გადაწყვეტილება №19128/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.04.2023
№ დოკუმენტი 19128/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19128/2/2023

27.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "------" (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 17.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19128/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9013 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №070-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2812 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 28 316,99 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 8 678

ჯარიმა - 19 623

საურავი - 15,99

 

ფაქტების აღწერა

სადავო დარიცხვა განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2021 წლის შემოწმების აქტით. შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 15.06.2020 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.12.2021 წლის №070-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9013 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და იმ შემთხვევაში, სადაც არ დგინდებოდა გარიგების ფიქტიურობა მოეხდინა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9013 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა 2 074 ლარით. აღნიშნულზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2022 წლის №070-16 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.02.2023 წლის №2812 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით 2017-2020 წლებში დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით. ამ პერიოდში ნამდვილად შეიძინა პირადი მოხმარებისთვის მასალები და პროდუქტები, რაც არ იყო გათვალისწინებული და ყველა გამოწერილი ა/ფ ჩათვალეს ყალბად. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი განმარტავს, რომ კონკრეტული ა/ფ (მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები) მას არ შეუძენია და შეიძინეს მისმა ნათესავებმა. გამოკითხვისა მომჩივანმა მიუთითა, რომ ნამდვილად შეიძინა კარ-ფანჯრები (მშენებარე სახლისთვის, რომელიც მალევე გაყიდა). შემოწმების პერიოდისთვის კი აღნიშნული მასალები გადაცემული ჰქონდა ნათესავებისთვის. შეიძლება მისი მოქმედება არ იყო სწორად წარმოებული, რაც გამოწვეული იყო გადამხდელის არ ცოდნით. მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ის და ჯარიმების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 6.10.2022 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ საჩივარში აღწერილი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები, მათ შორის საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მასალები, სადაც გადამხდელი მიუთითებდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით №1687887 მიღებული საქონელი შეესაბამებოდა სინამდვილეს და აღნიშნული საქონელი გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში გადამხდელს შეუმცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა 2 074 ლარის ოდენობით. ხოლო, სხვა სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული მასალების მიხედვით, საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლის საფუძველზე დარიცხული ჯარიმა კორექტირებას არ დაექვემდებარა.

გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი არსებითი მნიშვნელობის რაიმე მტკიცებულება, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9013 ბრძანება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9013 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი აღნიშნავს ,რომ შეიძლება მისი მოქმედება არ იყო სწორად წარმოებული, რაც გამოწვეული იყო არ ცოდნით.

მომჩივანი ითხოვს დარიცხული დღგ-ის და ჯარიმების შემცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და იმ შემთხვევაში, სადაც არ დგინდებოდა გარიგების ფიქტიურობა მოეხდინა საგადასახადო კოდექსის 280-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის კორექტირება (შემცირება);

გადამხდელი მიუთითებდა, რომ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით №------ მიღებული საქონელი შეესაბამებოდა სინამდვილეს და აღნიშნული საქონელი გადამხდელს მიღებული ჰქონდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს : 280