გადაწყვეტილება №16696/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 17.11.2022
№ დოკუმენტი 16696/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№16696/2/2022

17.11.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------------“ (ს/ნ -------------)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 17.11.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----------- 27.05.2022 და 12.08.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №16696/2/2022 და №17500/2/2022).

 

დავის საგანი:

ქონებაზე ყადაღის დადება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. ვალის მართვის დეპარტამენტის 9.03.2022 წლის №036-149 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9655 ბრძანება;

3. ვალის მართვის დეპარტამენტის 18.05.2022 წლის №21-17/44323 წერილი;

4. შემოსავლების სამსახურის 27.07.2022 წლის №19951 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით შპს ---------- (ს/ნ -------------) 19.10.2020 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა ზედმეტობა 462,3 ლარი და აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 1 038,81 ლარი.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე,შპს----------ს (ს/ნ ------------) მთელ ქონებაზე 2020 წლის 9 ოქტომბრის №236-459 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

შპს----------ს (ს/ნ ------------) საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონება, სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები (სასაქონლო ზედნადები №-----------, №-----------, №-----------, №-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,№-----------,) 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გასხვისდა მომჩივანზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 9.03.2022 წლის №036-149 ბრძანებით ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ შპს ----------ს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულ ქონებას

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2022 წლის №9655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. 20.04.2022 წელს მომჩივანმა ვალის მართვის დეპარტამენტში წარადგინა №------/21 განცხადება, რომლითაც ითხოვდა 2022 წლის 9 მარტის №036-149 ბრძანების გაუქმებას.

ვალის მართვის დეპარტამენტის 18.05.2022 წლის №21-17/----- წერილით მომჩივანს ეცნობა, რომ შპს ---------ს ბიუჯეტის მიმართ ერიცხება საგადახადო დავალიანება და მის მიმართ ვრცელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. მიეთითა საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და 238-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, ასევე განემარტა, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ვალის მართვის დეპარტამენტის 18.05.2022 წლის №21-17/----- წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9655 და 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური 18.04.2022 წლის №9655 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ----------ს მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2020 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა შპს ---------ზე (ს/ნ -----------). ამასთან, 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით შპს----------ს (ს/ნ ------------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს-----------ს (ს/ნ ------------) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს----------ს (ს/ნ ------------) ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახური 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებაში მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 238-ე მუხლის პირველ და მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 239-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, 241-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს----------ს (ს/ნ ------------) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 2020 წლის 19 ოქტომბერს, ხოლო 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით შპს----------ს (ს/ნ ------------) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთული ქონება გასხვისდა შპს----------ს (ს/ნ ------------). ამასთან, 2022 წლის 25 მარტის მდგომარეობით შპს----------ს (ს/ნ ------------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 18 მაისის №21-17/------ გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს, რომ აწარმოებს შეციებულ ღორის ხორცს, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ავტომობილები გამოიყენება ხორცის დისტრიბუციისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურად ანუ თითოეული ავტომობილი ყოველთვიურად გადის ასობით კილომეტრს და შესაბამისად მათი ამორტიზებისა და ცვეთის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია, ასევე მაღალია საგზაო შემთხვევის ალბათობაც, შესაბამისად აღნიშნულ ავტომობილებზე წელიწადში სულ ცოტა ორჯერ-სამჯერ მაინც ტარდება სარემონტო სამუშაოები. შემოსავლების სამსახურის ბრძანებაში მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ზედნადებები, რომელში ჩამოთვლილი ნივთებიც უნდა აღიწეროს, დაყადაღდეს და შემდეგ მოხდეს მათი რეალიზაცია. აღნიშნული ნივთებია: ტურბინა, ზეთის გამაგრილებელი რადიატორის „სალნიკები“, საწვავის სარქველი, დინამოს ბორბალი, მაყუჩის ბადე, ჰიდრავლიკის ზეთი, ე.წ. „გერმეტიკი“, „გალოვკის სადები“, „აბლიცოვკა“, საწვავის ფილტრი, ძრავის ზეთი, ამორტიზატორი, ზეთის ფილტრი, ატფ 1 ლიტრი და სხვა ცვეთადი ნივთები.

გასათვალისწინებელია, რომ შეუძლებელია იდენტიფიცირება რომელი ნაწილი/მომსახურება რომელ ავტომობილს მოხმარდა, გარდა ამისა, სასაქონლო ზედნადებში მითითებული ყველა (2-ის გამოკლებით) ნივთი შეძენილია ნახევარ წელზე მეტი ხნის წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ცვეთადობის გათვალისწინებით აღნიშნული ნაწილები უკვე დიდი ხანია შეიცვალა.

ბრძანებაში მითითებულ სასაქონლო ზედნადებებში ჩამოთვლილი ნივთების წარმოდგენა/აღწერა და დაყადაღება შეუძლებელია, რადგან ისინი აღარ არსებობს, შესაბამისად შეუძლებელია საგადასახადო კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლებით გათვალისიწინებული აღსრულების ღონისძიებები, ამიტომ ითხოვს მოეხსნას ყადაღა და გაუქმდეს მის მიმართ არსებული სამართლებრივი შეზღუდვა.

მომჩივანი ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 27.07.2022 წლის №19951 და 18.04.2022 წლის №9655 ბრძანებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება.

ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი და მე-9 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

9. ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დადგენილია, რომ შპს ---------ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებულ, შპს ----------გან შეძენილ, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთულ, ქონებას (სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები).

საბჭო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ა) შპს ----------ს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთული ქონება, სხვადასხვა დასახელების მეორადი ავტონაწილები 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით გასხვისდა შპს ----------ზე, ხოლო შპს -----------ს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გავრცელდა 9.10.2020 წელს;

ბ) საგადასახადო დავალიანების გადახდევისნების უზრუნველყოფის ღონისძიებები გავრცელებულია მოძრავ ქონებაზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;

გ) მომჩივანი ეწევა სადისტრიბუციო საქმიანობას და სატრანსპორტო საშუალებებისთვის ახდენს მეორადი ავტონაწილების და სახარჯი მასალის გამოყენებას;

დ) წარმოდგენილი ინფორმაციით არ დგინდება, რომ საქონელი წარმოადგენს უნიკალური მონაცემებით აღრიცხვად ან/და რეგისტრირებად ქონებას;

ე) მომჩივნის მიერ მითითებული საქონელი წარმოადგენს ცვეთად/სახარჯ მასალას, რომლის გამოყენებაც ხდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში. საბჭო მიუთითებს მხარეთა არგუმენტაციაზე, საქმის გარემოებებზე და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9655 და 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებები;

3. გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის 9.03.2022 წლის №036-149 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ქონებაზე ყადაღის დადება.

 

ფაქტობრივი გარემოება

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე,გადასახადის გადამხდელს მთელ ქონებაზე შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.04.2022 წლის №9655 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9655 და 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 18.04.2022 წლის №9655 და 27.07.2022 წლის №19951 ბრძანებები;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 239;