გადაწყვეტილება №19012/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19012/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19012/2/2023

08 აგვისტო 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----ის 2.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19012/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 11 ოქტომბრის №001-21505 შეტყობინება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

2. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 5 აპრილის №011- 1431 ბრძანება;

3. 2022 წლის 6 აპრილის №001-8910 და №001-8911 შეტყობინებები საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ;

4. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8680 ბრძანება;

5. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №14001 ბრძანება;

6. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 სექტემბრის №24524 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა მომჩივნის შპს „---ს“ (ს/ნ ----) ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. შუამდგომლობის წარდგენასთან ერთად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბრის №001-21505 შეტყობინება მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანებით (საქმე №3ბ/501-22) ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ივნისის ბრძანება (საქმე №3/8120-18), რომლის თანახმად შპს „---“ ; შპს „---“ ; ფ/პ „---“ ; ფ/პ „---'', აღიარებულ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების და საგადასახადო კოდექსის 246-ე და 239-ე მუხლების საფუძველზე, გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 6 აპრილს №001-8910, №001-8911 შეტყობინებები მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, ხოლო საგადასახადო კოდექსის 241-ე და 246-ე მუხლების საფუძველზე - „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2022 წლის 5 აპრილის №011-1431 ბრძანება, რომლის შესაბამისად ყადაღა დაედო მომჩივნის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ნებისმიერი ქონებას. საბანკო ანგარიშების არქონის გამო საინკასო დავალება წარდგენილი არ ყოფილა.

მომჩივანმა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №14001 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8680 და 2022 წლის 7.06.2022 წლის №14001 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 სექტემბრის №24524 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 5 აპრილის №011-1431 ბრძანებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე 241-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ხოლო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ 2019 წლის 11 ოქტომბრის №001-21505, 2022 წლის 6 აპრილის №001-8910 და №001-8911 შეტყობინებების ნაწილში საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 246-ე მუხლის პირველ მე-4 და მე-5 ნაწილებზე, დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში არ არის განსაზღვრული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებების გავრცელების ფარგლები ცრუმაგიერ პირებთან დაკავშირებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გადამხდელის წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის ბრძანების განმარტება. კერძოდ, ცრუმაგიერი პირების ვალდებულებების ფარგლების განსაზღვრის ნაწილში, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის (საქმე №3ბ/501-22) განჩინებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, მომჩივანს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სახეზეა სასამართლოს ცალსახა პოზიცია საქმეზე №3ბ/501-22 მიღებულ ბრძანებასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, --- ს მიმართ, რომლის „დანაშაულიც“ მხოლოდ ისაა, რომ 7200 ლარად შეიძინა ავტომანქანა MERCEDESS BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით ---, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები მიმდინარეობს 729746 ლარის ამოღების მიზნით, ხოლო საერთოდ კი ავტომანქანა MERCEDESS BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით ----ის 7200 ლარად შეძენის „დანაშაულისათვის“ სახელმწიფო ---ს (პ/ნ --- ) 3126939.66 ლარს ედავება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის №16457/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №25174/21, №25188/21-17, №25169/21, №63567/21, №63516/21 (CA0041222407729), №63517/21 (CA0041222407426) და №65486/01 საჩივრები, რომელიც ეხება 2019 წლის 11 ოქტომბრის №001-21505 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2022 წლის 5 აპრილის №011-1431 ბრძანებას, 2022 წლის 6 აპრილის „საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ“ №001-8910 და №001- 8911 შეტყობინებებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს იმ პროგრესულ პრაქტიკას, რომლის შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადახდევინების იძულებითი ღონისძიებები უნდა გავრცელდეს იმ ქონების პროპორციულად, რა ქონებაც იქნა გარიდებული სსკ 246-ე მუხლის შესაბამისად.

ცნობილია, რომ მსგავსი პროგრესული პრაქტიკა არსებობს შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში, შესაბამისად ჩვენ კეთილსინდისიერად ველოდით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 22 ივლისის №16457/2/2022 გადაწყვეტილების კეთილსინდისიერ აღსრულებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ უშედეგოდ.

