ბრძანება N 14690

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2024
№ დოკუმენტი 14690
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 14690

24 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2023 წლის 19 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი მაისის, 16 მაისის და 13 ივნისის სხდომებზე (ოქმი №49, №51 და №63) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის №21296/2/2023 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 19 სექტემბრის №83657/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 აგვისტოს №056-40 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ მიმდინარე პერიოდისთვის დებიტორული დავალიანება 1 885 325 ლარითაა შემცირებული და დავალიანების დაფარვა გრძელდება, რადგან პროცესი დენადია და არ დამდგარა დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, დებიტორი აღიარებს დავალიანებას. გადამხდელი მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანების სესხად კვალიფიკაცია არამართლზომიერია. განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემცირება განახორციელა დებიტორული დავალიანების მხოლოდ იმ ნაწილზე, რომლის გადახდაც იყო განხორციელებული შემოწმების აქტის გაფორმების შემდეგ და არა დებიტორული დავალიანების სრულ თანხაზე კვალიფიკაციის შეცვლით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №3257 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“(ს/ნ ----------) საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი);

ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ დადასტურდება, რომ არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან თანხების ჩარიცხვა განხორციელებულია შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №3257 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 28 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 256 108 ლარით, მათ შორის, გადასახადი 172 884 ლარით და ჯარიმა 83 224 ლარით. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 აგვისტოს №056-40 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 19 აპრილის №21296/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 ოქტომბრის №26132 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.”

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

„გადასახადის გადამხდელმა გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, საბანკო ამონაწერი). აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამუშავება/ანალიზი, კერძოდ, მოხდა შემოწმების შემდეგ რეალიზებული პროდუქციის, ჩარიცხული თანხებისა და დებიტორული დავალიანებების ზრდა/შემცირების შესწავლა. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადასტურდა, რომ საგადასახადო შემოწმების შემდგომ არარეზიდენტი კომპანიების მიერ მოხდა შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილი დებიტორული დავალიანების შემცირება, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №3257 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მტკიცებულებების შესწავლა და არარეზიდენტი კომპანიების მხრიდან შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელებული თანხების ჩარიცხვის დადასტურების შემთხვევაში - ამ ნაწილში არარეზიდენტ პირზე გაცემულ სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხული თანხების შემცირება.

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 256 108 ლარით. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვას. საგადასახადო შემოწმებამ სრულად შეისწავლა და გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები სულ 256 108 ლარით. კერძოდ, გადაანგარიშების პროცესში გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები, რომლებიც ადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში არსებული დებიტორული დავალიანების დაფარვას. საგადასახადო შემოწმებამ სრულად შეისწავლა და გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რამაც გამოიწვია საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).