასახადო შეღავათი), რამაც გამოიწვია 255416,60 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 15107,54 ლარით (იმპორტის გადასახადი – 12803 ლარი; დღგ – 2304,54 ლარი).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2023 წლის 6 ივნისის №9786/15-04-02 წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ შპს „--------“ (ს/ნ -------) მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №C2388/20111 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ საქონელთან დაკავშირებით გადაგზავნილი მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება და საბაჟო დეპარტამენტმა იმოქმედოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად.

დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის შპს „-------“ (ს/ნ -------) არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12977 ბრძანებით, შპს „-------“ (ს/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 15107,54 ლარის (საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის წარმოშობა განისაზღვრება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი არის საქონლის აღწერის განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომლითაც მისი გაცემისათვის უფლებამოსილი ორგანო ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საქონელი, რომელზეც გაცემულია ეს სერტიფიკატი, წარმოშობილია მოცემული ქვეყნიდან.

პრეფერენციული წარმოშობის სერთიფიკატი ადგენს გარკვეულ სატარიფო უპირატესობებს, რაც გულისხმობს შემცირებულ ან ნულოვან განაკვეთს საქონლისათვის, რომელიც ვაჭრობის საგანს წარმოადგენს პრეფერენციული ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოთა შორის. აქედან გამომდინარე, პრეფერენციული წარმოშობის წესები უფრო მკაცრია და პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესები, პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმები განსაზღვრულია შესაბამისი სართაშორისო ხელშეკრულებებით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

ამავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, თუ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის შეტანით იმპორტის გადასახდელის ოდენობა შემცირდა იმ საქონელზე, რომლის საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აჭარბებს, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა 257813,64 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო ბრუტო წონა – 17805 კგ) №C2388/20111 საქონლის საბაჟო დეკლარაციით, რომელსაც განესაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. სადავოდ არ არის გამხდარი, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობა, რამაც გამოიწვია 255416,60 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 15107,54 ლარით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსით 167-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

მომჩივნის მოთხოვნაზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გათვალისწინებით დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12977 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მომჩივნის საქონლის საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობა. არ ფიქსირდებოდა უფლებამოსილი ექსპორტიორის ავტორიზაციის ნომერი, ხოლო მეორე ინვოისი არ იყო შედგენილი, როგორც წარმოშობის დეკლარაცია, საბაჟო დეკლარაციაში კი გამოყენებული იყო საგადასახადო შეღავათი), რამაც გამოიწვია 255416,60 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 15107,54 ლარით (იმპორტის გადასახადი – 12803 ლარი; დღგ – 2304,54 ლარი).

დასახელებული ფაქტებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გამოვლენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის მომჩივანს არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 9 ივნისის №12977 ბრძანებით, მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 15107,54 ლარის (საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13, 36(1), 163(1)(11), 167(1).