ბრძანება N 4334
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4334
07.03.2023
----------------- (პ/ნ----------------)
(მის: --------------------------------)
2023 წლის 27 იანვრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა ----------------- (პ/ნ----------------) №14283/21-11 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14292, №ELC14293, №ELC14294 და №ELC14295 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2023 წლის 23 იანვარს. ამასთან, საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 2 მარტის №4023 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი 2021 წლის 31 დეკემბრის №ELC14292, №ELC14293, №ELC14294 და №ELC14295 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები. ამდენად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ----------------- (პ/ნ----------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.