ბრძანება N 26485

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.10.2023
№ დოკუმენტი 26485
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26485

27 .10. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------ის“ (ს/ნ -------------)

(ფაქტ. მის.: -----------------------;

იურ. მის: --------------------------)

2023 წლის 3 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №103) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20247/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) №80725/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №048-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, აცხადებს, რომ არ შეიძლება შესამოწმებელ პერიოდამდე აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად. მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფაქტის დამატებით შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია. მეტიც, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია გადამხდელთან ფაქტებისა და გარემოებების დამატებით შესწავლის მიზნით. აცხადებს, რომ საქონლის დანაკლისს ადგილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდამდე და მაინც, თუ აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნება 2018 წელს განხორციელებულ ოპერაციად, სახეზეა საქონლის დანაკლისი, შესაბამისად, უსაფუძვლოა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა და დაბეგვრა უნდა განხორციელდეს მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებით. ითხოვს საწარმოს დოკუმენტებში დაფიქსირებულ სიდიდეებს შორის არსებული სხვაობის საქონლის დანაკლისად განხილვას, 2017 წელს მომხდარი ფაქტის 2018 წელს დამდგარ რეალობად არ განხილვას და დარიცხული თანხის გაუქმებას. გადამხდელი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებულ №1728 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, სადაც ანალოგიური სიტუაციაა განხილული და შეესაბამება მის მოთხოვნას.

2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანებით შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი 2021 წლის 24 დეკემბრის №048-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1.შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის თანხის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონაცემებით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 52 641 ლარი, მათ შორის გადასახადი 26 320 ლარი და ჯარიმა 26 320 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 პრილის №048-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 3 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20247/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში ხელახლა გაანალიზდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური შედეგების სისწორე.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე კვლავ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინში 2018 წლის საწყის ნაშთად გადამხდელს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დელარაციაში 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული სმფის ღირებულებად მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა 691 876 ლარი საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 426 910 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია (აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი განცხადება. შესაბამისად, არ არის მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული გადასახადები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 5 ოქტომბერს 13:40 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე (01.01.2018-01.07.2021 წწ.) წარმოდგენილია ბუღალტრული სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინი. პროგრამაში 2018 წლის საწყის ნაშთად გადამხდელს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დეკლარაციაში, 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ღირებულებად მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა 691 876 ლარი. (საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 400 000 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში არ არის წარმოდგენილი განცხადება, შესაბამისად არ არის მოთხოვილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი 15%. შემოწმების შედეგად დამატებით მიღებულ შემოსავალში გათვალისწინებული იქნა დასაბეგრი და განთავისუფლებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანების შესაბამისად განახორციელა სადავო საკითხის შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „---------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. აცხადებს, რომ არ შეიძლება შესამოწმებელ პერიოდამდე აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად. აცხადებს, რომ საქონლის დანაკლისს ადგილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდამდე . ითხოვს 2017 წელს მომხდარი ფაქტის 2018 წელს დამდგარ რეალობად არ განხილვას და დარიცხული თანხის გაუქმებას. გადამხდელი მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებულ №1728 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, სადაც ანალოგიური სიტუაციაა განხილული და შეესაბამება მის მოთხოვნას.

2.გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი 2021 წლის 24 დეკემბრის №048-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც შემცირებას დაექვემდებარა სულ 52 641 ლარი, მათ შორის გადასახადი 26 320 ლარი და ჯარიმა 26 320 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 პრილის №048-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელთან დაკავშირებითაც 2023 წლის 3 მაისს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში გადამხდელის მიერ წარდგენილი საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 სექტემბრის №20247/2/2023 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში ხელახლა გაანალიზდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური შედეგების სისწორე.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.

 შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე კვლავ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია. შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში წარმოდგენილ სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინში 2018 წლის საწყის ნაშთად გადამხდელს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დელარაციაში 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული სმფის ღირებულებად მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა 691 876 ლარი საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 426 910 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია (აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი განცხადება. შესაბამისად, არ არის მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, შემოწმების პროცესში გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა გადამხდელის დეკლარირებული მონაცემები, გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული გადასახადები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7 ); 302(6); 306(2);

შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დამტკიცებულ №1728 სიტუაციურ სახელმძღვანელო;