გადაწყვეტილება №22009/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.05.2024
№ დოკუმენტი 22009/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22009/2/2024

16 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ი (ს/ნ -----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -------ის 15.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22009/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2023 წლის №ID:------ შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32767 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 16 086 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელმა 12.10.2023 წელს შემოსავლების სამსახურში წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის 16 086 ლარის დაბრუნების შესახებ.

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგინდა ხარვეზი, რაც გადამხდელს ეცნობა 25.10.2023 წლის ID:------- წერილით, საიდანაც ირკვევა რომ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დადგენილ იქნა ხარვეზი, კერძოდ:

- დეტალურ განმარტებას საჭიროებს ეკონომიკური საქმიანობა, ეკ. საქმიანობის განხორციელების ადგილი და ანგარიშსწორების ფორმა.

- წარმოდგენას საჭიროებს:

ა) ლიზინგის ხელშეკრულებები;

ბ) 2020-2023წწ. საანგარიშო პერიოდზე საბანკო ამონაწერი ყველა მომსახურე ბანკიდან Pdf და Exel ფორმატში;

გ) საკ. კოდი --------ზე არსებული ქონების (მიწის) ფლობის პერიოდის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

- განმარტებას საჭიროებს ხელფასის გაცემის საკითხი.

ამასთან, საჭიროა წარდგენილ იქნას თანხმობა, პირად ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობის ცვლილების შემთხვევაში, ზედმეტად გადახდილი თანხის სალდირებული ზედმეტობის ფარგლებში დასაბრუნებელი თანხის ოდენობის მითითებით.

გადასახადის გადამხდელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

გადასახადის გადამხდელი ხარვეზის წერილს გაეცნო 7.11.2023 წელს. მის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება წარდგენილი არ არის.

დადგენილი ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2023 წლის № ID:----- შესაგებლით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელს.

აღნიშნული შესაგებელი 27.11.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 26.12.2023 წლის №32767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ საჩივარში არ არის მითითებული სადავო საკითხთან დაკავშირებით არგუმენტები/მტკიცებულებები.

გადამხდელს 28.11.2023 წელს გაეგზავნა №21-04/---- წერილი, რათა დაეზუსტებინა საჩივარი და მიეთითებინა არგუმენტები. წერილი გადასახადის გადამხდელს ჩაბარდა მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, თუმცა შემოსავლების სამსახურში დაზუსტებული საჩივარი არ წარუდგენია. შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის 12.10.2023 წლის ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 25.10.2023 წლის ID:----- წერილით დადგენილია ხარვეზი, რომელიც მომჩივნის მიერ არ იქნა გამოსწორებული ამავე წერილით დადგენილ ვადებში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2023 წლის ID:------ შესაგებელი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით არის მეწარმე და დღგ-ის გადამხდელი, ლიზინგით შეძენილი აქვს ტრაქტორი თავისი მისაბმელებით. შეძენილ ტექნიკაზე სრულად აქვს გადახდილი თანხა და მათ შორის დღგ. ამჟამად გადასახადის გადამხდელის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა 34 429 ლარი. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზი სრულად აღმოფხვრა, მაგრამ რადგან სს „-----მა“ დროულად ვერ მიაწოდა ლიზინგის ხელშეკრულება (მასალების წარდგენა მოხდა ერთი დღის დაგვიანებით) არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. საჩივარს ახლავს მოთხოვნილი დოკუმენტების ასლი, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის IV1 თავის 131 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტების მიხედვით:

1. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ:

ე) შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი);

მ) გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

მომჩივანმა განმარტა, რომ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე დადგენილი ხარვეზი სრულად აღმოფხვრა, მაგრამ რადგან სს „თიბისი ბანკმა“ დროულად ვერ მიაწოდა ლიზინგის ხელშეკრულება (მასალების წარდგენა მოხდა ერთი დღის დაგვიანებით) არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა. საჩივარს ახლავს მოთხოვნილი დოკუმენტების ასლი, ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აუდიტის დეპარტამენტის 1.03.2024 წლის №19880-21-14 წერილით გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ შესწავლის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, რიგ საკითხებთან მიმართებაში გადასახადის გადამხდელს ეთხოვა განმარტება ან/და დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის დეტალური განმარტება ეკონომიკური საქმიანობის სახის, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილის და შესაბამისი ანგარიშსწორების ფორმის შესახებ. აგრეთვე, სათანადო ლიზინგის ხელშეკრულებების და -------- საკ. კოდზე არსებული ქონების (მიწის) ფლობის პერიოდის განმსაზღვრელი დოკუმენტის წარდგენა და სხვა. გადასახადის გადამხდელს, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, აუდიტის დეპარტამენტის სადავო შესაგებლით უარი ეთქვა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან, მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის განმარტებით საჩივარს ახლავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა გაეგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად და დაევალოს აღნიშნულის შესწავლის შედეგად სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 15.11.2023 წლის №ID:----- შესაგებელი და შემოსავლების სამსახურის 26.12.2023 წლის №32767 ბრძანება;

3. დაევალოს საბჭოს აპარატს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი საჩივარი თანდართული დოკუმენტებით გაუგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილება;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნების შესახებ.გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგინდა ხარვეზი, რაც გადამხდელს ეცნობა წერილით.გადასახადის გადამხდელს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა 5 სამუშაო დღე.

გადასახადის გადამხდელი ხარვეზის წერილს გაეცნო. მის მიერ ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადება წარდგენილი არ არის.

დადგენილი ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო, აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტში შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა გადასახადის გადამხდელს.

აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №32767 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის განმარტებით საჩივარს ახლავს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია უნდა გაეგზავნოს აუდიტის დეპარტამენტს შესასწავლად და დაევალოს აღნიშნულის შესწავლის შედეგად სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის“ დაკმაყოფილება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1) ;