გადაწყვეტილება №25160/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25160/2/2025
04 ივნისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------------------ (ს/ნ --------------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------ს 7.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №-------/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.02.2025 წლის №24712/2/2025გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830, 8.11.2021 წლის №011-58804, 2.11.2022 წლის №006-37726, 2.11.2023 წლის №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები;
2. მომსახურების დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №21-11/------ წერილი.
დარიცხული თანხა: 33 792,96 ლარი.
მათ შორის:
8 448,24 - 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნა
8 448,24 - 8.11.2021 წლის №011-58804 საგადასახადო მოთხოვნა
8 448,24 - 2.11.2022 წლის №006-37726 საგადასახადო მოთხოვნა
8 448,24 - 2.11.2023 წლის №006-39827 საგადასახადო მოთხოვნა
ფაქტების აღწერა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები) მომჩივანს დაერიცხა ქონების (მიწა) გადასახადი. ხოლო 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში (-----, სოფ. -----ში მდებარე 8500 კვ/მ (საკადასტრო კოდით N--------) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა). ასევე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის, დაერიცხა საურავი.
აღნიშნულზე გამოცემული 28.12.2020 წლის №011-87830, 8.11.2021 წლის №011-58804 და 2.11.2022 წლის №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 ბრძანებით, საჩივარი, 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა, 2024 წლის 29 მარტს №-----/21 განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, (საკადასტრო კოდით N----------), რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს.
მომსახურების დეპარტამენტის 10.04.2024 წლის №21-11/----- გადაწყვეტილებით, მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც, 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8692 და 14.05.2024 წლის №11068 ბრძანებები, 13.05.2024 და 17.06.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.07.2024 წლის №23061/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის (სოფ.------ში მდებარე 8500 კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N--------) ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დამატებით შესწავლის მიზნით (მომჩივნის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს;
ბ) გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვების ნაწილში, შემოსავლების სამსახურს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მართლზომიერების საკითხი. ამასთან შეეფასებინა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები; გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 20.12.2024 წლის №26798 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 21.02.2025 წლის №24712/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის (სოფ. -----ში მდებარე 8500კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით N------) ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის ნაწილში, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რეესტრის ამონაწერები და სხვა მოძიებული დოკუმენტები, ასევე, შეისწავლოს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი სადავო მიწაზე (საკადასტრო კოდით N-----------) ქონების გადასახადის გადამხდელს და თუ არ დადასტურდება, რომ 2021-2023 საანგარიშო პერიოდზე სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივანი წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება);
ბ) საჩივარი 2020 წლის 28 დეკემბრის N011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომსახურების დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №21-11/----- გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი კორექტირებას არ დაექვემდებარა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომსახურების დეპარტამენტის მიერ გამოცემულ გადაწყვეტილებაში არ არის საკითხის ხელახლა მსჯელობაზე, მხოლოდ მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ს.კ ------- ცვლილება არ განხორციელებულა. შედეგად 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი კორექტირებას არ ექვემდებარება. გაუგებარია, თუ რა შეისწავლა მომსახურების დეპარტამენტმა, ვინაიდან არ არის შესწავლილი ის დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილი იყო საჩივრის განხილვის ეტაპზე. მიუთითებს ზედდებაზე, რომ მიწის ნაკვეთები ფაქტობრივად ფარავს ერთმანეთს, რამაც გამოიწვია მომჩივნისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა, ვინაიდან მისი მიწის ნაკვეთი ფაქტობრივად გადავიდა სახელმწიფო საკუთრებაში და გაიყიდა მესამე პირზე.