ითხოვს, შპს - სსკ 246-ე მუხლის შესაბამისად გადასახადის გადახდევინების იძულებითი ღონისძიებები უნდა გავრცელდეს იმ ქონების პროპორციულად, რა ქონებაც იქნა გარიდებული საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად.

ითხოვს, თ--ს ყოფილი თანამშრომლის - ---ის მიმართ გამოიყენოთ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს ის პროგრესულ პრაქტიკა, რომლის შესაბამისადბილისის სააპელაციო სასამართლოსაგან ინფორმაციის გამოთხოვას №3ბ/501-22 საქმეზე სასამართლოს ბრძანების განმარტებაზე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსაგან №1550 საქმეზე მიმდინარე განხილვის თაობაზე.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

დადგენილია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მომჩივანი და შპს --- ცნობილ იქნენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. შესაბამისად, შპს ---ს საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით მომჩივნის მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2021 წლის 18 ივნისის ბრძანებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ---ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (MERCEDESS BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით ----) 2017 წლის 6 მარტიდან მფლობელობაში გადაეცა შპს ---ს ყოფილ თანამშრომელს - ----ს.

მომჩივანი აპროტესტებს იმ გარემოებას, რომ შპს ---გან ავტომანქანის (MERCEDESS BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით ----) 4 200 აშშ დოლარად ყიდვის გამო მთელი თავისი ქონებით უნდა უზრუნველყოს შპს ---ს ერთ მილიონზე მეტი საგადასახადო დავალიანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია 2021 წლის 18 ივნისის ბრძანებით დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ---ს მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (MERCEDESS BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომრით ----) 2017 წლის 6 მარტიდან მფლობელობაში გადაეცა შპს --- ყოფილ თანამშრომელს - ----ს.

საბჭომ 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებდა დამატებით შესწავლას, რის გამოც საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.04.2021 წლის №8680 და 2022 წლის 7.06.2022 წლის №14001 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 სექტემბრის №24524 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სადავო საქმეზე წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2022 წლის ბრძანება (საქმე №3/7189-22), რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 ოქტომბრის შუამდგომლობას შპს ---ს (ს/ნ---) ცრუმაგიერი პირის ---ის (ს/ნ ---) ყადაღადადებული ქონების ღია აუქციონზე რალიზაციის მოთხოვნას. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ---თვის (ს/ნ---) დარიცხული თანხა, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას. აღნიშნული დავალიანების ფარგლებში --- ცნობილია შპს ---ს ცრუმაგიერ პირად. აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგოდ, რაიმე მტკიცებულება ----ს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ შპს ---ს (ს/ნ---) ცრუმაგიერი პირის ---ის (ს/ნ ---ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონის შესაბამისად, ასევე, ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არსებობს შპს --- (ს/ნ ----) ცრუმაგიერი პირის ---ის (ს/ნ --- დაყადაღებული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი სამართლებრივი საფუძველი.

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8680 და 2022 წლის 7 ივნისის №14001 ბრძანებებზე არსებობს საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილება, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი გარემოებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2022 წლის ბრძანების (საქმე №3/7189-22) გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

 

 

სადავო საკითხი

საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს წარუდგინა შუამდგომლობა მომჩივნის ცრუმაგიერ პირად აღიარების თაობაზე. შუამდგომლობის წარდგენასთან ერთად, საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე გამოიცა ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 11 ოქტომბრის №001-21505 შეტყობინება მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

მომჩივანმა, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინებები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 ივნისის №14001 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 7.04.2022 წლის №8680 და 2022 წლის 7.06.2022 წლის №14001 ბრძანებები და საჩივრები ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 26 სექტემბრის №24524 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 აპრილის №8680 და 2022 წლის 7 ივნისის №14001 ბრძანებებზე არსებობს საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილება, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ფაქტობრივი გარემოებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.12.2022 წლის ბრძანების (საქმე №3/7189-22) გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საბჭოს 22.07.2022 წლის №16457/2/2022 გადაწყვეტილება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილებების შესაბამისად.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 246 (4).

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.