ბრძანება N 2831
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2831
16.02.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ -----------)
(მის.: ----------)
2022 წლის 19 აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №74035/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 2 აგვისტოს №043-6 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას, კერძოდ, მიუთითებს, რომ წარდგენილი აქვთ დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით მტკიცდება, რომ სალაროში ვერ იქნებოდა იმ ოდენობის ნაღდი ფულის ნაშთი, რამდენიც დაბეგრილია. მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის ხელფასად განხილვა. თვლის, რომ სამართლიანი იქნება, თუ 2022 წლის 14 იანვარს წარდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების და წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციის, ასევე დღგ-ის ნაწილში გასაჩივრებულ თანხასთან დაკავშირებული სიტუაციის მოკვლევის საფუძველზე მოხდება დამატებით დარიცხული თანხების შემცირება. გადამხდელს 2022 წლის 14 იანვრის N66556/1/2022 საჩივარში წარმოდგენილი აქვს შემდეგი სადავო საკითხები:
1. არ ეთანხმება შემოწმებით, მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2. არ ეთანხმება დღგ-ში დარიცხულ თანხებს და მიუთითებს, რომ დარიცხვა გამოიწვია გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობამ. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არასწორად გამოიწერა და გაუქმდა. ხოლო, სანაცვლოდ შესრულებულ სამუშაოებზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დადასტურებული და დაბეგრილია სხვა საანგარიშო პერიოდში.
3. არ ეთანხმება დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე, ჩათვლილი დღგ-ის შემცირებას.
4. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 დეკემბრის №043-14 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 14 იანვრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
,,1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, გამოიკვლიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით თუ დასტურდება, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ეა-„----------“ ასახული დღგ-ის დასაბეგრი ოპერაცია არ განხორციელებულა ან/და აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია სხვა საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც დაბეგრილია საწარმოს მიერ, უზრუნველყოს აღნიშნულის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.’’
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 16 მაისის №12184 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 6 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 2 აგვისტოს №043-6 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, შემოწმების მიერ გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა.
მე-2 სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ შპს „----------“ გადაგზავნილია გაუქმებაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-„----------“ (საოპერაციო პერიოდი 2019 წლის სექტემბერი), ხოლო ამ ეტაპზე მიმღების მიერ გაუქმების დასტური კვლავ არ განხორციელებულა (ამავე პერიოდზე გამოწერილია 4 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა განსხვავებული თანხებით). შესაბამისი ოპერაციის გაუქმების საფუძვლის არ არსებობის გამო ვერ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისთვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გადასახადის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს მართვაში მონაწილეობდა დირექტორის/დამფუძნებლის შვილი, რომელიც აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და შემმოწმებლებთან ურთიერთობას. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული პირი გარდაიცვალა კოვიდით. შესაბამისად, საწარმომ ვერ შეძლო სრული პირველადი დოკუმენტების მიწოდება შემოწმების დასრულებამდე, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარადგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები, მათ შორის: შედარების აქტები, ბუღალტრული ბარათები, რომლითაც რეალურად დადგინდება შპს „----------“-ის რეალური საგადასახადო ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე არსებული მასალებით და გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საქართველოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. ხოლო, ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების მიხედვით:
1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
11 . საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, კერძოდ: შემოწმებით, დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობს გაუქმებაზე გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა-„----------“, რომელიც არასწორად გამოიწერა და გაუქმდა. ხოლო, შესრულებულ სამუშაოზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებული და დაბეგრილია საწარმოს მიერ. ვინაიდან ამ ეტაპზე მეორე მხარეს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვერ ხერხდება ეა-„----------“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების დადასტურება. ამასთან, შემოწმებით სადავოდ არ გამხდარა საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების ოდენობა და შესაბამისად გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სამუშაო არ შესრულებულა და შესაბამისად ჩამოწერილი არ აქვს კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნება შპს „----------“ (ს/ნ ----------) ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება ის გარემოება, რომ ეა-„----------“ საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია შეცდომით და მისი გაუქმების დაუდასტურებლობის გამო საწარმოს საგადასახადო შემოწმების აქტით ერიცხება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორ/კრედიტორების შესახებ ინფორმაცია, სესხთან დაკავშირებით ურთიერთშედარების აქტი, ტექნიკის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ა.შ.);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები (მათ შორის უკვე წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება
1. შემოწმებით, მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის თანხის დირექტორის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
2. დღგ-ში დარიცხულ თანხებს და მიუთითებს, რომ დარიცხვა გამოიწვია გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობამ. გადამხდელი განმარტავს, რომ აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არასწორად გამოიწერა და გაუქმდა. ხოლო, სანაცვლოდ შესრულებულ სამუშაოებზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც დადასტურებული და დაბეგრილია სხვა საანგარიშო პერიოდში.
3. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას, ასევე, ჩათვლილი დღგ-ის შემცირებას.
4. გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე,ფაქტობრივი გარემოებები
1. საწარმოს მართვაში მონაწილეობდა დირექტორის/დამფუძნებლის შვილი, რომელიც აწარმოებდა პირველადი დოკუმენტაციის დამუშავებას და შემმოწმებლებთან ურთიერთობას. შემოწმების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული პირი გარდაიცვალა კოვიდით. შესაბამისად, საწარმომ ვერ შეძლო სრული პირველადი დოკუმენტების მიწოდება შემოწმების დასრულებამდე, მათ შორის სასესხო ხელშეკრულების. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა დამატებით წარადგინოს დოკუმენტური მტკიცებულებები.
2. შემოწმებით, დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობს გაუქმებაზე გაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა რომელიც არასწორად გამოიწერა და გაუქმდა. ხოლო, შესრულებულ სამუშაოზე იგივე საანგარიშო პერიოდზე გამოიწერა სხვა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებული და დაბეგრილია საწარმოს მიერ. ვინაიდან ამ ეტაპზე მეორე მხარეს მინიჭებული აქვს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი, ვერ ხერხდება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაუქმების დადასტურება. ამასთან, შემოწმებით სადავოდ არ გამხდარა საწარმოს მიერ შესრულებული სამუშაოების ოდენობა და შესაბამისად გახარჯული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ოდენობა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით სამუშაო არ შესრულებულა და შესაბამისად ჩამოწერილი არ აქვს კომპანიას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენილ იქნება კომპანიის ხელმოწერილი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება ის გარემოება, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილია შეცდომით და მისი გაუქმების დაუდასტურებლობის გამო საწარმოს საგადასახადო შემოწმების აქტით ერიცხება დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები.
3/4. გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელმა წარმოადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები არ ჩაითვალა შესაბამის მტკიცებულებად. შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება არ განხორციელდა. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, მესამე პირებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის მიხედვით დადგენილ და გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით არსებულ ინფორმაციას შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მეორე სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, გაუქმებაზე გადაგზავნილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-3 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“);
(2021 წლამდე მოქმედი): 160; 161(1„ა“); 175(11)