გადაწყვეტილება №25401/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.08.2025
№ დოკუმენტი 25401/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25401/2/2025

12 აგვისტო 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------ის 1.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25401/2/2025).

 

დავის საგანი:

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.05.2025 წლის №002-47 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12082 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 59 066.77 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 35 443.3

ჯარიმა - 11 368.4

საურავი - 12 255.07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მესამე კატეგორიის მეორადი საქონლის იმპორტი (----დან, -----დან) და რეალიზაცია. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2013 წლის 23 იანვარს, ხოლო 4 ოქტომბერს - დღგ-ის გადამხდელად. საქმიანობას ეწევა კომპანიის დამფუძნებლისგან იჯარით აღებულ ფართში.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 23.04.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა). კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1 600 599 ლარის ოდენობით და შემოწმების ბოლოს 1 480 279 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 3 თებერვლის №1218 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია (141 000 კგ. ღირებულებით 811 826 ლარი) მოწოდებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ფინა) ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი იმპორტირებულ მესამე კატეგორიის საქონელს ახარისხებდა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიებად. დოკუმენტური რეალიზაციით რეალიზებული საქონლის 11%- ს წარმოადგენს პირველი კატეგორიის საქონელი, რომლის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 290%- 340%-ს. მე-2 კატეგორიის საქონლის წილი 28%-ია და ფასნამატი მერყეობს 82%-დან 103%-მდე, ხოლო დანარჩენი მიკუთვნებულია მესამე კატეგორიაზე, რაც ძირითადად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციისას გადამხდელს ჩამოწერილი აქვს ჯამურად თვის ბოლოს მხოლოდ მესამე კატეგორიის საქონელი.

დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციის ნაწილში საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის ფასის განსაზღვრისას გამოყენებულია დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული კონკრეტული კატეგორიების (პირველი, მეორე, მესამე) ფასები და შესაბამისი ხვედრითი წილი მთლიან დოკუმენტურ რეალიზაციაში, რომლის გათვალისწინებითაც გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აგრეთვე, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ნაშთს შორის არსებულ სხვაობაზე.

შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 1.05.2025 წლის №8261 ბრძანება და №002-47 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.06.2025 წლის №12082 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილებით, 291-ე მუხლის მიხედვით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით და განმარტა, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ ადასტურებს, რომ საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, დაკისრებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქონლის მესამე კატეგორია არის გადარჩეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც უვარგისია შემდგომი რეალიზაციისთვის და ამიტომაც ყიდის თვითღირებულებაზე დაბალ ფასებში. მესამე კატეგორიის საქონელი არის გაცვეთილი და დახეული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ასევე ცალ-ცალი ფეხსაცმელი და ა.შ. ფაქტიურად ეს არის გადასაყრელი, მაგრამ ამას თვითღირებულებაზე ძალიან დაბალ ფასებში ყიდულობენ მუშები, ხელოსნები, ასევე იყენებენ ქარხნები და საამქროები ნაჭრებად და ტილოებად, ასევე ფეხსაცმელები დასაწვავად მიაქვთ სათბურების გასათბობად და ა.შ. მიუხედავად მისი ახსნა-განმარტებისა და რეალური სურათის ჩვენებისა მიხვდა, რომ მხოლოდ ახსნა-განმარტება და რეალური თუმცა ზეპირი არგუმენტები არ არის საკმარისი და აუცილებელია დოკუმენტურად დადასტურება ყველაფერი ამისა, მითუმეტეს, როცა თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ხდება საქონლის რეალიზაცია. ეს შეცდომაც გამოასწორა შემოწმების შემდეგ და ყველა რეალიზაციას ახდენს მხოლოდ სასაქონლო ზედნადებით. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ამ საკითხების არცოდნით და შეცდომით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ითხოვს დაკისრებული სანქციების პატიებას, გათავისუფლებას დაკისრებული ჯარიმის და საურავის გადახდისაგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე, ხოლო სმფ-ების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2025 წლის 3 თებერვლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით ირკვევა რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა (ფინა). კომპანიას უფიქსირდება ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1 600 599 ლარის ოდენობით და შემოწმების ბოლოს 1 480 279 ლარის ოდენობით. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №1218 ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია და იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა საგადასახადო შემოწმება, ფაქტობრივი ნაშთის შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის (ფინა) ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელი იმპორტირებულ მესამე კატეგორიის საქონელს ახარისხებდა პირველ, მეორე და მესამე კატეგორიებად. დოკუმენტური რეალიზაციით რეალიზებული საქონლის 11%- ს წარმოადგენს პირველი კატეგორიის საქონელი, რომლის დოკუმენტური ფასნამატი შეადგენს 290%- 340%-ს. მე-2 კატეგორიის საქონლის წილი 28%-ია და ფასნამატი მერყეობს 82%-დან 103%-მდე, ხოლო დანარჩენი მიკუთვნებულია მესამე კატეგორიაზე, რაც ძირითადად რეალიზებულია თვითღირებულებაზე დაბალი ფასით. დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციისას გადამხდელს ჩამოწერილი აქვს ჯამურად თვის ბოლოს მხოლოდ მესამე კატეგორიის საქონელი.

დოკუმენტის გარეშე საქონლის რეალიზაციის ნაწილში საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, რეალიზებული პროდუქციის ფასის განსაზღვრისას გამოყენებულია დოკუმენტური რეალიზაციისას დაფიქსირებული კონკრეტული კატეგორიების (პირველი, მეორე, მესამე) ფასები და შესაბამისი ხვედრითი წილი მთლიან დოკუმენტურ რეალიზაციაში, რომლის გათვალისწინებითაც გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. აგრეთვე, დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული მონაცემებით დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ნაშთს შორის არსებულ სხვაობაზე.

შემოწმებით დადგენილსა და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა დღგ-ით, გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №8261 ბრძანება და №002-47 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №12082 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);