გადაწყვეტილება №27915/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27915/2/2026
02 ნოემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „--------“-ის 5.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27915/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №056-32 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივლისის №16724 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 128 269,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 84 926,11
დღგ - 37 780,81
საშემოსავლო გადასახადი - 47 145,30
ჯარიმა - 28 087,62
საურავი - 15 255,69
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სანტექნიკით, აბაზანის აქსესუარებით, სანათებით და სხვა შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. საქონლის შეძენა ძირითადად ხდება იმპორტით. საქმიანობის ადგილია „-------“.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ ივნისამდე, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2025 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 11 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №27491 ბრძანება და №056-98 საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება შემდეგი:
- გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად საგადასახადო ორგანომ შეუძლებლად მიიჩნია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 8 სექტემბრის №19606 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა სმფების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025-მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა (გაიზარდა) 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- 2025 წლის 8 სექტემბრის №19606 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგადაც დადგენილ ფაქტობრივ ნაშთზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (01.06.2025-მდე). საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%). მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
- გადასახადის გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში განახორციელა ავტომანქანის შეძენა/რეალიზაცია. ავტომანქანა გაყვანილ იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 49-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამ ნაწილში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანის მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანაზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.“
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 25 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 22 482 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 29 მაისის №056-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
2026 წლის 29 მაისის №056-32 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 ივლისის №16724 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე,საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ების ნაშთის თვითღირებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით განსაზღვრული თვითღირებულება არ შეესაბამება საგადასახადო დავების პრაქტიკას. განმარტავს, რომ ამგვარ შემთხვევაში სმფ-ების ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა უნდა შეფასდეს დანაკლისად ან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე).“ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების ნაწილში მითითებულია, რომ „სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“ აუდიტორის შეფასების ნაწილში აღნიშნულია, რომ „შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადანაწილებული იქნა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოწმებით მოცულ პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“
როგორც უკვე აღინიშნა, გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს იმპორტირებული საქონლით „--------“-ში სანტექნიკით, აბაზანის აქსესუარებით, სანათებით და სხვა შერეული საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულებულ გაანგარიშებას და წარმოადგენს ფაქტებს და არგუმენტაციას ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებით:
• პირველი და მესამე საკითხის არგუმენტაცია:
• შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის N2939 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე და შესაბამისად მოახდინოს დარიცხული გადასახადების გადაანგარიშება.
•გადაანგარიშების შედეგად შესრულებული გაანგარიშება თავისთავად არასრულყოფილია, რადგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ ფასნამატსა და გადამხდელის ფასნამატს, შორის, რომელიც რადიკალურად ცვლის დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს.
• ასევე გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს 2026 წლის 29 მაისს გამოცემული N056-32 საგადასახადო მოთხოვნა, რადგან განსხვავებით 2025 წლის 15 დეკემბერს გამოცემული N056-98 საგადასახადო მოთხოვნისგან, რომელშიც საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხაში შესული იყო როგორც შემოწმების შედეგად დარიცხული ძირითადი გადასახადი, ასევე მიმდინარე გადასახადის სახით 2025 წელს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 23 425 ლარის ოდენობით. 2026 წლის 01 აპრილის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადის სახით დარიცხული თანხა ექვემდებარება შემცირებას, შესაბამისად 2026 წლის 29 მაისს გამოცემულ N056-32 საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხა იქნეს ამოღებული, რადგან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პერიოდისთვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადი საშემოსავლო გადასახადში არ ფიქსირდება.
• შემოსავლების სამსახური 2026 წლის 23 ივლისის №16724 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სავადო თარიღით (31.03.2026) შემცირებულია შემოწმებით დარიცხული და 2025 წლის 15 დეკემბერს №056-98 საგადასახადო მოთხოვნაში გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელი, მაგრამ ამ ოპერაციის ასახვა შესაბამის დოკუმენტში, კერძოდ გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნაში, არ მომხდარა.
