გადაწყვეტილება №19484/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19484/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“ 24.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19484/2/2023).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 800 557 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 464 715 დღგ - (-4 217)
საშემოსავლო გადასახადი - 468 910
ქონების გადასახადი - 22
ჯარიმა - 235 803
საურავი - 100 039
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №23961 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41543 ბრძანება და №086-87 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 890 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 18 ივლისის №18965 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №18965 ბრძანება 29.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 28.10.2022 წლის №17331/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნა, 1.02.2023 წლის №1594 ბრძანება და №086-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი 2023 წლის 27 იანვრის დასკვნას, 2023 წლის 1 თებერვლის №1594 ბრძანებას და №086-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე გაეცნო 2023 წლის 3 თებერვალს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 23 მარტს.
გადასახადის გადამხდელი წარდგენილი საჩივრით ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის №086-2 ბათილად ცნობას. ამასთან, გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის წარდგენილი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენებით დარიცხულ თანხებს. აღნიშნავს, რომ არ მომხდარა გასაჩივრების ვადის დარღვევა და დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს მოგვიანებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილების შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 3 თებერვალს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 6 მარტი, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 23 მარტს. შესაბამისად, დარღვეულია სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ მომხდარა გასაჩივრების ვადის დარღვევა და დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს მოგვიანებით. თუმცა, გადასახადის გადამხდელს არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 3 თებერვალს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 6 მარტი, ხოლო შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია 2023 წლის 23 მარტს. შესაბამისად, დარღვეულია სადავო საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა. მომჩივანი აღნიშნავს, რომ არ მომხდარა გასაჩივრების ვადის დარღვევა და დამატებით მტკიცებულებებს წარმოადგენს მოგვიანებით. თუმცა, გადასახადის გადამხდელს არანაირი დოკუმენტაცია/მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 44 (9); 299 (4) (10); 301,,ე"