ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2018 წლის 23 იანვარი
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3, პუნქტების „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 25 000 ( ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 100 (ორი ათას ასი) ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის „ე“ პუნქტი.
ე) ლატარიის მოწყობაზე – ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 20 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 8 000 (რვა ათასი) ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 5 ივლისის დადგენილება №22 - ვებგვერდი,09.07.2019წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი,05.07.2022წ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 6 სექტემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი,10.09.2024წ.
მუხლი 3
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) (გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 4
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
მუხლი 5
სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემური ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 6
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 7
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 8
დადგენილება გაეგზავნოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მუხლი 9
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №35 დადგენილება;
ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №18 დადგენილება.
მუხლი 10
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. აქტის მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
მამუკა წოწერია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.