გადაწყვეტილება №23486/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23486/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23486/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 15.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23486/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2023 წლის №056-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14690 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 012 742 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 990 900

ჯარიმა - 691 597

საურავი - 330 245

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტ-რეექსპორტი.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 12.02.2020 წლიდან 16.03.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი, ფიზიკური პირებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს ---------- რესპუბლიკაში. კომპანიის მიერ წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით დადგინდა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სომხური კომპანია „----------“-ს ერიცხება დებიტორული დავალიანება 5 653 948 ლარი (1 757 085 აშშ დოლარი) და „----------“-ს 1 592 959 ლარი (495 046 აშშ დოლარი), რომელიც წარმოშობილია 2020 წლის თებერვლის თვიდან 2022 წლის 16 მარტამდე პერიოდში. ამასთან, 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით დებიტორული დავალიანება ძირითადად მზარდია.

გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოს წარუდგინა კომპანიებს შორის გაფორმებული შედარების აქტები, რომლითაც დასტურდება დებიტორული დავალიანების არსებობა, თუმცა არ წარუდგენია დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტი (სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა არარეზიდენტისთვის შესამოწმებელ პერიოდში საანგარიშო თვეების მიხედვით გაცემულ სესხად და საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოგების გადასახადით. ამასთან, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის გათვალისწინებით, დაბრუნებულ თანხებზე მოხდა მოგების გადასახადის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის გათვალისწინებით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 12.10.2022 წლის №25998 ბრძანება და 13.10.2022 წლის №056- 43 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საბანკო ამონაწერი) შესწავლა/გამოკვლევა;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემცირებას დაექვემდებარა სულ 256 108 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 884 ლარი და ჯარიმა 83 224 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 აგვისტოს №056-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 9.02.2024 წლის №21296/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 24.06.2024 წლის №14690 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 306-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 256 108 ლარით. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვას. საგადასახადო შემოწმებამ სრულად შეისწავლა და გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო კოდექსის არცერთი ნორმით, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასაქონლო ოპერაციის ფინანსურ ოპერაციად (არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემულ სესხად) კვალიფიკაციის საფუძველი გარდა აქტში მითითებული ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერებისა: „ამასთან 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით დებიტორული დავალიანება ძირითადად მზარდია“, „ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებისა და შინაარსის გათვალისწინებით“. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც რომ დებიტორები აღიარებდნენ და აღიარებენ დავალიანების არსებობას და ეტაპობრივად ფარავენ მას და დებიტორული დავალიანება უკვე „ძირითადად კლებადია“, ხოლო რა წერია „ბუღალტრული პროგრამის ჩანაწერებში“ არ არის დაკონკრეტებული.

მიმდინარე პერიოდისათვის დებიტორული დავალიანება უკვე შემცირებულია და დავალიანების დაფარვა გრძელდება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას. მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მის გამოცემას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის განმარტებები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ცალსახაა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, და საგადასახადო მოთხოვნა ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების (მ.შ. საბანკო ამონაწერი) შესწავლა/გამოკვლევა;

2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდებოდა, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი). აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავება/ანალიზი, კერძოდ, მოხდა შემოწმების შემდეგ რეალიზებული პროდუქციის, ჩარიცხული თანხებისა და დებიტორული დავალიანებების ზრდა/შემცირების შესწავლა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ არარეზიდენტი კომპანიების მიერ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემცირება, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა სულ 256 108 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 884 ლარი და ჯარიმა 83 224 ლარი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და ვერ წარმოადგენს მის მიერ დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რაც დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი). აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავება/ანალიზი, კერძოდ, მოხდა შემოწმების შემდეგ რეალიზებული პროდუქციის, ჩარიცხული თანხებისა და დებიტორული დავალიანებების ზრდა/შემცირების შესწავლა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ არარეზიდენტი კომპანიების მიერ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემცირება, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), კერძოდ, შემცირებას დაექვემდებარა სულ 256 108 ლარი, მათ შორის გადასახადი 172 884 ლარი და ჯარიმა 83 224 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 22.02.2023 წლის №3257 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(3 „ზ“); 275; 304(21).