ბრძანება N 3048
📄 სრული ტექსტი
N 3048
13 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის: ---) 2024 წლის 2 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 9 თებერვლის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №87408/1/2024 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 25 იანვრის N002035 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
მომჩივნის პოზიცია:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დაჯარიმების შესახებ შეტყობინების მოსვლის მომენტისთვის კომპანია უკვე დარეგისტრირებული იყო საპენსიო ფონდში და ჩაბარებული ჰქონდა საპენსიო დეკლარაციები. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 25 იანვრის მდგომარეობით დადგინდა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) დარღვეული ჰქონდა სავალდებულო საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის 1-ი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიმართ შედგენილ იქნა 2024 წლის 25 იანვრის N002035 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს შეეფარდა სახდელი 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2, მე-5 ნაწილებისა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალის შემთხვევაში − 55 წელი).
5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.
6. მონაწილე დასაქმებულის საპენსიო შენატანების დაფინანსება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას მონაწილე დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გადაამოწმოს დამსაქმებლისა და თვითდასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო მხარდაჭერის საშუალებით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით, რომლის საფუძველზედაც საპენსიო სააგენტო ამოწმებს დამსაქმებლის და მონაწილის მიერ საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტებს ან/და ავლენს თანხების ზედმეტად გადახდის ფაქტებს, რის შედეგადაც:
ა) დამსაქმებლის ან/და მონაწილის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო შესაბამის ინფორმაციას ელექტრონული ფორმით უგზავნის დამსაქმებელს, მონაწილეს და შემოსავლების სამსახურს, რომელიც ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იღებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) მიერ დარღვეულია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ დაჯარიმების შესახებ შეტყობინების მოსვლის მომენტისთვის კომპანია უკვე დარეგისტრირებული იყო საპენსიო ფონდში და ჩაბარებული ჰქონდა საპენსიო დეკლარაციები. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის მოხსნას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 25 იანვრის მდგომარეობით დადგინდა, რომ პირს დარღვეული ჰქონდა სავალდებულო საპენსიო შენატანების განხორციელების ვალდებულება, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის 1-ი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა 2024 წლის 25 იანვრის N002035 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირს შეეფარდა სახდელი 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 16511 მუხლის პირველ ნაწილს.