ბრძანება N 4892

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2024
№ დოკუმენტი 4892
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4892

05 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის: ----------)

2024 წლის 8 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №87558/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 3 თებერვლის №EL240483 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამომგზავნს საქონელი შეცდომით ჰქონდა ყუთებში გადანაწილებული, არეულად დაწყობილი და გამოუგზავნეს არასწორი ინვოისი, რაც მისი მითითებით წარმოადგენს გამომგზავნის შეცდომას.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ „----------“ (პ/ნ ----------) მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №---------- 11.01.2024) საფუძველზე, საფოსტო გადამზიდავმა – შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 23 იანვარს შეავსო და დაარეგისტრირა №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა №---------- და ---------- საფოსტო გზავნილებით „----------“ სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონელი – 104 წყვილი ცეკვის ფეხსაცმელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“.

გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---------- საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც საქონლის დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილების დათვალიერების შედეგად დეკლარირებულ საქონელთან – 104 წყვილ ცეკვის ფეხსაცმელთან ერთად, ასევე აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 34 წყვილი ცეკვის ფეხსაცმელი.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 26 იანვრის №---------- დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 389.30 აშშ დოლარი.

ვინაიდან ---------- მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს შედგენილ იქნა №EL240483 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც „----------“ (პ/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 26 იანვრის №---------- დასკვნის შესაბამისად, ცვლილება იქნა შეტანილი №---------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ში, თუმცა აღნიშნული დეკლარაციით გასაფორმელ საქონელზე დასრულებული არაა საბაჟო ფორმალობები და №---------- და 3---------- საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი განთავსებულია საბაჟო კონტროლის ზონაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.

ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05). მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით, „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მისი მხრიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გამომგზავნს საქონელი შეცდომით ჰქონდა ყუთებში გადანაწილებული, არეულად დაწყობილი და გამოუგზავნეს არასწორი ინვოისი, რაც მისი მითითებით წარმოადგენს გამომგზავნის შეცდომას. აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საფოსტო გადამზიდავმა 2024 წლის 23 იანვარს შეავსო და დაარეგისტრირა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლითაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დადეკლარირდა საფოსტო გზავნილებით მომჩივანის სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონელი – 104 წყვილი ცეკვის ფეხსაცმელი. აღნიშნული დეკლარაციისთვის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა „Oracle“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო დეკლარაციის კამერალური შემოწმება, რა დროსაც საქონლის დათვალიერების მიზნით დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საფოსტო გზავნილების დათვალიერების შედეგად დეკლარირებულ საქონელთან – 104 წყვილ ცეკვის ფეხსაცმელთან ერთად, ასევე აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი – 34 წყვილი ცეკვის ფეხსაცმელი. არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 389.30 აშშ დოლარი.

ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლისგან მალულად, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 3 თებერვალს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 168(3).