მომჩივანი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, ასევე არ არის მიღებული საქმის ირგვლივ ყველა გარემოების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, ითხოვს მის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საბჭოს 21.02.2025 წლის №24712/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, რეესტრის ამონაწერების და სხვა მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, შეისწავლოს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი სადავო მიწაზე (საკადასტრო კოდით N--------) ქონების გადასახადის გადამხდელს და თუ არ დადასტურდება, რომ 2021-2023 საანგარიშო პერიოდზე სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივანი წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება);
ბ) მომსახურების დეპარტამენტის 28.12.2020 წლის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 8.04.2025 წლის №21-11/---- გადაწყვეტილება, რითაც მომჩივანს უარი ეთქვა მიწის ნაკვეთზე (ს.კ --------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მიხედვით დარიცხული 2021-2023 წლების ქონების გადასახადის კორექტირებაზე. ხსენებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მოწოდებული დოკუმენტის მიხედვით, ქ. ----ი, -----, სოფელ ------ში მდებარე 8500 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ------ ცვლილება არ განხორციელებულა და 01.08.2008 წლის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ფიქსირდება --------ი (დაბ. --/--/--, P/N ---------).
მომჩივანი აღნიშნავს, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა) მიხედვით, სადავო მიწის ნაკვეთი დიდწილად ემთხვევა ს/კ --------- მიწის ნაკვეთის ტერიტორიას, რომელიც შეცდომით დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრებაში და შესაბამისად, --------ს შეცდომით დაუდგინდა ზედდება მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: --------- რეგისტრაციისას აღნიშნული მიწის ნაკვეთთან.
საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად გადასახადის დარიცხვის საფუძველია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.
საბჭო ასევე მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 25.03.2025 წლის №--- წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ -------- საკადასტრო კოდზე ცვლილება არ განხორციელებულა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მომჩივანი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვა განხორციელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 25.03.2025 წლის №--- წერილით ადასტურებს, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს მომჩივანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 21.02.2025 წლის №24712/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24712/2/2025გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან მიღებული მონაცემების საფუძველზე (მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიები) მომჩივანს დაერიცხა ქონების (მიწა) გადასახადი. ხოლო 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე, დარიცხვა განხორციელდა ავტომატურ რეჟიმში 8500 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე. ასევე, დადგენილ ვადაში გადასახადის გადაუხდელობისათვის, დაერიცხა საურავი.
აღნიშნულზე გამოცემული №011-87830, №011-58804 და №006-37726, №006-39827 საგადასახადო მოთხოვნები, გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის №8692 ბრძანებით, საჩივარი, №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
მომჩივანმა განცხადებით, გადასახადის შემცირების მოთხოვნით, მიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს, განცხადებაში მიუთითა, რომ საგადასახადო ვალდებულებები დარიცხულია ისეთ მიწაზე, რომელიც აღარ ეკუთვნის მომჩივანს.
მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით მომჩივანს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №11068 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის №8692 და №11068 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. რომლის №23061/2/2024 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის 8500 კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების გადასახადის დარიცხვის ნაწილში დამატებით შესწავლის მიზნით (მომჩივნის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს,ხოლო გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვების ნაწილში, შემოსავლების სამსახურს დაევალა დამატებით შეესწავლა სადავო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელების მართლზომიერების საკითხი. ამასთან შეეფასებინა მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებები;
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №26798 ბრძანებით საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის №011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველი, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.რომლის №24712/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდის 8500კვ/მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ქონების (მიწის) გადასახადის და საურავის დარიცხვის ნაწილში, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რეესტრის ამონაწერები და სხვა მოძიებული დოკუმენტები, ასევე, შეისწავლოს 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოადგენდა თუ არა მომჩივანი სადავო მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს და თუ არ დადასტურდება, რომ 2021-2023 საანგარიშო პერიოდზე სადავო მიწის ნაკვეთზე მომჩივანი წარმოადგენს მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელს, განახორციელოს დარიცხული ქონების გადასახადის კორექტირება (შემცირება);
ხოლო,საჩივარი N011-87830 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021-2023 წლების საანგარიშო პერიოდზე ქონების გადასახადი კორექტირებას არ დაექვემდებარა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №24712/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);