ბრძანება N 33152

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33152
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 33152

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

"------"- ის (პ/ნ "------")

(მის.:"------")

2023 წლის 12 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133) განიხილა "------"-ის (პ/ნ "------") №85996/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის შესახებ 2020 წლის 25 სექტემბრის №011-4030 შეტყობინებას „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ და 2020 წლის 25 აგვისტოს №20010/878656 საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელზე დაკისრებულ საურავს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას განმარტავს, რომ არ იცოდა თუ გადასახდელი ჰქონდა დამატებული ღირებულების გადასახადი, არ მისვლია არანაირი ინფორმაცია და რომ სცოდნოდა აუცილებლად გადაიხდიდა. აღნიშნულზე იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სურს გადაიხადოს დავალიანება, ითხოვს დარიცხული საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავ შპს "-------"-ის (ს/ნ "------") მიერ"------"-ის (ს/ნ "------") კუთვნილ №"------" და №"------" საფოსტო გზავნილებზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე (-- --), შევსებული და დარეგისტრირებული იქნა 2020 წლის 25 აგვისტოს № "------" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომელსაც გადასახდელების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა მწვანე დერეფანი. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დადასტურებულია ხელმოწერით.

ვალის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ფ/პ "------"-ს (ს/ნ "------") 2020 წლის 25 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადი - 243 ლარი, საურავი - 0.12 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ფ.პ "------"-ის (ს/ნ "------") მთელ ქონებაზე 2020 წლის 25 სექტემბრის №011-4030 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ №011-4030 შეტყობინება გადამხდელს მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაეგზავნა 2022 წლის 13 სექტემბერს, რომელსაც გაეცნო 12.12.2023 წელს.

გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით მომჩივანს 2023 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი (დღგ) 243 ლარი, საურავი 133 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად:

1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

2. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.

დადგენილია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოს №"------" საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4-ით იმპორტის გადასახდელის სახით დარიცხული დღგ – 243 ლარი "------"-ის (პ/ნ "------") მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა გადახდილი. შესაბამისად არსებული საგადასახადო დავალიანების გამო ფ/პ "------"-თვის (ს/ნ "------") კუთვნილი საურავის დარიცხვა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მის მთელ ქონებაზე 2020 წლის 25 სექტემბრის №011- 4030 შეტყობინების საფუძველზე, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ №"------" აბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავი და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. "------"-ის (პ/ნ "------") საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებას .ითხოვს დარიცხული საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავ შპს საქართველოს ფოსტის საფოსტო გზავნილებზე, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ,შევსებული და დარეგისტრირებული იქნა საბაჟო დეკლარაცია ფორმა-4, რომელსაც გადასახდელების ადმინისტრირების სისტემა „ORACLE”-ს მიერ განესაზღვრა მწვანე დერეფანი. დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები დადასტურებულია ხელმოწერით.

ვალის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მოჩივანს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება - ძირითადი გადასახადი - 243 ლარი, საურავი - 0.12 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივანის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო დაკისრებული საურავი და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გავრცელება შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

239,270.