ბრძანება N 710

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 23.01.2023
№ დოკუმენტი 710
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 710

23.01.2023

„-----„ (ს/ნ ------)

(მის.:------)

2022 წლის 12 დეკემბრის საჩივრების

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) იმსჯელა„-----„-ს(ს/ნ ------) №77211/1/2022,№77212/1/2022 და№77213/1/2022 საჩივრების დასაშვებობის საკითხზე,რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის2022 წლის 22 აგვისტოს№ELC16466,№ELC16467 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და№EL7777/272(№007-272) საგადასახადო მოთხოვნას.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა პირადად ადრესატს.

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით,თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად,პირს უფლება აქვს,გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

ამავე საკანონმდებლო აქტის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა ირკვევა , რომ 2022 წლის 22 აგვისტოს №ELC16466, №ELC16467 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები და №EL7777/272 (№007-272) საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად 2022 წლის 30 სექტემბერს, რაც დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ აქტებზე შესრულებული ხელმოწერით. ამდენად, საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2022 წლის 31 ოქტომბერი (უქმე დღის გათვალისწინებით). საჩივრები კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2022 წლის 12 დეკემბერს (30 დღიანი გასაჩივრების ვადის შემდგომ).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივრები წარმოდგენილია გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.„-----„-ს (ს/ნ ------) საჩივრები დარჩეს განუხილველი;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.