ბრძანება N 13070

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.06.2023
№ დოკუმენტი 13070
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13070

13.06.2023

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 19 იანვრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 19 იანვრის №18693/2/2023, №18692/2/2023 და №78214/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 დეკემბრის №007-350 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ დავების განხილვის საბჭოს მიერ განსაზღვრულ ვადაში რეზიდენტობის ცნობების წარდგენა ვერ შეძლო მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიუთითებს ირანში მიმდინარე შიდა არეულობაზე და ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მიუთითებს, რომ ახლახან მოახერხა რეზიდენტობის ცნობების მოპოვება და წარმოდენილი აქვს რეზიდენტობის ცნობები.

2. დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ დადგენილ ვადაში წარადგინა ყველა ის დოკუმენტაცია (სარჩელები, სასამართლო გადაწყვეტილებები, შედარების აქტები და სხვა), რომლითაც დასტურდება კომპანიის წინაშე კონკრეტულ სუბიექტთან დებიტორული დავალიანებების არსებობის ფაქტი. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტის დეპარტამენტმა დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა, რომ დებიტორული დავალიანება არ ყოფილა მიღებული დირექტორის მიერ და შესაბამისად, ხელფასად არ გაცემულა.

3. შპს „----------“ (მომჩივანი) და შპს „----------“ შორის 2018 წლის 15 სექტემბერს დადებულ სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის და პროცენტის გადახდის ვადა ჯერ დამდგარი არ იყო, სრულად გადაიხადა დღეის მდგომარეობით დარიცხული პროცენტიც და ძირითადი თანხაც.

მომჩივანი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე მითითებით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს №21185 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (მომჩივანი) (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (მომჩივანი) (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 აგვისტოს №21185 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2022 წლის 30 ნოემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 99 463 ლარი, მათ შორის: გადასახადი 66 305 ლარი, ჯარიმა 33 158 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 დეკემბრის №007-350 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (მომჩივანი) მიერ წარდგენილია არარეზიდენტი პირების მიერ მათ საგადასახადო ორგანში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული დოკუმენტი არ არის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, შესაბამისად, არ დასტურდება/დგინდება თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტია პირი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხა აღნიშნულ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის და შპს „----------“ დებიტორული დავალიანების უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

 გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მტკიცებულებები დებიტორული დავალიანების შესახებ. კერძოდ: დებიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები დებიტორული დავალიანების ქონის შესახებ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „----------“ (მომჩივანი) დებიტორებისათვის თანხის გადახდაზე მოთხოვნის მიმართვები. აღნიშნული დოკუმენტით ვერ დგინდება შპს „----------“ (მომჩივანი) მიმართ ჰქონდა თუ არა ან/და რა ოდენობით დავალიანება აღნიშნულ პირებს, შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა საწარმოებისათვის თანხის გადახდაზე წინამდებარე დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული. რაც შეეხება დებიტორებთან გაფორმებულ ურთიერთშედარების აქტებს, რომლითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს რეალურად ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება გათვალისწინებულ იქნა წინამდებარე დასკვნით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები აღნიშნულ საკითხში დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე. კერძოდ, საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხები – 10 პროცენტით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ვ.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქართველოში მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი. ამ მიზნით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურება საქართველოში გაწეულად ითვლება, თუ მომსახურების გაწევა დაკავშირებულია ტვირთების გადატანასთან ან მგზავრთა გადაყვანასთან და ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი არის საქართველო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებულ საკითხზე საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ და ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა ამ კოდექსის მიმართ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №633 ბრძანების პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნით საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ძალაში შესული საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად (შემდგომში - საერთაშორისო შეთანხმება) საგადასახადო შეღავათით სარგებლობის, ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების და საქართველოს რეზიდენტობის დადასტურების პროცედურებს.

ზემოაღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო აგენტის ინფორმაციას არარეზიდენტისათვის წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებაზე ან შემცირებაზე (ფორმა №1) საგადასახადო აგენტი საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს საგადასახადო ორგანოს.

2. ფორმა №1-ს უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული, შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, კერძოდ, რეზიდენტობის ცნობებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მტკიცებულებები დებიტორული დავალიანების შესახებ. კერძოდ: დებიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები დებიტორული დავალიანების ქონის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს რეალურად ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დამატებით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში დაექვემდებარა გადაანგარიშებას (შემცირებას). ხოლო, რაც შეეხება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შპს „----------“ (მომჩივანი) დებიტორებისათვის თანხის გადახდაზე მოთხოვნის მიმართვებს, აღნიშნული დოკუმენტით ვერ დგინდება შპს „----------“ (მომჩივანი) მიმართ ჰქონდა თუ არა ან/და რა ოდენობით ჰქონდა დავალიანება აღნიშნულ პირებს, შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა საწარმოებისათვის თანხის გადახდაზე წინამდებარე დასკვნით არ იქნა გათვალისწინებული.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრებში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილებში წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. არარეზიდენტი პირების მიერ გაწეული მომსახურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა.

2. დებიტორული დავალიანების მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

3. სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის და პროცენტის გადახდა

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ წარდგენილია არარეზიდენტი პირების მიერ მათ საგადასახადო ორგანში წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. აღნიშნული დოკუმენტი არ არის უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა, შესაბამისად, არ დასტურდება/დგინდება თუ რომელი ქვეყნის რეზიდენტია პირი.

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მტკიცებულებები დებიტორული დავალიანების შესახებ. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე, კერძოდ, რეზიდენტობის ცნობებზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.

გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მტკიცებულებები დებიტორული დავალიანების შესახებ. კერძოდ: დებიტორებთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები დებიტორული დავალიანების ქონის შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის საწარმოს რეალურად ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს საჩივრებზე თანდართული მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).მე- და მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 104(1„გ.ვ“); 125; 154(1„ა“);