• ითხოვს უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხების ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება შემცირების გზით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ითხოვს, გადამხდელის მონაწილეობით იქნას განხილული საჩივარი, 304-ე მუხლის საფუძველზე, დაკმაყოფილდეს იგი, გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის N056-32 საგადასახადო მოთხოვნა თანმდევი ნორმატიული აქტებით და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს ი.მ „--------“-ის (ს/ნ „--------“) პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება ძირითადი გადასახადისა და სანქციის (ჯარიმა-საურავი) სახით დარიცხული თანხების შემცირებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 11.02.2026 წლის №2939 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მომჩივანი არ ეთანხმებოდა შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ების ნაშთის თვითღირებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, განმარტავდა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთიდან ფასნამატის ამოღებით განსაზღვრული თვითღირებულება არ შეესაბამება საგადასახადო დავების პრაქტიკას. განმარტავდა, რომ ამგვარ შემთხვევაში სმფ-ების ბუღალტრულ ნაშთსა და ფაქტობრივ ნაშთს შორის სხვაობა უნდა შეფასდეს დანაკლისად. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე).
ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე სმფ-ების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა განხორციელდა შესამოწმებელი პერიოდის შემდეგ და საქმის გარემოებებით დადგენილი არ არის, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოდან აღნიშნული პროცედურის ჩატარებამდე პერიოდში მომჩივანს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა (საქონლის რეალიზაცია არ განუხორციელებია), სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობის რეალიზებულად განხილვის დროს, დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად გადანაწილება მიზანშეწონილია არა მხოლოდ შესამოწმებელ, არამედ, სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), რა დროსაც, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების შედეგად განსაზღვრული უნდა იქნას საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 25 მაისის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადანაწილებული იქნა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოწმებით მოცულ პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს 2026 წლის 29 მაისს გამოცემული №056-32 საგადასახადო მოთხოვნა, რადგან განსხვავებით 2025 წლის 15 დეკემბერს გამოცემული №056-98 საგადასახადო მოთხოვნისგან, რომელშიც საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხაში შესული იყო როგორც შემოწმების შედეგად დარიცხული ძირითადი გადასახადი, ასევე მიმდინარე გადასახადის სახით 2025 წელს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა 23 425 ლარის ოდენობით. 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადის სახით დარიცხული თანხა ექვემდებარება შემცირებას, შესაბამისად 2026 წლის 29 მაისს გამოცემულ N056-32 საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხა იქნეს ამოღებული, რადგან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პერიოდისთვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადი საშემოსავლო გადასახადში არ ფიქსირდება.
შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახდელების შემცირებასთან დაკავშირებით, აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სავადო თარიღით (31.03.2026) შემცირებულია შემოწმებით დარიცხული და 2025 წლის 15 დეკემბერს №056-98 საგადასახადო მოთხოვნაში გათვალისწინებული მიმდინარე გადასახდელი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის საბოლოო სმფ-ების ნაშთის თვითღირებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით და ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხების ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება შემცირების გზით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგად დადგინდა სმფების ფაქტობრივი ნაშთი. ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი.მომჩივანს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა.
სსკ-ის 73-ე, მე-100, 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე დაკორექტირდა 2024 წლის ერთობლივი შემოსავალი და გამოსაქვითი ხარჯი. საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის შედეგადაც დადგენილ ფაქტობრივ ნაშთზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს.საწყისი და საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით გაანგარიშდა რპთ, რაზეც გავრცელდა დოკუმენტური ფასნამატი (77%). მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა
გადამხდელმა შესამოწმებელ პერიოდში განახორციელა ავტომანქანის შეძენა/რეალიზაცია. ავტომანქანა გაყვანილ იქნა რეექსპორტის საბაჟო ოპერაციით. გადამხდელის მიერ შემოწმების პროცესში ვერ იქნა წარმოდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად ვერ განხორციელდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა.აუდიტის დეპარტამენტის ხელთარსებული მსგავსი ოპერაციების მონაცემების ანალიზის შედეგად დადგინდა რეალიზებული ავტომანქანის მოგების მარჟა, რომელიც გავრცელდა გადამხდელის მიერ რეალიზებულ ავტომანქანაზე და გაანგარიშდა მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რაც დაიბეგრა სსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული 5%-იანი განაკვეთით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).